Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფო და სისხლიანი ფული

სახელმწიფო და სისხლიანი ფული

“ამერიკული ტერორის ბატონობა: ხალხი იმკის იმას, რასაც თესავს”, ანუ როგორ უჭერს მხარს იან კელის მთავრობა ტერორიზმს

1802
ამერიკის დროშა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 მაისს გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებითდასავლური საფრთხეები საქართველოსთვისსამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის საელჩოს მძევალია და ამერიკის ელჩი საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა: “ამერიკის ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულისლამური სახელმწიფოსმებრძოლ ტერორისტებს შეხვდა.

რისთვის? იმისთვის, რომ კერებს ქმნის იქ”, _ განაცხადა წითელაშვილმა და დასძინა, რომ უნდა მოხდეს იმ პროცესებისა და ვალდებულებებისთვის ხელის შეშლა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის გაუქმების გამო აქვს ევროპული ქვეყნებისა და აშშის წინაშე აღებული, ხოლო რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ კი ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას ასე უპასუხა: “პანკისის ხეობაში ვიყავი ერთხელ და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ალბათ, სულ რაღაც, ნახევარი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი იქ. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებული. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველოს განვითარებას. საზოგადოდ, ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”.

იმის წარმოსაჩენად, როგორ ებრძვის აშშ-ის მთავრობა “ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”, გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი იურისტისა და პუბლიცისტის, რეზერფორდის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის _ ჯონ უ. უაიტჰედის სტატიას “ამერიკული ტერორის ბატონობა: ხალხი იმკის იმას, რასაც თესავს” (America`s Regn of Terror: A Nation Reaps what it Sows), რომელიც რეზერფორდის სახელობის ინსტიტუტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტრესურს Global Reserch-ის ვებგვერდებზე ამა წლის 16 მაისს გამოქვეყნდა. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ბრალდება, რომელიც ტრისტან წითელაშვილმა წაუყენა აშშ-ის ელჩს, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაშიც ჯონ უ. უაიტჰედი აშშ-ის ხელისუფლებას ადანაშაულებს:

“საგარეო საფრთხეებისგან დაცვის საშუალებები ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით ტირანიის იარაღი”, _ ამბობდა აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი ჯეიმს მედისონი.

* ვინ შექმნა მავნე პროგრამა, რომელმაც მსოფლიოში ათასობით კომპიუტერი დააზიანა და რომლის გასაუვნებლადაც ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ? _ აშშის მთავრობამ.

* ვინ არის შავ ბაზარზე კიბერიარაღის უდიდესი შემსყიდველი და ვინ იმარაგებს კიბერიარაღს? _ აშშის მთავრობა.

* რომელ ქვეყანას აქვს მასობრივი განადგურების იარაღის ერთ-ერთი დიდი არსენალი? _ აშშ-ს.

* რომელი ქვეყანა ამზადებს იარაღს ყველაზე დიდი რაოდენობით და რომელი ქვეყანაა იარაღის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში? _ აშშ.

* რომელია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ატომური იარაღი გამოიყენა? _ აშშ.

* როგორ შექმნა 1980-იან წლებში სადამ ჰუსეინმა ერაყში ტანკების, თვითმფრინავებისა და რაკეტების უზარმაზარი არსენალი? _ აშშ-ის მთავრობის დახმარებით.

* ვინ უზრუნველყო უსამა ბენ ლადენი და “ალ ქაიდა” “გულუხვი ფარული დაფინანსებითა და უმაღლესი დონის საბრძოლო ტექნიკით”? _ აშშ-ის მთავრობამ.

* რომელ ქვეყანას აქვს უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება პროვოკაციების მოწყობისა მოწყვლადი პირების მიმართ, რომლებსაც კვებავენ პროპაგანდით, ნოუ-ჰაუთი, აძლევენ იარაღს, რათა გადააქციონ ტერორისტებად, შემდეგ კი აპატიმრებენ ტერორიზმთან ბრძოლის გულდასმით დაგეგმილი ოპერაციების ჩარჩოებში? _ აშშ-ს.

* საიდან აქვს ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” ამდენი სახეობის მომაკვდინებელი იარაღი? _ აშშ-ის მთავრობისგან.

* რომელ ქვეყანას აქვს თავის მოქალაქეებზე სახიფათო იარაღისა და ტექნოლოგიების საიდუმლო ტესტირების ისტორია? _ აშშ-ს.

ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ?

აშშის მთავრობა ჩვენ არ გვიცავს ტერორიზმისგან. აშშის მთავრობა ქმნის ტერორიზმს; ის, არსებითად, ტერორიზმის წყაროს წარმოადგენს.

უბრალოდ, დაფიქრდით: მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ნებისმიერი თვითნებობა (ვითომ ჩვენი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის) ხდებოდა რომელიღაც საფრთხის შედეგად, რომელიც ამა თუ იმ სახით შექმნილი იყო ჩვენი მთავრობის მიერ.

