Home რუბრიკები ისტორია სტალინი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო

სტალინი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო

5361
სტალინი და თანამედროვე ქართული სახელმწიფო

ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, დღემდე ვერ შედგა. ეროვნულ მუხტზე მოსული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, დღემოკლე გამოდგა და ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან მიტინგებიდან კაბინეტებში შესული ხალხი, ბუნებრივია, ქვეყნის მართვის რთულ მექანიზმს სწრაფად ვერ დაეუფლებოდა. ამას გარდა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას აკლდა ის ძირითადი რამ, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

ქვეყნის მართვის სათავეში მობრუნებული ედუარდ შევარდნაძე თავისი ინსტინქტითა და ცხოვრების განვლილი გზის დიდი გამოცდილებით უდავოდ ძლიერი შემსრულებელი და პასუხისმგებლობის პრინციპული დამცველი გახლდათ. ის ფლობდა სოციალისტური საქართველოს მართვის ხერხებსა და მეთოდებს, ამასთანავე, მას იფარავდა და მის უსაფრთხოებას იცავდა ძლევამოსილი წითელი დროშა.

საკავშირო მთავრობაში შევარდნაძის გაბრწყინება ეჭვგარეშეა, მის ნიჭზეც იყო დამოკიდებული, მაგრამ წარმატების მთავარი არგუმენტი რაღაცის შეცვლა იყო. მუდამ მოღუშული ანდრეი გრომიკოს შემდეგ ღიმილიანი და იუმორით სავსე შევარდნაძე სრულიად ახალი ანეკდოტი გახლდათ იმ დახავსებულ ანეკდოტებს შორის, რომლებზეც უკვე აღარავის ეცინებოდა.

დამოუკიდებელი პატარა ქვეყნის პირველკაცობა კი შევარდნაძისთვის ძნელი აღმოჩნდა, ზვიად გამსახურდიას მმართველობის შედეგები არაფრით განსხვავდება შევარდნაძის ბალანსირებული და ორსახოვანი ხელმძღვანელობის შედეგებისგან. მათ ერთი და იგივე შეცდომები დაუშვეს თავიანთი ცოდნიდან თუ უცოდინარობიდან გამომდინარე. რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლებას, შემადგენლობით ის ფაშიზმის იდენტურია, თვითონ კი ფიურერს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ ჰიტლერი ჭკვიანი იყო, მისი მთავრობა კი _ გონიერი ადამიანებით სავსე.

რა აახლოებს და აშორებს ამ ორ ძალას ერთმანეთისგან?

ჰიტლერი ანგლოსაქსებმა შექმნეს, როგორც უსამა ბინ ლადენი. ანგლოსაქსების დაინტერესება ჰიტლერით იმან გამოიწვია, რომ რუსი და გერმანელი ხალხების ისტორიულ და ხანგრძლივ მეგობრობას არ გამოეწვია ორი გიგანტის _ სტალინისა და ჰიტლერის გაერთიანება და დამეგობრება, რომლის წინაშეც უსუსური იქნებოდა სრულიად მსოფლიო. პირველი შიში ანგლოსაქსებს განაცდევინა “ავრორას” გასროლამ, რუსეთი არა ლენინისა და ტროცკის, არამედ სტალინის გზას დაადგა. შეშინებულმა მსოფლიომ შექმნა ანტანტა, რომელსაც ჩერჩილმა შესაფერისი სახელი შეარქვა _ “თორმეტთა შემოსევა”.

ინტერვენცია, რომელიც შემდგომ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, წარმატებით დასრულდა. რუსეთი დადგა “ვით გოდოლი შეურყეველი” (ლ. ასათიანი).

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია
ედუარდ შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძე
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

1933 წელს გერმანიის ხელისუფლებაში ნაციონალსოციალისტების მოსვლის შემდეგ გერმანიარუსეთის მეგობრობა უფრო განმტკიცდა. სწორედ ამ მომენტიდან იწყებენ ანგლოსაქსები კაციჭამია ვირთხების გამოყვანას.

