Home რუბრიკები ისტორია სტალინი და 9 მაისი

სტალინი და 9 მაისი

1516
სტალინი და 9 მაისი

1945 წლის 9 მაისი არ არის კომუნისტური ან რუსული დღესასწაული, ეს არის მსოფლიოს მოწინავე საზოგადოების მიერ აღიარებული საზეიმო დღე, რომლითაც აღინიშნება გერმანული ფაშიზმისგან კაცობრიობის გადარჩენა. განურჩევლად სახელმწიფო წყობისა, რელიგიისა და კანის ფერისა, მსოფლიო 8-9 მაისს ზეიმობს ცივილიზაციის გადარჩენას.

როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში გამართულ 2019 წლის 9 მაისის საზეიმო ღონისძიებების კოლაჟს ვუყურებდი, სრულიად ნორმალურად მომეჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა შტატში ჩატარდა 9 მაისის საზეიმო ღონისძიებები ომში დაღუპულთა პატივსაცემად, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად. ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს არგენტინაში, ურუგვაიში, პაკისტანში, ინდოეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოში. გამარჯვების დღის ზეიმის აღნიშვნისას არც ერთ ქალაქში ხელისუფლების მხრიდან არ განხორციელებულა მოზეიმეთა შემაფერხებელი მოქმედებები, მათ შორის, არც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მოზეიმეთა ხელში თითქმის ყველგან ჩანდა წითელი დროშები ომისდროინდელი სიმბოლიკით, საქართველოში კი…

ომის ვეტერანი მარადიულ ცეცხლთან
ომის ვეტერანი მარადიულ ცეცხლთან

რით არის გამოწვეული ის სიმახინჯე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება დიდი სამამულო ომის ვეტერანების მიმართ?

კალატოზი რომ გახდე, ჯერ ქვის მიმწოდებლად უნდა იმუშაო. გუთნისდედობა თუ გინდა, ჯერ თოხით უნდა გადააბრუნო, სახნისის მიერ გადაუბრუნებელი ბელტი, თუ მჭდლობა გსურს, ჯერ ურო უნდა დაარტყა მჭედლის მიერ გრდემლზე გასწორებულ გავარვარებულ რკინას. ყველა სპეციალობამდე მისვლას თავისებური გასავლელი გზა სჭირდება. ყველაზე იოლი “პროფესია”, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არანაირი გზის გავლა არ სჭირდება, არის “პატრიოტობა”.

თუ “უძველესი პროფესიის” წარმომადგენელი ხარ, მაგრამ არავის სჭირდები და “სამუშაოს” მოკლებული ხარ, არსებობს მეორე “პროფესია” _ “პატრიოტობა”. ამისთვის ქუჩაში უნდა გამოხვიდე ან ტელეეკრანზე გამოჩნდე და საათობით ილაპარაკო, რომ პროფესიონალიც ხარ, პროგრესულიც და სამშობლოსთვის თავდადებული მგზნებარე “პატრიოტიც”.

ვაკის პარკის გაშენება ჩემი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო _ გასული საუკუნის 50-იან წლებში. იმხანად სტუდქალაქში ვცხოვრობდი და სტუდენტები ხშირად ვატარებდით დროს მშენებარე პარკის ახალდარგულ ხეებსა და ყვავილებში. ამ ადგილს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ დიდი სამამულო ომის მონაწილეები, რომლებიც რეაბილიტაციას გადიოდნენ _ დაჭრილ ფეხებს ავარჯიშებდნენ ან ნატყვიარებს იშუშებდნენ, ამიტომაც დაერქვა მას გამარჯვების პარკი. შემდეგ კი მისი სახელი იმითაც განმტკიცდა, რომ რუსეთის შორეული რაიონიდან იქ გადაასვენეს უცნობი ჯარისკაცის ნეშტი. ძაძებში გახვეული მრავალი დედა მინახავს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დამხობილი _ თავისი შინმოუსვლელი შვილის საფლავად თვლიდა ამ ადგილს. სანამ ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა, თბილისის გამარჯვების პარკი 9 მაისს მართლაც და გამარჯვებისა და ზეიმის ადგილად იყო გადაქცეული. 9 მაისი იყო ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივნის _ ვასილ მჟავანაძისთვის ზეიმის, სიხარულის, თავის თანამებძოლებთან დროსტარებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების დღე; შემდეგი 9 მაისი, დღე იმ ვეტერანების მოგონებისა, რომლებიც ერთი წლის შემდეგ 9 მაისს ვეღარ დაესწრნენ. ასე გაგრძელდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. ვიდრე საბჭოთა კავშირის სათავეში საერთაშორისო იმპერიალიზმის დაქირავებული აგენტი გორბაჩოვი არ მოვიდა. ახლა ხომ საარქივო მასალებით მტკიცდება, რომ მთავარი დისიდენტი საბჭოთა კავშირში იყო იური ანდროპოვი, რომელიც მსოფლიოს დასანახავად ისე იქცეოდა, როგორც პირველი კომუნისტი, ისიც ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ანდროპოვის ბარტყი იყო მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც ქვეყნის გასაყიდად პარტიულ ასპარეზზე გამოიყვანა.

