ტოკიოს მახლობლად იაპონიის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, მას შემდეგ რაც მის სახლში 9 დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მაცივარში ორი მოჭრილი თავი აღმოაჩინა და ასევე 7 სხვა პირის ცხედრების ნაწილები, რომლებიც ყუთებში იყო დამალული.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი, რომელმაც 9 პირის მკვლელობა უკვე აღიარა.