სააკაშვილმა ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიპოვა, რამაც ხალხში შემზარავი შიში გააჩინა. მისი მჭექარე, გაბედული გამოსვლები მოწმობდა, რომ ქვეყნაში ახალი ძალა წამოვიდა. პრეზიდენტ შევარდნაძის კორტეჟის არგატარება, მისი თაბაშირის ფიტულის გადმოგდება თბილისის მერიის მესამე სართულიდან და ქვაფენილზე ფიტულის დანაწევრებული ნაწილების ხალხის მიერ დატაცება არ იყო კუდიანი ვარსკვლავის ნამოქმედარი, მის უკან უდიდესი ძალა იდგა, ისეთი ძალა, როგორიც ჰიტლერს ედგა უკან, როდესაც მან ქვეყანა მარშით შემოიარა და ყველა ბუფერულ სახელმწიფოს თოფი ააღებინა ხელში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

1943 წელს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ პატრონები, რომ მათმა ფავორიტმა ჩაისვარა სტალინგრადთან, თვითონაც წიხლით შედგნენ, გასრისეს და მიწასთან გაასწორეს თავიანთი აღზრდილი.

ანგლოსაქსებმა ზვიად გამსახურდია მამის რომანებიდან ვერ გამოიყვანეს, ატომის ეპოქაში გვიანფეოდალური ხანის უფლისწულის მიერ ქვეყნის მართვა სრულიად მიუღებლად მიიჩნიეს და გააქრეს. ბევრის მნახველ და ბევრი როლის შემსრულებელ შევარდნაძეს ვერ გაარისკვინეს რუსეთთან შებრძოლება, ბევრი უჩიჩინეს: სტალინის მიერ აშენებული ქვეყანა ისევ სტალინის სისხლმა და ხორცმა უნდა დაანგრიოსორუსეთი კი დაინგრა, მაგრამ საქართველოს ამით არაფერი ეშველა, პირიქით _ დაიქცა და გაპარტახდა, მოთამაშე პრეზიდენტი კი თამაშგარეში დარჩა.

მეტისმეტმა მხარდაჭერამ სააკაშვილი უფრო გააგიჟა და თავისი სიგიჟით ჰიტლერიც კი უკან ჩამოიტოვა. “ყველანი ციხეში!” _ ტრიბუნაზე შეშლილი სახით იდგა და კოშმარული სიზმრის გმირს ჰგავდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში განათლების ნგრევის პროგრამას მინისტრადწოდებული სანტექნიკოსი კახა ლომაია ახორციელებდა, მსოფლიოში ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარებულ საქართველოში ვიღაც შადმან ვალავი ვაზის აჩეხვაში ფულს იძლეოდა, ლაითურის ჩაის მეურნეობაში კი, სადაც ყველა სამუშაო 100%-ით მექანიზირებული იყო, ჩაის პლანტაციებს ბენზინს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.

საერთოდ, როგორ ვართ, თუკი ამას ყოფნა ჰქვია.

და ვიღაც დამთხვეული დღეს კვლავ ცდილობს ხალხის გაბრიყვებასა და ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ხევსური სახალხო მთქმელი ივანე წიკლაური, რომლის სიბრძნეს ვერ შესწვდება ბევრი ჩვენი სახელმოხვეჭილი მელექსე, თავის ერთ ლექსში “რამ დამაბერა?” წერს:

რამ დამაბერა? _ ცუდი ცხოვრების წასვლამ და არ მოსვლამ უკეთისამან”.

ახლა კი დღევანდელი ხელისუფლების შესახებ.

ბატონო ბიძინა! ვინ ამბობს, რომ თქვენ უკეთესი არ ხართ წასულ ხელისუფლებაზე? _ უკეთესი ხართ, გაცილებით უკეთესი, მაგრამ ის არ ხართ, ვინც უნდა იყოთ. თქვენ სახელმწიფოს ვერ აშენებთ, რადგან ეგ საქმე არ იცით, ამ საქმეზე არ გიმუშავიათ.

თქვენ, ბატონო ბიძინა, ახლობლები და კარგის მსურველები აიძულეთ, თქვენი მტრის გვერდით დამსხდარიყვნენ, თქვენ საწინააღმდეგოდ. არ გეგონოთ, ნიშნის მოგებით ვწერდე. მე თქვენ გვერდით ვიქნები და ვიბრძოლებ, სანამ უკანასკნელი ნაციონალი იბოგინებს ქვეყანაში.

