Home რუბრიკები ეკონომიკა სახელმწიფოს საშინაო ვალმა 500,4 მილიონი ლარით მოიმატა

სახელმწიფოს საშინაო ვალმა 500,4 მილიონი ლარით მოიმატა

ვალი

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 23,2%-ით მოიმატა _ 500,4 მილიონი ლარით. 2016 წლის მაისის მდგომარეობით, საშინაო ვალის ნაშთი 2 154 757 000 ლარი იყო, 2017 წლის მაისში კი ვალის მოცულობამ 2 655 160 800 ლარს მიაღწია.

საშინაო ვალის მომატება, ძირითადად, სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოცემის შედეგად გაიზარდა. 2016 წლის მაისში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალის ნაშთის მოცულობა 1 995 805 000 ლარს შეადგენდა, 2017 წელს კი _ 2 159 314 800 ლარს. რაც შეეხება სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალის ნაშთს, აქ შემცირების ტენდენცია შეინიშნება. 2017 წლის მაისის მდგომარეობით, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით აღებული ვალის ნაშთი 495 846 000 ლარს შეადგენს, რაც 7 მილიონი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის მაისისთვის სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალის მოცულობა 502 846 000 ლარს შეადგენდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here