Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი სტილისტი, რომელიც მაკრატლის ნაცვლად ნაჯახს იყენებს

სტილისტი, რომელიც მაკრატლის ნაცვლად ნაჯახს იყენებს

1401
სტილისტი

ლამაზი ვარცხნილობის ნაჯახის დახმარებით გაკეთება მართლაც უცნაურია, მაგრამ კლიენტებისთვის მიმზიდველიც.

სწორედ ამ უჩვეულო იდეის წყალობით გახდა პოპულარული ნოვოსიბირსკელი სტილისტი დანილ ისტომინი.

მან სტილისტის მთავარი პროფესიული ინსტრუმენტის _ მაკრატლის ნაცვლად ხელში აიღო ჩვეულებრივი ნაჯახი, რომელიც ძალიან ბასრია.

სტილისტ-ექსტრემალის თქმით, ამგვარად თმის შეჭრა, უფრო ზუსტად დაჩეხვა, მან დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა, რაღაც ახალი შტრიხი შეეტანა თავის პროფესიაში.

სტილისტის იარაღი ხორცისა და შეშის საჭრელ ნაჯახზე ბევრად უფრო ბასრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here