Home სხვადასხვა დაიჯესტი სიმართლე არ არის, ობიექტურობა მოკვდა. ამერიკული მასმედიის კატასტროფა

სიმართლე არ არის, ობიექტურობა მოკვდა. ამერიკული მასმედიის კატასტროფა

1160
სიმართლე არ არის, ობიექტურობა მოკვდა. ამერიკული მასმედიის კატასტროფა

გაზეთნიუიორკ თაიმსშიცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა ამერიკელი სენატორის, ტომ კოტონის, სტატია. რამდენიმე დღის წინათ კი, 8 ივნისს, თვალსაზრისის განყოფილების რედაქტორი _ ჯეიმს ბენეტი, რომლის ხელშეწყობითაც ზემოაღნიშნული სტატია გამოქვეყნდა, გაზეთის კოლექტივმა აიძულა, რედაქცია დაეტოვებინა.

რაზე წერდა რესპუბლიკელი სენატორი? უწინარესად, იმაზე, რომ, როდესაც დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ მართულ შტატებსა და ქალაქებში პოლიცია უძლურია, შეაჩეროს დარბევები, ძარცვა-გლეჯა და მაროდიორობა (იმიტომ, რომ ამის უფლებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აძლევს), იქ ჯარი უნდა შეიყვანონ.

ქალაქ ნიუიორკს, რომელიც საშინლად დაარბია და გაანადგურა ბრბომ (რომელშიც შავკანიანებთან ერთად თეთრი ამერიკელებიც იყვნენ), სწორედ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები მართავენ. ზემოაღნიშნული გაზეთიც დემოკრატებს ეკუთვნით, ისე, როგორცვაშინგტონ პოსტიდა კიდევ რამდენიმე ოდესღაც პატივსაცემი გამოცემა.

რისთვის სცემდნენ ადრე ამ გამოცემებს პატივს? ბევრი იმისთვის, რომ ისინი გარკვეულწილად იცავდნენ ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპს.

სახელდობრ, იმას, რომ ფაქტები უნდა ყოფილიყო ფაქტები, თუმცა როგორ უნდა შეირჩეს საჭირო ფაქტები და დაიმალოს არასასიამოვნო _ ეს თამაშები ბევრმა იცის; მიმომხილველთა და სხვა ავტორების აზრები კი უნდა იყოს მათი აზრები. თანაც, სასურველია, იყოს სხვადასხვა, ხოლო მკითხველმა თვითონ უნდა გამოიტანოს დასკვნები.

ეს საბაზისო პრინციპია ჟურნალისტისთვის, თუმცა, როგორ იყენებდნენ ამ პრინციპს, სხვა საქმეა. ეს პრინციპი რატომღაც იდეალის სახით არსებობდა: ის ნიშნავდა, რომ არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის სიმართლე, იგივე რეალობა. მედიასაშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ეს სიმართლე მიიტანონ ნებისმიერ ადამიანამდე, მოსწონს თუ არა ის ჟურნალისტს, ანუ რეპორტიორი ვალდებულია, იყოს ობიექტური და თავისი იდეები მკითხველს (მაყურებელს) თავს არ მოახვიოს.

ტომ კოტონი
ტომ კოტონი
ჯეიმს ბენეტი
ჯეიმს ბენეტი

რაც შეეხება იდეებს, ისინი ცალკე არიან. აზრთა სხვადასხვაობა ნებისმიერი ადამიანისთვის განათლების მიღების გაგრძელებაა: ცხოვრება რთულია, ადამიანები განსხვავდებიან, უნდა გაეცნო მათ იდეებს და გამოიმუშავო შენი. და ახლა ნიუიორკ თაიმსისჟურნალისტები აღტაცებით ყვებიან, როგორ გაუსწორდნენ ჯეიმს ბენეტს. გაირკვა, რომ ყველაფერი დაიწყო 2014 წელს ფერგიუსონში მომხდარი დარბევებისა და ამბოხების პერიოდში. იქ იმხანად, აგრეთვე, პოლიციელმა მოკლა შავკანიანი მოქალაქე (ის, მინეაპოლისელი ჯორჯ ფლოიდისგან განსხვავებით, რეციდივისტი არ ყოფილა, არც ნარკომანი) და გაზეთში დაიწყო შავკანიანი რეპორტიორების ბუნტი _ გაგვიშვით პოლიციელების სისასტიკისა და შავკანიანთა მრისხანების გასაშუქებლად. არ გაუშვეს, არ მისცეს ვითარების გამწვავების საშუალება, თუმცა რაც სურდათ, ყველაფერს აკეთებდნენ სოციალურ ქსელტვიტერისმეშვეობით, ანუ ებრძოდნენ თავიანთ გამოცემას.

ახლაც ანალოგიური რამ ხდება, ოღონდ 10-ჯერ უფრო დიდი მასშტაბით. ბენეტის დევნაში მონაწილეობდა გაზეთის ათასამდე თანამშრომელი და ამას ისინი თავიანთი რედაქტორების დავალებით არ აკეთებდნენ. “ნიუ-იორკ თაიმსი” (The New York Times) სულცბერგერების დინასტიის კუთვნილებაა, მაგრამ გაზეთის წერილებიდან ჩანს, რომ სხვადასხვა ფერის კანის მქონე რეპორტიორებმა აიძულეს მფლობელები, არა მხოლოდ დაეთხოვათ ბენეტი, არამედ დაფიქრებულიყვნენ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე. აი სადამდე მივიდა იმ ადამიანების დევნა, რომლებიც საერთო აზრს არ ეთანხმებიან ან ნეიტრალურ პოზიციაზე არიან.

