საკონსულტაციო ცენტრ PMCG-ის კვლების შედეგების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სამომხმარებლო პროდუქციის ფასები საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 4,6 პროცენტით იმატებდა. ფასების კლება მხოლოდ 2012 წელს აღინიშნა. 2013 წლიდან კი ფასებმა მატება კვლავ განაგრძო.
PMCG-ის კვლევის თანახმად, შარშან დეკემბერში, 2007 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 44,8 პროცენტით გაიზარდა.
“ამ პერიოდში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში _ 90,4%-ით; ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებში _ 78%-ით. ფასების შემცირება აღინიშნება ტანსაცმლის, ფეხსაცმლის (32%) და კავშირგაბმულობის ჯგუფებში (6,8%). საქართველოს ხუთ ყველაზე დიდ ქალაქში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ქუთაისში (52,1%-ით), ხოლო ყველაზე ნაკლებად _ გორში (36,8%-ით)”, _ ნათქვამია კვლევაში.