„უკვდავი პოლკი“ აშშ-ში
„უკვდავი პოლკი“ აშშ-ში

ნამუსგარეცხილო და სინდისგაყიდულო ლიბერასტებო! რა უფლებით ან რა ნამუსით შემოდიხართ გამარჯვების ვაკის პარკში, ის ხომ იმ რაინდებისთვის გაშენდა, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და მის ერთიანობას? თქვენ ხომ სამშობლოს გამყიდველები ხართ? კომუნისტური სიმბოლიკა დიდი სამამულო ომის სიმბოლიკა, სტალინური სიმბოლიკა ხომ ჩვენი, ომგამოვლილი თაობისთვის, გამონაკლისის გარდა, სიწმინდეა?! რატომ ეხებით ჩვენს სიწმინდეებს? ჩვენ, გამარჯვების პარკისა და საბჭოთა ჯარისკაცის საფლავის პატივისმცემლები, როდის შემოგივარდით თქვენს საროსკიპოებში, როდის დავარღვიეთ თქვენი მყუდროება?! თქვენ ხომ 33 ვერცხლზე თუ დოლარზე გაყიდული თახსირი პიროვნებები ხართ, საკუთარი სხეულისა და სამშობლოს გამყიდველები?!

საბჭოთა კავშირში ყველა ხალხისა და ქვეყნის მიერ ამქვეყნიურ სამოთხედ წოდებული იყო ორად ორი რესპუბლიკა _ უკრაინა და საქართველო. დღეს კი ქართველები ყველაზე უმადურ, უცოდინარ და ამპარტავან ხალხად ვართ წარმოჩენილი მსოფლიოში. დღევანდელი საქართველო და ქართველი ხალხი რაც არის, ამას ყველა ხედავს და ამ ჭაობში, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ამ ამყრალებულ გუბეში ჩვენზე არანაკლებ აყიყინდა მრავალმილიონიანი უკრაინაც. სწორედ ამ ორ ქვეყენაში სძულთ სტალინი ყველაზე მეტად. ქართველების მესმის, მათ არ უყვარდათ გორგასალი, დავითი, თამარი, სააკაძე, ერეკლე, ილია და გასაკვირი არ არის, რომ არ უყვართ თვისტომი სტალინი. სტალინის დრო მაშინ დასრულდა საქართველოში, როდესაც მაღალი თანამდებობის ქართველი კაცი (უპრიანი იქნება, კაცყოფილი ვუწოდოთ) პირველად შედგა ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე და ტუჩებზე პომადა წაისვა, დღეს კი მისი გამზრდელები მორალს უკითხავენ ქართველ ახალგაზრდობას. რას ერჩის სტალინს უკრაინელი ხალხი, რომელსაც ევროპაში უდიდესი და უმდიდრესი სახელმწიფო შეუქმნა თავისი სამხედრო პოტენციალით? წყეულიმც იყოს უმადური უკრაინელი და ქართველი კაცი! ახლა კი უნდა მოგიყვეთ ვინ იყო სტალინი უკრაინელი მშრომელებისა და არაუკრაინელი ფაშისტებისათვის.

