Home სხვადასხვა დაიჯესტი სირცხვილი ვერ აიტანა და თავი მოიკლა

სირცხვილი ვერ აიტანა და თავი მოიკლა

721
სირცხვილი ვერ აიტანა და თავი მოიკლა

შოტლანდია: 2 შვილის 27 წლის დედამ ჯენა ჯონსონმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც იგი კოლექტიურად გააუპატიურეს, _ იუწყება ბრიტანული ტაბლოიდი The Sun.

დანაშაული შარშან დეკემბერში მოხდა. ახალგაზრდა დედა ნარკოტიკებით გააბრუეს, შემდეგ კი “წრეზე დაატრიალეს” _ მოძალადეებმა რიგრიგობით გააუპატიურეს მისსავე სახლში. ეს მოხდა ჰაილენდის ოლქის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ თარსოში. ეს შემზარავი ამბავი ქალმა მხოლოდ თავის უახლოეს ნათესავებს გაანდო. პოლიციისთვის არ მიუმართავს, _ მოძალადეები დაემუქრნენ, რომ აქტის ვიდეოჩანაწერს სოცქსელებში გაავრცელებდნენ, თუ ინფორმაცია პოლიციელების ხელში აღმოჩნდებოდა.

ვერ გეტყვით, ეს იყო შანტაჟი თუ ბოროტემოქმედნი მხოლოდ დასცინოდნენ მას, მაგრამ ჯენი გადაირია, შეეშინდა, რომ დაკარგავდა თავის შვილებს, რომლებისთვისაც თავშეწირული იყო, _ უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის დამ ქელსი ჯონსონმა, _ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა”.

მეგობრებმა სამართალდამცველებს მოძალადეების გვარები აცნობეს. გაირკვა, რომ ისინი ადრეც იყვნენ შემჩნეული სხვადასხვა სახის დანაშაულში.

პოლიციაში გვაცნობეს, რომ ვერავითარი ვიდეოჩანაწერი ვერ იპოვეს. ვერგახსნესჯენის ტელეფონი, რადგან ვერ გაშიფრეს პინკოდი”, _ თქვა ქელსიმ.

იძულებული ვიყავი, დამესაფლავებინა ჩემი შვილი მისი დაბადების დღიდან ორი კვირის შემდეგ. ჩვენი ცხოვრება უწინდელი აღარ იქნება, გამოცარიელდა”, _ განაცხადა გაუბედურებულმა დედამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here