ცვლილებები გაზეთში? მეტი ცვლილება რაღა უნდა იყოს _ ეს ხომ დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიური შტაბია და ყოველდღე ცდილობს რესპუბლიკელების, მათი იდეოლოგიის განადგურებას, რაც პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის არჩევისთანავე დაიწყო? ამ პროპაგანდისტული საშინელების წაკითხვა შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ _ ასიდან ერთ შემთხვევაში _ სხვა ამერიკიდანაც ქვეყნდებოდა აზრი.

და აი ტომ კოტონიც გამოჩნდა. საზოგადოდ, ის მმართველი პარტიის წარმომადგენელია, მაგრამ, როცა ამერიკის მეორე ნახევარი ისე ფიქრობს, როგორც კოტონი, დემოკრატებმა, სულ ცოტა, ოპონენტების არგუმენტები მაინც ხომ უნდა გაითვალისწინონ? თუმცა უკვე აღარ უნდათ, უფრო მეტიც _ აღარ შეუძლიათ.

ბენეტის საწინააღმდეგო ჟურნალისტურმა მოძრაობამ კი ეს ასე ახსნა: კოტონის თვალსაზრისის გამოქვეყნებამსაფრთხე შეუქმნა გაზეთის თანამშრომლების სიცოცხლეს” _ გვცემენ. ეს მიუთითებს ორი ამერიკის ურთიერთსიძულვილზე. ისინი ცხოვრობენ ორ შეურიგებელ რეალობაში. ამ ორი რეალობიდან ერთში არ შეიძლება თქვა, რომ მინეაპოლისელი ფლოიდიანგელოზი არ იყო”, და ბევრი სხვა რამ. საშუალო პოზიცია არ გამოდის.

გაზეთში ძალაუფლება ხელთ იგდეს დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა და მათმა აუდიტორიამ. სხვათა შორის ანალოგიური რამ ხდება დემოკრატების სხვა წამყვან სამ გაზეთში, რომლებშიც ხმას აკმენდინებენ და ანადგურებენ ნებისმიერს, ვინც სიტყვას დაძრავს მიუკერძოებლობასა და ჭეშმარიტებაზე. თუმცა ისიც არავინ უნდა იფიქროს, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერ მედიაში სრული მიუკერძოებლობა და ჭეშმარიტების ძიებაა.

როდის დაიწყო ეს ყველაფერი? აი რა თქვა გორდონ საუტერმა _ არხ CBS News-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა: “რაღაცის გაკეთება უკვე 35 წლის წინათ იყო გვიან. მედიასაშუალებები ან ერთ მხარეს იყვნენ, ან მეორე”.

“თქვენ ვისთან ხართ, კულტურის ოსტატებო?” _ ჰკითხა 1932 წელს მაქსიმ გორკიმ ამერიკელ ჟურნალისტებს მათი წერილის საპასუხოდ (ჩვენ ხომ ვთანხმდებით, რომ ჟურნალისტები, თუნდაც თეორიულად, კულტურის სფეროს მიეკუთვნებიან?!). ეს იყო ძალიან ჭკვიანური, ძალიან ძლიერი წერილი, რომლის წაკითხვაც ახლაც სასარგებლო იქნება: იქ ბევრი რამ არის ნათქვამი სიძულვილსა და შეურიგებლობაზე, ისევე, როგორც რასიზმზე მსოფლიოში.

გორკის ნათქვამის მთავარი აზრი, რომელიც სათაურში აისახა, იყო ასეთი: კლასობრივი მახასიათებლების მქონეთა გარდაუვალი ფიზიკური შეტაკების გარდა, პროლეტარიატის გამარჯვების გარდა, მსოფლიოს ვერაფერი გაათავისუფლებს სიძულვილისგან”. ინტელიგენტებმა, კულტურის ოსტატებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას _ ვისთან არიან? ისინი უნდა იყვნენკულტურის შავი მუშები სიცოცხლის ახალი ფორმების შესაქმნელად”.

ეს სტატია შემდეგ არა აშშ-ში, არამედ სსრკ-ში კლასიკად იქცა მათთვის, ვინც ამბობდა: კულტურის ოსტატები, მათ შორის, ჟურნალისტები, ვალდებულნი არიან, ემსახურონ წინასწარ მოცემულ მართებულ იდეას. ისინი, ვინც ამას არ აკეთებს… “არამართებულ” იდეებს 1930-იან წლებში, საუკეთესო შემთხვევაში, არ ამჩნევდნენ. მედიასაშუალებების ობიექტურობა, სიმართლის ძიება? უკვე ნაპოვნია, სხვა რამ საჭირო არ არის. აი ამერიკაც მივიდა ამ წერტილამდე, ისე, რომ 100 წელიც არ გასულა.

Ria.ruზე გამოქვეყნებული დიმიტრი კოსირევის მასალის მიხედვით მოამხადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here