9 მაისი საფრანგეთში
9 მაისი საფრანგეთში

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ უკრაინის რადამ უარი განაცხადა, ეცნო საბჭოთა მთავრობა და საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლის გზას დაადგა. ლენინი უძლური იყო უკრაინელების მოთხოვნების წინაშე და მან რამდენიმე კომპრომისული ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო და რადაც დასავლეთის გავლენითა და მათი ინტერესების სასარგებლოდ, უფრო და უფრო ღრმად შედიოდა საბჭოეთთან კონფლიქტში. ათასი ჯურის, ბაზრისა თუ მადნის მაძიებელნი პოზიციებს იმაგრებდენ და ქვეყანა თანდათან ეშვებოდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსში. 1917 წლის მაისში ტურუხანსკში ტუსაღის ნარზე წამოწოლილი სტალინი, ჩაფიქრებული გაჰყურებდა ეზოს ძაღლს. ცხოველი ლოკავდა ჯამს, რომლიდანაც ეს-ეს იყო სტალინმა პატიმრის ულუფა მიიღო. გაივლის ექვსი თვე და რევოლუციაში გამარჯვებული უჭკვიანესი და უშიშარი კობა, საქვეყნოდ აღიარებული სტალინი, 12 დეკემბერს ხელში აიღებს უკრაინის საკითხს და იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას უკრაინის რადის წინააღმდეგ: “უკრაინის რადასთან ურთიერთობის გამწვავების დღიდან, ამხანაგი უკრაინელებისგან მრავალი რეზოლუცია და წერილი მომდის რადასთან კონფლიქტის საკითხზე, ამიტომ გადავწყვიტე, გამოვყო მათგან ისეთი საკითხები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება და პასუხი გავცე ისე გარკვევით, რომ საეჭვო არაფერი დარჩეს. ეს საკითხები ყველასათვის ცნობილია:

1 როგორ წარმოიშვა კონფლიქტი;

2 რა პუნქტების გამო წარმოიშვა კონფლიქტი;

3 რა ზომებია საჭირო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად,

4 ნუთუ დაიღვრება მოძმე ხალხების სისხლი.

