Home ახალი ამბები საქართველო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ყოველწლიურად ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტი ოდენობის პრემია-დანამატს...

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ყოველწლიურად ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტი ოდენობის პრემია-დანამატს იღებდა

ეკატერინე სისაური

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ეკატერინე სისაურს, დანიშვნიდან დღემდე, ყოველწლიურად ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტი ოდენობის პრემიადანამატი აქვს აღებული.

ახალი ამბების სააგენტო “აქცენტის” მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს ეკატერინე სისაურმა ხელფასის სახით 27 256 ლარი აიღო, პრემია _ 12 160 ლარი, ხოლო დანამატი _ 40 800 ლარი.

2016 წელს მის მიერ ხელფასად აღებულმა თანხამ 32 640 ლარი შეადგინა, რასაც პრემია 11 005 და დანამატი 48 960 ლარი დაემატა.

2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით კი სისაურმა ხელფასად 24 480 ლარი აიღო, პრემია – 2720, ხოლო დანამატი 36 720 ლარი.

ეკატერინე სისაური 2017 წლის 3 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ პარიზსა და ქალაქ ლევილში, ლევილის მამულის “ქართული აკადემიის” მმართველი საბჭოს ფარგლებში დაგეგმილ სხდომაზე დასასწრებად და ხარჯმა 3531,20 ლარი შეადგინა.

2017 წლის 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით იგი მივლინებაში იმყოფებოდა ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ _ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე ხელის მოსაწერად. მივლინების ყველა ხარჯი მიმღებმა მხარემ აანაზღაურა.

3 COMMENTS

  1. შეიძლება ხელფასზე დანამატი ხელფასზე მეტი იყოს? მითუმეტეს ორჯერ მეტი? ეს ხომ აფსურდია! იმედია ფინანსთა ახლი მინისტრი სამართლიან რეგულაციებს შემოიღებს პრემია–დანამატების დანიშვნის საქმეში.

  2. განა შეიძლება ხელფასზე დანამატი ხელფასზე მეტი იყოს? თანაც ორჯერ მეტი? ეს ხომ აბსურდია! იმედია ფინანსთა ახალი მინისტრი სამართლიან რეგულაციებს დააწესებს პრემია–დანამატების გამოყენების საქმეში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here