Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთში პედოფილი მღვდლების ათასობით მსხვერპლი აღმოაჩინეს

საფრანგეთში პედოფილი მღვდლების ათასობით მსხვერპლი აღმოაჩინეს

240
საფრანგეთში პედოფილი მღვდლების ათასობით მსხვერპლი აღმოაჩინეს

სექსუალური ძალადობის შემსწავლელმა დამოუკიდებელმა კომისიამ 10 ათასამდე შემთხვევა გამოააშკარავა, _ განაცხადა ამ კომისიის თავმჯდომარე ჟანმარკ სავემ, _ იუწყება France Bleu (“ცისფერი საფრანგეთი”).

კომისიამ 1950 წლიდან დღემდე პერიოდის განმავლობაში აღრიცხა 6,5 ათასი ადამიანი, რომლებიც დათანხმდნენ ჩვენების მიცემას, აგრეთვე ისეთებიც, რომლებმაც წარსულის გახსენება არ ისურვეს. ჩამოთვლილთა შორის არიან გარდაცვლილებიც. ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა კომისიის თხოვნით აღრიცხვა ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით.

ეკლესიაში პედოფილიის პრობლემის გამოძიება დაიწყო რამდენიმე წლის წინათ. შარშანდელი ივნისისთვის ცნობილი იყო მხოლოდ 1,5 ათასი ფაქტი, მაგრამ მაშინვე გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში მოქმედებდა მღვდლების მიერ აწყობილი სექსუალური ძალადობის ფართო სისტემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here