ქართველი ვეტერანები
ქართველი ვეტერანები

უწინარესად, უნდა აღინიშნოს ინფორმაციების ერთგვარი აღრევა უკრაინელი ამხანაგების მხრიდან. რადასთან კონფლიქტს ისინი ზოგჯერ ისე ხატავენ, როგორც კონფლიქტს უკრაინელ და რუს ხალხებს შორის. მაგრამ ეს სწორი არ არის. უკრაინელ და რუს ხალხებს შორის კონფლიქტი არ არის და არც შეიძლება იყოს. თავიანთი საარსებო ინტერესებისთვის ბრძოლაში მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ კონფლიქტი. რა თქმა უნდა, მშრომელთა მტრებისთვის ხელსაყრელია რადასთან კონფლიქტი წარმოადგინონ რუსი და უკრაინელი ხალხების კონფლიქტად, ვინაიდან საკითხის ასე წარმოდგენით ყველაზე ადვილი იქნება, ერთმანეთს მიუსიონ მონათესავე ხალხთა მუშები და გლეხები, ამ ხალხების მჩაგვრელთა სასიხარულოდ. კონფლიქტი წარმოიშვა არა რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის, არამედ სახალხო კომისართა საბჭოსა და რადის გენერალურ სამდივნოს შორის. რა საკითხზე წარმოიშვა კონფლიქტი? ამბობენ, რომ კონფლიქტი წარმოიშვა ცენტრალიზმისა და თვითგამორკვევის საკითხზე, რომ სახალხო კომისართა საბჭო არ ანებებს უკრაინერლ ხალხს, საკუთარ ხელში აიღოს ძალაუფლება და თავისუფლად განსაზღვროს თავისი ბედი. მართალია თუ არა ეს? _ არა, არ არის მართალი. სახალხო კომისართა საბჭო სწორედ იმას ცდილობს, რომ მთელი ძალაუფლება უკრაინაში ეკუთვნოდეს უკრაინელ ხალხს, ესე იგი უკრაინელ მუშებსა და ჯარისკაცებს, გლეხებსა და მატროსებს. საბჭოთა ხელისუფლება, ე.ი., მუშათა და გლეხთა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა ხელისუფლება უმემამულეებოდ და უკაპიტალისტებოდ _ სწორედ ეს არის სახალხო ხელისუფლება, რომლისთვისაც იბრძვის სახალხო კომისართა საბჭო. გენერალურ სამდივნოს არ სურს ასეთი ხელისუფლება, ვინაიდან არ სურს, დარჩეს მემამულეებისა და კაპიტალისტების გარეშე. აი ამაშია საკითხის არსი და არა ცენტრალიზმში. სახალხო კომისართა საბჭო თავიდანვე იდგა და კვლავაც დგას თავისუფალი თვითგამორკვევის თვალსაზრისზე. მას, იმის საწინააღმდეგოც კი არაფერი აქვს, რომ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოიყოს. მან ეს რამდენჯერმე განაცხადა ოფიციალურად. მაგრამ, როცა ხალხის თვითგამორკვევას კალედინის თვითმპყრობელობაში ურევენ, როცა რადას გენერალური სამდივნო ცდილობს, კაზაკთა გენერლების კონტრევოლუციურ თარეშში სახალხო თვითგამორკვევის გამოხატულება წარმოადგინოს _ სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია, არ შენიშნოს, რომ გენერალური სამდივნო თვითგამორკვევობას თამაშობს და ამ თამაშით ფარავს თავის კავშირს ალექსეი კალედინისა (თეთრგვარდიელი გენერალი _ გ.ო.) და მიხეილ როძიანკოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხთა თვითგამორკვევას, მაგრამ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ თვითგამორკვევის დროშით, კონტრაბანდულად გააპარონ თვითმპყრობელობა ალექსეი კალედინისა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვდა, სისხლში ჩაგვეხრჩო ფინეთი. ამბობენ, რომ კონფლიქტი წარმოიშვა უკრაინის რესპუბლიკის საკითხზე, რომ სახალხო კომისართა საბჭო არ ცნობს უკრაინის რესპუბლიკას. მართალია თუ არა ეს? _ არა, არ არის მართალი. სახალხო კომისართა საბჭომ ოფიციალურად ცნო უკრაინის რესპუბლიკა უკრაინელთა პეტროგრადის შტაბისადმი “ულტიმატუმსა” და “პასუხში”. იგი მზად არის, ცნოს რუსეთის ყოველი ნაციონალური ოლქის რესპუბლიკა, თუ ეს ამ ოლქის მშრომელ მოსახლეობას სურს. იგი მზად არის, ცნოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფედერაციული წყობა, თუ ამას რუსეთის ოლქების მშრომელი მოსახლეობა მოისურვებს. მაგრამ, როცა სახალხო რესპუბლიკას კალედინის სამხედრო დიქტატურაში ურევენ, როცა რადის გენერალური სამდივნო ცდილობს, რესპუბლიკის ბურჯების როლში წარმოგვიდგინოს მონარქისტები, კალედინი და როძიანკო, სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია არ თქვას, რომ გენერალური სამდივნო რესპუბლიკობანას თამაშობს და ამ თამაშით ფარავს თავის დამოკიდებულებას ჯიბესქელ მონარქისტებთან. ჩვენ უკრაინის რესპუბლიკის მომხრე ვართ, მაგრამ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ რესპუბლიკის დროშით დაფარონ ხალხის დაუძინებელი მტრები, მონარქისტები _ კალედინი და როძიანკო. ლაპარაკობენ იმის საჭიროებაზე, რომ სახალხო კომისართა საბჭო შეუთანხმდეს რადის გენერალურ სამდივნოს. განა ძნელი მისახვედრია, რომ ამჟამინდელ გენერალურ სამდივნოსთან