Home სხვადასხვა დაიჯესტი სომხური და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიას იყოფენ. მათ გერმანელები ხელს ვერ უშლიან

სომხური და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიას იყოფენ. მათ გერმანელები ხელს ვერ უშლიან

862

გერმანული პოლიცია და სპეცსამსახურები, წლებია, ებრძვიან ეთნიკურ კრიმინალს _ ქვეყანაში მოქმედებს ათეულობით ბანდა თურქეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, მაგრამ ბოლო წლებში გერმანელები ახალი საფრთხის წინაშე დადგნენ. ეს არისკანონიერი ქურდებისბანდები დსთის ქვეყნებიდან. სომხებისა და ჩეჩნების კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალურ სფეროს იყოფენ.

ეთნიკური კრიმინალი სერიოზული პრობლემა იყო და დღესაც რჩება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის: მტკიცე ნათესაური კავშირები, ჩაკეტილობა და ნაციონალური თავისებურებები ორგანიზებული დანაშაულების ჩამდენი დაჯგუფებების ჩამოყალიბების საფუძველს ქმნიან. ამ პრობლემას გასული საუკუნის დასაწყისში შეეჯახა ამერიკა, ახლა კი ევროპამ გამოსცადა ეთნიკური კრიმინალის ყველა “მშვენიერება”. გამონაკლისი არ არის გერმანია: იქ, დიდი ხანია, მოქმედებენ ორგანიზებული დანაშაულის თურქული, ახლოაღმოსავლური და ჩრდილოაფრიკული ბანდები, მაგრამ ბოლო წლებში გერმანიის კრიმინალური სამყარო ახალი მოთამაშეებით შეივსო: ახლა გავლენის სფეროებსა და შავი ბაზრებიდან შემოსავლებს ჩეჩნური და სომხური კლანები იყოფენიდუმალი” “კანონიერი ქურდებისხელმძღვანელობით. რამდენიმე ხმაურიანი გარჩევისა და თავხედური დანაშაულის შემდეგ ამ კლანების სპეცსამსახურები დაინტერესდნენ. გამოძიება საერთაშორისო სკანდალით დასრულდა _ დამნაშავეები ერთმანეთის მიყოლებით დაუსხლტნენ ხელიდან კანონს.

ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა თავიანთი ქსელი გერმანიაში ფართოდ გაშალეს

27 ნოემბერს ტელეკომპანია Mitteldeutscher Rundfunk Thuringen-მა გამოაქვეყნა შედეგები გამოძიებისა, რომელიც ჩატარდა ტიურინგიაში კავკასიური მაფიის წინააღმდეგ. ჟურნალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში აანალიზებდნენ სისხლის სამართლის საქმეების 58 ათას გვერდს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფედერალურ მიწაზე, რამდენიმე ათეული წელია, მოქმედებენ სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც თავიანთი ორგანიზაციული სტრუქტურით ჰგვანან იტალიურ მაფიოზურ კლანს. უფრო მეტიც, ეს კრიმინალური სტრუქტურები, რომელთა უმრავლესობა ერთმანეთს მტრობს, სრულიად გერმანიაში საქმიანობენ (ცნობილია, რომ გერმანიის, სულ ცოტა, 6 რეგიონში) და ურთიერთქმედებენ საფრანგეთში, ბელგიასა და სომხეთში მცხოვრებ თავიანთ ნათესავებთან _ მოკავშირეებთან.

გერმანელმა პოლიციელებმა გაარკვიეს, რომ ეს დანაშაულებრივი დაჯგუფებები ფულს გამოიმუშავებენ სხვადასხვა, მაგრამ, როგორც წესი, უკანონო მეთოდით _ ალკოჰოლის კონტრაბანდისა და ტოტალიზატორებში ფსონების დადებით დაწყებული, ყალბი ფულის მოჭრითა და ნარკოტიკების ვაჭრობით დამთავრებული.