კიბერომი, ტერორიზმი, ბიოლოგიური და ქიმიური შეტევები, სწრაფვა ატომური შეიარაღებისკენ, თვალთვალი, ნარკოტიკები _ მაკიაველიზმით განმსჭვალული აშშის მთავრობა თავისი ტოტალური ძალაუფლების გასაფართოებლად თითქმის ყველა შემთხვევაში თესავდა ტერორიზმის მარცვალს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ საქმე არ გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ემსახუროს თავის ხალხს, დაიცვას მისი თავისუფლება და უზრუნველყოს მისი ბედნიერება. ეს ძალიან ჰგავს მაქინაციებს დაუჯერებელი მასშტაბით ამოქმედებული ეშმაკისეული პროგრამისა, რომლის ერთადერთი დანიშნულება არის, მუდმივად (და მომგებიანად) შეინარჩუნოს ძალაუფლებისთვის საჭირო სტრუქტურები.

საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის მთავრობა მრავალი წლის განმავლობაში ქმნის იმას, რასაც ერთმა წყარომ დაზვერვიდან უწოდა კიბერარმია, რომელსაც შეტევის უნარი აქვს. ამ პროგრამის ჩარჩოში სამთავრობო დაწესებულებები აგროვებენ მავნე პროგრამებს, ვირუსებსა და საჰაკერო ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებითაც შეუძლიათმოიპარონ საფინანსო ანგარიშების პაროლები, სმარტფონი გადააქციონ მოსასმენ მოწყობილობად ან, Stuxnetის (კომპიუტერის ვირუსი) შემთხვევაში, საბოტაჟი განახორციელონ ატომურ ელექტროსადგურში”.

და ახლახან ჩვენ შევიტყვეთ, რომ აშშის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო პასუხისმგებელია ბოლო საფრთხეზე _ ვირუს Wannagryზე თუ Wanna Decryptorზე, რომელმაც დააზიანა 57 ათასი კომპიუტერი მსოფლიოში და ავნო ჯანდაცვის სისტემას, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, ლოჯისტიკასა და სახელმწიფო დაწესებულებებს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში. ამ ხნის განმავლობაში მთავრობამ არაერთი გაფრთხილება მიიღო საფრთხის არსებობაზე, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქცია.

ეს ტენდენციად იქცა იმისგან დამოუკიდებლად, რომელი პარტია აკონტროლებს თეთრ სახლს; მთავრობა ქმნის საფრთხეებს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას და შემდგომ, არ აღიარებს რა იმ როლს, რომელიც ითამაშა ამ კონკრეტული საფრთხის გავრცელებაში მოსახლეობის წინააღმდეგ, კიდევ დამატებით ითხოვს უფლებამოსილებებს “ჩვენი, ხალხის”, საფრთხისგან დაცვის მიზნით.

თუმცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი მოწადინებულნი არ არიან, რომ ჩვენ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. მათ სურთ, გვეშინოდეს და მზად ვიყოთ ჩვენი ყველა თავისუფლების გასაცვლელად მათ მოჩვენებით დაპირებაზე უსაფრთხოების შესახებ.

ამერიკელი ხალხი იხდის ხარბი მთავრობის გაუმაძღრობისა და ძალაუფლებისკენ სწრაფვის საფასურს. შედეგად ვიტანჯებით ჩვენ.

ჩვენ გვაიძულებენ ტრილიონობით სისხლიანი ფულის გადახდას სამხედრო კომპლექსისთვის, რომელიც უსინდისოდ კლავს. წელში ვიხრებით ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის, გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ქალაქებისა და შერყეული ეკონომიკის სიმძიმით იმ მომენტში, როცა ჩვენი გადასახადები იხარჯება მდიდრული სამხედრო ობიექტების ასაშენებლად და სხვა ქვეყნების ეკონომიკების მხარდასაჭერად.

ჩვენ წაგვართვეს ჩვენი თავისუფლებები.

სამთავრობო აგენტები ჩვენ წინააღმდეგ ჯაშუშობენ: კითხულობენ ჩვენს საინფორმაციო გზავნილებს, გვითვალთვალებენ გადაადგილებისას, ჩვენი ბიომეტრიული მონაცემები შეტანილია მონაცემების სამთავრობო ბაზაში, გვჩხრეკენ აეროპორტებსა და გზებზე.

ამერიკა არასოდეს იქნება უსაფრთხო, სანამ ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ძარცვას, გაკოტრებას, მკვლელობებს, არასტაბილურობის შექმნას, ამბოხებების დაფინანსებას, მასობრივი განადგურების იარაღის დაგროვებასა და მსოფლიოს გაკონტროლების მცდელობას”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here