შეთანხმება კალედინსა და როძიანკოსთან შეთანხმებაა? განა ძნელი მისახვედრია, რომ სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია თვითმკვლელობა ჩაიდინოს. იმისათვის კი არ დაგვიწყია ჩვენ რევოლუცია მემამულეებისა და კაპიტალისტების წინააღმდეგ, რომ იგი ჩამომხრჩობ კალედინთან კავშირით დავამთავროთ. იმისათვის კი არ ღვრიდნენ სისხლს მუშები და ჯარისკაცები, რომ სამოწყალოდ დანებდნენ ალექსეევებსა და როძიანკოვებს. ორში ერთია: ან რადა გაწყვეტს კავშირს კალედინთან, ხელს გაუწოდებს საბჭოებს და გზას გაუხსნის რევოლუციურ ჯარებს დონის კონტრევოლუციური ბუდის წინააღმდეგ, _ და მაშინ უკრაინისა და რუსეთის მუშები და ჯარისკაცები დაძმობილების ახალი აზვირთებით განამტკიცებენ თავიანთ რევოლუცვიურ კავშირს; ან რადა არ მოისურვებს კალედინთან კავშირის გაწყვეტას, გზას არ გაუხსნის რევოლუციურ ჯარებს, _ და მაშინ რადის გენერალური სამდივნო მიაღწევს იმას, რის მიღწევასაც ამაოდ ცდილობდნენ ხალხის მტრები, ე.ი., მოძმე ხალხთა სისხლის დაღვრას. რადა ეყრდნობა იმ პრინციპს, რომ ძალაუფლება გაიყონ, ერთი მხრივ, ბურჟუაზიამ, ხოლო, მეორე მხრივ, პროლეტარიატმა და გლეხობამ. საბჭოები კი ასეთ გაყოფას უარყოფენ და ძალაუფლებას აძლევენ ხალხს უბურჟუაზიოდ. ამიტომაა, რომ რადა ლოზუნგს “მთელი ძალაუფლება საბჭოებს” (ე.ი., ხალხს) უპირისპირებს თავის ლოზუნგს _ “მთელი ძალაუფლება ქალაქისა და ერთობის თვითმმართველობებს” (ე.ი., ხალხსა და ბურჟუაზიას). სახალხო კომისართა საბჭოს არ შეუძლია, ხელი აიღოს კალედინის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კალედინის კონტრევოლუციური ბუდე უნდა დაინგრეს. ეს გარდაუვალია. თუ რადამ ხელი შეუშალა ჩვენს ქმედებას კალედინის წინააღმდეგ და თავისი ზურგით დაიფარა იგი, მაშინ კალედინის წინააღმდეგ მიმართული დარტყმები რადას მოხვდება. სახალხო კომისართა საბჭო არ მოერიდება გადამწყვეტ ბრძოლას რადის წინააღმდეგ, ვინაიდან მისთვის საიდუმლოება არ არის, რომ რადას ფარული კავშირი აქვს კალედინთან. სახალხო კომისართა საბჭოს ხელში ჩაუვარდა დაშიფრული დეპეშა, რომლიდანაც ირკვევა, რომ, უკრაინის რადა უშუალოდ დაკავშირებულია საფრანგეთის მისიასთან, რათა გაზაფხულამდე გააჭიანუროს ზავის დადება საფრანგეთის მისიის მეშვეობით კალედინთან. ეს კავშირი მიმართულია ზავისა და რევოლუციის წინააღმდეგ, ეს კავშირი უნდა დაირღვეს და დაირღვევა კიდეც. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ მკაცრ პოლიტიკას ვაწარმოებთ რადის წინააღმდეგ. მაგრამ სწორედ ამ მკაცრმა პოლიტიკამ აუხილა თვალი უკრაინელ მუშებსა და გლეხებს, გამოააშკარავა რადის ბურჟუაზიული არსი. ეს ჩანს თუნდაც დეპეშიდან იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიქმნა უკრაინის ახალი რევოლუციური ხელისუფლება, რომელიც ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მოქმედებს ბურჟუაზიული რადის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, შევეხოთ “ჩვენი მოკავშირეების” სამხედრო მისიების ქცევას, მათი როლი საკმაოდ არის გამოკვეთილი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ “მოკავშირეთა” მოძალადურ წამოწყებას ჩაშლის რუსეთის ხალხთა ბრძოლა დემოკრატიული ზავისთვის, მისიებს ისე უჭირავთ თავი, თითქოს ცენტრალურ აფრიკაში იყვნენ. მაგრამ “მოკავშირენი” მალე დარწმუნდებიან, რომ რუსეთი ცენტრალური აფრიკა არ არის… აქ ჩვენ უმთავრესად გვაინტერესებს ის არასახარბიელო როლი, რომელიც რადამ იკისრა. მე ხშირად მომმართავენ ამხანაგი უკრაინელები შეკითხვით: რა არის რადა? მე ვუპასუხებ: რადა, ან უფრო ზუსტად, მისი გენერალური სამდივნო არის მთავრობა სოციალიზმის მოღალატეებისა, რომლებიც მასების მოსატყუებლად თავს სოციალისტებს უწოდებენ, სწორედ ისე, როგორც მთავრობა კერენსკისა და სავინკოვისა, რომლებიც აგრეთვე სოციალისტებს უწოდებენ თავს. რადა, ან უფრო სწორად, მისი გენერალური სამდივნო ბურჟუაზიული მთავრობაა, რომელიც ინგლისსაფრანგეთის კაპიტალისტებთან შეკავშირებული იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რადის მთავრობა დამხობილი იქნება უკრაინის მუშებისა და ჯარისკაცების ძალისხმევით. ბურჟუაზიული გაზეთები გამალებით ავრცელებენ ხმებს თითქოსდაიწყო მოლაპარაკება რადასა და სახალხო კომისართა საბჭოს შორის”.

გრიგოლ ონიანი

(დასასრული შემდეგ ნომერში)

2 COMMENTS

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მამუკა ჯაფარიძე6 Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here