სომხეთის ელჩი გერმანიაში აშოტ სმბატიანი
სომხეთის ელჩი გერმანიაში აშოტ სმბატიანი

სომხურმა დაჯგუფებებმა პოლიციის ყურადღება კრიმინალური გარჩევების, დანით დაჭრისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების ატეხვის შემდეგ მიიპყრეს. როგორც გაირკვა, კონკურენტები გავლენის სფეროსა და კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შემოსავალს იყოფდნენ. მასმედია იუწყებოდა, რომ პოლიციელები ერთმანეთის მიყოლებით აკავებდნენ ამ დაპირისპირებების მონაწილეებს და მალე გამოიტანეს დასკვნა, რომ დაკავებულთა შორის ძალიან ბევრია ერთმანეთის ნათესავი. მოგვიანებით ამ ნათესაური კავშირებით სერიოზულად დაინტერესდნენ.

გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური უწყების (BKA _ ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიუროს გერმანული ანალოგი) გამოძიება სომხური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გამოძიებაში ჩართული იყვნენ რეგიონული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ინტერპოლის თანამშრომლები და საგარეო დაზვერვის თანამშრომლებიც კი.

როგორც წლის დასაწყისში გაზეთი Tagesspiegel-ი იუწყებოდა, წინასწარ განსახილველად გაიგზავნა 14 საქმე, რომლებშიც მონაწილეობდა 42 პირი. შუალედური შედეგების შეჯამებისას გამოძიებისა, რომელიც დაიწყო 2014 წელს, BRA-ს თანამშრომლებმა გერმანელ საზოგადოებას აცნობეს, რომ შეეჯახნენ გერმანელებისთვის უჩვეულო და პარადოქსულ მოვლენას სახელწოდებით “კანონიერი ქურდები”.

მათი განყოფილებების ქსელი გავრცელებულია სრულიად ქვეყანაში. განყოფილებას, როგორც წესი, მეთაურობს .. ავტორიტეტი. ამავტორიტეტს”, თავის მხრივ, ჰყავს თავისი უფროსი _ “კანონიერი ქურდი”, რომელიც ხშირად არის საზღვარგარეთ”, _ განაცხადა MDR-ის ეთერში ჟურნალისტმა ალექს ჰემერლინგმა.

უჩვეულო ტერმინმა ისე “აღაფრთოვანა” გერმანელი პოლიციელები, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ეთნიკური დაჯგუფებების საწინააღმდეგო ოპერაციას დაარქვეს FATIL (Figt against thieves in Law), რაც ასე ითარგმნება _ “ბრძოლა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ”.

კრიმინალური ქსელი

ამ ბრძოლას ძალიან ართულებს ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების კავშირები ძალიან ფართოა _ MDR-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ძალოვანებმა დაითვალეს 670-დან 900-მდე ადამიანი, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული “კანონიერ ქურდებთან”. შედარებით ეფექტიანია დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილებზე, მაგრამ ამ ქსელს მთავარი მმართველები ხელმძღვანელობენ საზღვარგარეთიდან და სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაფანტულნი.

გამოძიება მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და მის შესახებ მხოლოდ ერთი წლის წინათ შეიქნა ცნობილი _ პირველი წერილი დაიბეჭდა 2018 წლის ნოემბერში, იმხანად ქვეყანაში გაისმა BKA-ს თანამშრომლების ხმა. სომხური მაფია მართლაც არსებობს, _ მოჰყავდა ციტატა გაზეთ შპიგელ, _ მას აქვს უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები და თავისი არსებობით ხიფათს უქმნის სამართლებრივ სახელმწიფოს”.

