Home სხვადასხვა დაიჯესტი სექსუალური მხეცი: გამჟღავნდა ვაინშტაინის მოძალადეობის დეტალები

სექსუალური მხეცი: გამჟღავნდა ვაინშტაინის მოძალადეობის დეტალები

3175
სექსუალური მხეცი: გამჟღავნდა ვაინშტაინის მოძალადეობის დეტალები

გრძელდება სასამართლო პროცესი ფილმების _ “კრიმინალური საკითხავი”, “შეყვარებული შექსპირიდა სხვა სურათების პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის საქმეზე. მას ბრალდებად მსახიობი ქალების გაუპატიურება აქვს წაყენებული. იგი ჰოლივუდში დიდი გავლენის მქონე ბოსი იყო, რაც თავისი სექსუალური აღგზნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენა.

22 იანვარს ახალი დეტალები გამჟღავნდა. მორიგ სასამართლო პროცესზე საოლქო პროკურორის თანაშემწე მეგან ჰასტმა ვაინშტაინს უწოდა “სექსუალური მხეცი, რომელიც ქალებს უყურებდა, როგორც პაიკებს, საკუთარი ვნების დასაკმაყოფილებლად”.

“ეს ადამიანი არა მხოლოდ ჰოლივუდის ტიტანი იყო, არამედ მოძალადეც, რომელმაც ეს ქალები იხმარა, ხოლო შემდეგ, როცა მათ უარი თქვეს მისი სურვილების დაკმაყოფილებაზე, გართობის ინდუსტრიაში თავისი გავლენა და პრესტიჟი გამოიყენა  და ხმა ჩააკმენდინა”, _ ციტირებს თჰე შუნ პროკურორის შეფასებას.

იუწყებიან, რომ ერთ-ერთი შემთხვევისას ვაინშტაინი ისე უხეშად მოიქცა, რომ მსხვერპლს ტანზე ჯინსი შემოახია. ქალიშვილის ბარძაყებზე სისხლიანი ნაკაწრების კვალი დარჩა. თავის გასამართლებლად მოძალადემ დაზარალებულს განუცხადა: “შენ მე ისე აღმაგზნე, რომ თავი ვეღარ შევიკავე”.

სასამართლო პროცესზე გაიხსენეს სერიალ “სოპრანოს კლანის” ვარსკვლავ ანაბელა შიორის გაუპატიურების ფაქტიც. ჰარვი მას თავს დაესხა 1990-იანი წლების შუაში მანჰეტენში ერთად ვახშმობის შემდეგ. ქალიშვილი ეწინააღმდეგებოდა და სთხოვდა, თავი დაენებებინა. რომელიღაც მომენტში, როგორც იგი ამბობს, შეწყვიტა წინააღმდეგობა იმ იმედით, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა”. პროდიუსერმა, როგორც პრესა ირწმუნება, მასთან ორალური სექსის იძულებითი აქტი განახორციელა, რომლის შემდეგ ქალიშვილმა “გონება დაკარგა”.

ვაინშტაინის კიდევ ერთი მსხვერპლია პროდიუსერის თანაშემწე მირიამ ჰეილი. 2006 წელს ჰოლივუდელმა ბოსმა იგი ორჯერ გააუპატიურა: ერთხელ ნიუ-იორკში, თავის ბინაში, მეორედ _ სასტუმროს ნომერში. ქალმა აღიარა, რომ პროდიუსერმა იგი მორალურად გააუბედურა. “იგი სირცხვილის, მარტოობისა და უსუსურობის განცდამ დათრგუნა. ჰარვი ვაინშტაინი ყველაფერია, მირიამ ჰეილი _ ნული”, _ ხაზგასმით განაცხადა პროკურორმა.

დასასრულ, 67 წლის ვაინშტაინს ჩვენების მიცემა არ შეუძლია _ ცუდად არის და ძლივძლივობით გადაადგილდება. თუ პროდიუსერი საქმეს წააგებს, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here