ახლა კი უნდა მოგახსენოთ, როგორ წარმოედგინა სტალინს სახელმწიფო და მისი სტრუქტურა:

“სახელმწიფოს ძირითად საკითხს წარმოადგენს ძალაუფლების საკითხი.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქმე განისაზღვრება ან ძალაუფლების აღებით, ან მისი მოპოვებით? არა, არ ნიშნავს. ძალაუფლების მოპოვება _ ეს მხოლოდ საქმის დასაწყისია. დამხობილი ხელისუფლება, მრავალი მიზეზის გამო, კიდევ დიდხანს რჩება მის დამამხობელზე ძლიერი, ამიტომ საქმე ისაა, რომ შენარჩუნებულ იქნას ძალაუფლება, განმტკიცდეს იგი და გახდეს უძლეველი. რა არის საჭირო, რომ მიღწეულ იქნას ეს მიზანი? ამისათვის აუცილებელია შესრულდეს სამი ძირითადი ამოცანა, რომლებიც გამარჯვებულის წინაშე დგას “მეორე დღესვე”:

1.დაითრგუნოს დამნაშავე ხელისუფლების ყოველგვარი ცდა ძალაუფლების დასაბრუნებლად;

2.დაიწყოს მშენებლობა საზოგადოების შესაკავშირებლად და მუშაობა წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ აღიკვეთოს ყველა მცდელობა დაშვებული შეცდომების კვლავ გამეორებისათვის;

III. ფორმაციიდან ფორმაციაზე გადასვლა _ ეს არ არის ხანმოკლე პერიოდში გასავლელი გზა, ეს ხანგრძლივ და მტკიცე ხასიათის თანმიმდევრულ შრომასა და ბრძოლას მოითხოვს და, სანამ არ დასრულდება, დამარცხებულს ყოველთვის აქვს რევანშის სურვილი. პირველი სერიოზული მარცხის შემდეგ, დამხობილი ხელისუფლება, რომელიც არ ელოდა დამარცხებას და რომელსაც არ სჯეროდა და აზრადაც არ მოსდიოდა, გაათკეცებული ენერგიით, გახელებით, გაასკეცებული სიძულვილით ებმება ბრძოლაში წართმეულისამოთხისდასაბრუნებლად თავისი ოჯახებისთვის, რომლებიც ასე ტკბილად ცხოვრობდნენ, ახლა კიარამზადა მდაბიო ხალხიუქადის განადგურებას. დიახ, მათ შეუძლიათ, დაუბრუნდნენ თავიანთ სამოთხეს, ვინაიდან დამხობის შემდეგ იგი კიდევ დიდხანს რჩება მის დამამხობელზე უფრო ძლიერი.

რა არის დამხობილი ხელისუფლების ძლიერების წყარო?

  1. საერთაშორისო კაპიტალი, რომელშიც დიდია დამხობილი ხელისუფლების წილი;
  2. დამხობის შემდეგ კიდევ დიდხანს რჩება მრავალი ფაქტობრივი უპირატესობა: მათ რჩებათ ფული (ფულის მოსპობა ერთბაშად შეუძლებელია), მოძრავი ქონება, ხშირად მნიშვნელოვანიც: ურთიერთკავშირი, ორგანიზაციისა და მართვა-გამგეობის გამოცდილება, მართვა-გამგეობის “ყველა საიდუმლოებათა” (ჩვეულებების, ხერხების, საშუალებების შესაძლებლობა) ცოდნა; უფრო მაღალი განათლება, კავშირი ტექნიკურად უფრო მაღალ პერსონებთან, კავშირი სამხედროებთან და მაღალ წრეებთან;
  3. ბოლოს სტალინი მარქსს იმოწმებს და ამბობს; “თქვენ უნდა გადაიტანოთ სამოქალაქო ომისა და საერთაშორისო ბრძოლების 15-20-50 წელიწადი, არა მხოლოდ იმისათვის, რომ არსებული ურთიერთობა შეცვალოთ, არამედ იმისთვის, რომ თვითონაც გარდაიქმნათ და გახდეთ პოლიტიკური ბატონობის უნარის მქონენი”.

სახელმწიფო არის მანქანა, გაბატონებული კაცის ხელში თავისი კლასობრივი მტრების წინააღმდეგობის დასათრგუნავად”, _ ასკვნის სტალინი.

ასე ყოფილა, ასე არის და ასე იქნება მომავალშიც.

გრიგოლ ონიანი

3 COMMENTS

  1. ძალიან კარგადაა თქმული, კარგად არის გატარებული ანალიზი. და ყველაფერს მიეცა შეფასება გონივრულად.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Этери Сурмава Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here