MDR-ისა და Spigel-ის ჟურნალისტებმა სომხური მაფიის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით მოამზადეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ნათლიები გერმანიაში: სომხური მაფია და კანონიერი ქურდები”, მაგრამ ეს ფილმი ეკრანებზე არ გაუშვეს. სასამართლოს მიერ ფილმის აკრძალვის მიზეზი იყო საერთაშორისო სკანდალი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

როგორც Tagesspigelის ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, ჯერ კიდევ 2017 წელს სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მოაწყო შეხვედრა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან. საუბარი კონფიდენციალური იყო, მაგრამ ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ სომეხ დიპლომატს სურდა გამოძიებაში მონაწილეობა და დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის ეჭვის აცილება. მოგვიანებით გაჩნდა ამ მოსაზრების ირიბი მტკიცებულებაც. როგორც გაირკვა, სმბატიანი დახმარებას სთავაზობდა გამომძიებლებს, მაგრამ BKA- გააფრთხილა კოლეგები: ელჩთან თანამშრომლობაუკიდურესად არარეკომენდებულია”. ამ მომენტში სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ ორგანიზებული დანაშაულის ბერლინში მოქმედ სომხურ დაჯგუფებას. სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ბერლინშია და სპეცსამსახურის წევრები ეჭვობდნენ, რომ საელჩოს თანამშრომლები კრიმინალებთან იყვნენ დაკავშირებულნი, თუმცა სომხური მაფიის საქმეში არც ერთი სომეხი დიპლომატი არ ფიგურირებდა.

ჩეჩნური დაჯგუფება  GUERILLA NATION VAYNAKH
ჩეჩნური დაჯგუფება GUERILLA NATION VAYNAKH

მრავალმიზნიანი საწარმო

პროექტი FATIL-ი 2018 წლის ბოლოს დაიხურა. ძალოვან უწყებას არ ჰყოფნიდა კადრები და ფინანსები იმისთვის, რომ განეგრძო ბრძოლა ასეთ დეცენტრალიზებულ სტრუქტურასთან. “კანონიერი ქურდებისთვის” ბრალის წასაყენებლად საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოახერხეს, მაგრამ გამოძიების მსვლელობისას გახსნეს არაერთი დანაშაული, რომლებიც მიუთითებს, რა ფართოდ გაშალა საქმიანობა სომხურმა მაფიამ.

2018 წელს ესპანეთში დაიწყო სომხეთის მოქალაქეების დაპატიმრებების სერია: 140 კაცი დააპატიმრეს იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის, ფულის გათეთრებისა და აზარტული თამაშების არაკანონიერად ორგანიზების ბრალდებით. მანამდე გერმანიაში 31 წლის გერმანელსა და დანაშაულებრივ კლანებთან დაკავშირებულ 26 წლის სომეხს გასაყიდად გამზადებული 35 კგ მარიხუანა ჩამოართვეს. გამოძიების დაწყებისთანავე გაირკვა, რომ სომხური მაფია ავითარებს ურთიერთობებს ანალოგიურ სტრუქტურებთან ევროპაში. 2014 წლის თებერვალში იტალიის ქალაქ ნეაპოლში პოლიციელებმა გაჩხრიკეს გერმანულნომრიანი შავიმერსედესი”, რომელშიც ისხდნენ 1 რუმინელი, 2 იტალიელი და 1 სომეხი გერმანიიდან _ ერთერთი კრიმინალური ოჯახის წევრი. მათ უპოვეს ჩანთა ყალბი ბანკნოტებით _ 124 ათასი ევროთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ იტალიელები კალაბრიული სახიფათო კრიმინალური დაჯგუფებანდრანგეტისწევრები იყვნენ, პოლიციის მიერ ნაპოვნი ყალბი ბანკნოტები კი დაბეჭდილი იყო იმ ჩარხზე, რომელზეც გერმანიის ქალაქ ერფურტში ნაპოვნი ყალბი ფულის პარტია. ტიურინგიის ამ ქალაქზე მიუთითებდა ავტომობილის ნომერიც _ იქვე იყო ჩამორთმეული ზემოაღნიშნული მარიხუანა. სწორედ ერფურტის ინციდენტით დაიწყო საერთაშორისო გამოძიება 2014 წელს.

