Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოში ფულადი გზავნილები 145,4%-ით გაიზარდა – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

საქართველოში ფულადი გზავნილები 145,4%-ით გაიზარდა – საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

საქართველოში ფულადი გზავნილები 145,4%-ით გაიზარდა - საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან აპრილში გადმოირიცხა 81,33 მლნ დოლარი, დანარჩენი ქვეყნებიდან კი 112,7 მლნ დოლარი.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • რუსეთის ფედერაცია – 33,347 მლნ დოლარი
  • იტალია – 31,725 მლნ დოლარი
  • აშშ – 24,875 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი – 21,749 მლნ დოლარი
  • ისრაელი – 15,495 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 9,688 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 9,059 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 8,716 მლნ დოლარი
  • გერმანია – 8,707 მლნ დოლარი
  • ესპანეთი – 4,351 მლნ დოლარი

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here