ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომლი რახმონი მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს დიადი გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმსა და დსთ–ის ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, რომელიც 8 მაისს გაიმართება.
აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ტაჯიკი სამხედროებიც. ტაჯიკი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ასეულში, რომელიც მარშით გაივლის წითელ მოედანზე, იქნებიან სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის წარმომადგენლები.
ტაჯიკური ასეული, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს ეკატერინბურგში გამართულ სამხედრო აღლუმშიც.