ავტორიტეტებისშეხვედრა

გერმანია მოიარა ინფორმაციამ ერფურტის სათამაშო სახლში ატეხილი სროლის შესახებ: ვიდეო, რომელზეც ასახული იყო, როგორ გამორბიან შავთმიანი მამაკაცები შენობიდან და ერთმანეთს პისტოლეტებიდან ესვრიან, ყველა დიდმა მედიასაშუალებამ აჩვენა. გამომძიებლების თქმით, სროლა ატყდა იმის გამო, რომ სომხების ჯგუფს ერფურტიდან ბერლინში მცხოვრები თანამემამულეების 100 ათასი ევროს ვალი ჰქონდა. და ბერლინელი სომხები ერფურტში ჩავიდნენ ფულის მოსათხოვად. საიდან იშოვეს ეს ფული ან რისთვის დახარჯეს, ჯერჯერობით უცნობია, ისევე, როგორც სისხლიანი გარჩევის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა.

სომხურ კლანებს შორის მტრობის მიზეზების შესწავლისას პოლიციელებმა მიაკვლიეს კავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლებს. როგორც გაირკვა, იმ მომენტისთვის სომხები, უკვე რამდენიმე წელია, თანამშრომლობდნენ ჩეჩნებთან, ზოგჯერ კი მტრობდნენ. ისინი ერფურტის ინციდენტშიც მონაწილეობდნენ. MDRსა და SPIGELის გამოძიების მონაცემებით, სათამაშო სახლთან სროლის შემდეგ გერმანიაში შეიძლებოდა დაწყებულიყო ნამდვილი ომი კრიმინალურ ოჯახებს შორის, მაგრამ ორივე მხარის ავტორიტეტები ერთმანეთს შეხვდნენ უცნობიდაღესტნელი პოლიტიკოსისთანდასწრებით და სისხლის ღვრა თავიდან აიცილეს.

MDR-მა შეძლო, არა მხოლოდ გაერკვია აღნიშნული შეტაკების მიზეზი (ვერ გაიყვეს ავტონაწილების უკანონო გაყიდვის ბაზარი), არამედ ინტერვიუც კი ჩამოართვა ერთ-ერთს, ვინც ინციდენტისას დაიჭრა. ჩეჩნეთში დაბადებულმა ადამ ზაკაევმა განაცხადა, რომ ძრწოლვით იგონებს იმღამინდელ მოვლენებს, მაგრამ არ ახსოვს, რის გამო დაიწყო კონფლიქტი და რაზე მსჯელობდნენ. ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ შემოსავალს იღებდა მხოლოდ ლეგალური ბიზნესიდან და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირი არ ჰქონდა.

მთიელები

ასეთივე პასუხი ჰქონდათ მათაც, ვინც აღბეჭდილია 2017 წელს გადაღებულ ფოტოზე, ჯანიან ახალგაზრდა ბიჭებს დაჯგუფება GUERILLA NATION VAYNOKH-დან (“ვაინახების პარტიზანული ნაცია”), რომლებიც პოზირებენ ბრანდერბურგის კარიბჭის ფონზე.

ბოლო პერიოდში გერმანელი პოლიციელები აღნიშნავენ განსაკუთრებულ საფრთხეს ჩრდილოკავკასიელების დაჯგუფებებისგან (გერმანიაში მცხოვრები ჩრდილოკავკასიელების 80% ჩეჩენია). ჯერ კიდევ 2017 წელს, ბერლინში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ატეხილი სროლის შემდეგ, რომელშიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ჩეჩნები Gუერილლა Nატიონ Vაყნოკჰ-ის დაჯგუფებიდან, გერმანული მედიასაშუალებები ალაპარაკდნენ მათზე, როგორც “ახალ ძალაზე დამნაშავეთა სამყაროში”.

BKA-ს ანგარიშების თანახმად, ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფებები გარეულნი არიან აკრძალული ნივთიერებებისა და იარაღით ვაჭრობაში, ქურდობასა და გამოძალვაში.

