ლამაზი ვარცხნილობის ნაჯახის დახმარებით გაკეთება მართლაც უცნაურია, მაგრამ კლიენტებისთვის მიმზიდველიც.
სწორედ ამ უჩვეულო იდეის წყალობით გახდა პოპულარული ნოვოსიბირსკელი სტილისტი დანილ ისტომინი.
მან სტილისტის მთავარი პროფესიული ინსტრუმენტის _ მაკრატლის ნაცვლად ხელში აიღო ჩვეულებრივი ნაჯახი, რომელიც ძალიან ბასრია.
სტილისტ-ექსტრემალის თქმით, ამგვარად თმის შეჭრა, უფრო ზუსტად დაჩეხვა, მან დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა, რაღაც ახალი შტრიხი შეეტანა თავის პროფესიაში.
სტილისტის იარაღი ხორცისა და შეშის საჭრელ ნაჯახზე ბევრად უფრო ბასრია.