Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთში ვაქცინაციის ცენტრებს არბევენ

საფრანგეთში ვაქცინაციის ცენტრებს არბევენ

326

საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტში აცრის მოწინააღმდეგეები თითქმის ყოველდღე არბევენ კოვიდ-19-ის ვაქცინაციისა და დიაგნოსტიკის ცენტრებს _ ცეცხლს უკიდებენ, ბილწავენ ნაცისტური ლოზუნგებით, უწყვეტენ ელექტროენერგიას.

პოლიცია ვიდეოკამერებით ცდილობს წესრიგის დამრღვევთა დადგენას და დაკავებას, მათ 5-წლიანი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ჯარიმა ელით.

ფოტოზე აღბეჭდილია ვაქცინაციის ერთ-ერთი ცენტრი, რომელიც ვანდალებმა დააზიანეს. ეს ერთი შემთხვევა არ არის. 14 ივლისიდან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა ვაქცინაციისა და დიაგნოსტიკის 20 ცენტრი გაანადგურეს.

შენობების უმრავლესობა დაანგრიეს, ბევრი _ დაწვეს, როგორც, მაგალითად, ფორ-დე-ფრანსეში. ოდენკურში ელექტროენერგიის ხაზები გადაჭრეს და მაცივარი, რომელშიც 3 ათასზე მეტი ვაქცინა ინახებოდა, გათიშეს. პოლიციამ ვიდეოჩანაწერებით ამოიცნო ერთი თავდამსხმელი, დანარჩენებს ეძებენ.

russtan.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here