დამნაშავეები უსაფრთხოების საკითხებს ძალიან სერიოზულად უდგებიან. ამა წლის მაისში ცნობილი შეიქნა, რომ ჩეჩნებმა პოლიციის განყოფილებების, სპეცრაზმისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფის შტაბბინებთან დააყენეს მზვერავები: კლანის წევრები უთვალთვალებდნენ ძალოვანებს და გამუდმებით მორიგეობდნენ, რათა საქმის კურსში ყოფილიყვნენ მათი ქმედებების შესახებ. სამართალდამცველი ორგანოების შეშფოთებას იწვევს, აგრეთვე, კავკასიის რესპუბლიკებიდან იმიგრანტების მჭიდრო კავშირები კრიმინალურ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან: საეჭვო პირებიდან, რომლებმაც ძალოვანთა შემოწმება გაიარეს, ყოველი მესამე ინტეგრირებული იყო, როგორც დანაშაულებრივ, ისე ისლამისტურ ორგანიზაციაში.

ჩეჩნები მიეჩვივნენ არსებობას სახელმწიფოს სამართლებრივი ველის გარეთ _ და ეს ეხება არა მხოლოდლ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, არამედ კანონმორჩილ ჩეჩნებსაც. როგორც ბრანდენბურგის ფედერალური მიწის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ-ჰაინც შრეტერმა გამოცემა “დოიჩე ველეს” განუცხადა, ისინი კრიტიკულ ვითარებაში მიმართავენ არა პოლიციას, არამედ თანამემამულეებს.

კონფლიქტის შემთხვევაში შეუძლიათ, სწრაფად შეკრიბონ ბევრი ნათესავი და ნაცნობი, ხოლო საკამათო საკითხებს წყვეტენ უხუცესთა საბჭოს და არა სასამართლოს მეშვეობით.

ასეთი მტკიცე ტრადიციული კავშირების გამო ჩეჩნები დომინირებენ შავი ბაზრის ბევრ სექტორში. ამასთანავე, განსხვავებით სომხებისგან, რომელთა პირველი თაობა გერმანიაში თურქეთიდან გაიქცა XX საუკუნის დასაწყისში, ჩეჩნები სიამოვნებით ურთიერთქმედებენ თურქების ბანდებთან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ავითარებენ თავიანთ არალეგალურ ბიზნესს გერმანიაში.

თურქების გარდა, გერმანიის სამართალდამცველ ორგანოებს უწევთ ბრძოლა სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებთანაც, რომლებმაც დიდი ხნის წინათ დაამყარეს მტკიცე კავშირები. იმ მომენტში, როცა ცნობილი შეიქნა სომხური კრიმინალური სტრუქტურების არსებობის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია კოკაინით მოვაჭრე თურქულ-იტალიური სინდიკატის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე: იმხანად დააპატიმრეს 84 ეჭვმიტანილი და მათ ჩამოართვეს ნარკოტიკის უზარმაზარი პარტია (1,8 ტონა).

გერმანიაში, თურქული და იტალიური კრიმინალური კლანების გარდა, მოქმედებენ ლიბანური, ქურთული, ავღანური და ვიეტნამური დაჯგუფებებიც, მაგრამ მათთან გერმანელებს, უკვე დიდი ხანია, საქმე მოგვარებული აქვთ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა განუხრელად მცირდება. აი “კანონიერ ქურდებსა” და დსთ-ის ქვეყნებიდან გამოსულ სასტიკ ადამიანებს კი გერმანელები ცოტა ხნის წინათ შეეჯახნენ. გამოძიება სომხური და ჩეჩნური კლანების წინააღმდეგ გრძელდება და მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ იქნება ცნობილი, შეძლებს თუ არა გერმანიის სახელმწიფო ახალი, უცნობი მოწინააღმდეგეების დამარცხებას, შეძლებენ თუ არა კავკასიელები სსრკ-ის ნანგრევებში მიღებული გამოცდილების წარმატებით გამოყენებას.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here