საფრანგეთის ელჩმა კიევში იზაბელ დიუმონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში განიხილეს უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი. ამის მიზეზად დასახელდა უმაღლეს რადაში განსახილველად შეტანილი კანონპროექტი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის შეზღუდვის შესახებ.
მისი აზრით, ინიციატორებს კარგად ჰქონდათ შეგნებულიმ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ რეაგირებას მოახდენდა ამგვარ ღონისძიებებზე.
“ხელისუფლების ეს ხელმძღვანელები ღირსნი არ არიან იმ უკრაინელებისა, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს უკრაინის მომავალს”, _ დასძინა დიუმონმა და განმარტა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება რიგით უკრაინელებს დაარტყამს.
“სე ლა ვი _ ასეთია ცხოვრება”, _ დაასკვნა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს განსახილველად შესთავაზეს კანონპროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტს შეეძლება, უნდობლობა გამოუცხადოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობას. ამან აღაშფოთა ევროკავშირი.