Home რუბრიკები საზოგადოება სასხვათაშორისოდ

სასხვათაშორისოდ

1165
რამაზ ჯაფარიძე

პროფესიით ეკონომისტი რამაზ ჯაფარიძე, რომელიც ერთ დროს საქრადიოტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელეცენტრის დირექტორის მოადგილედ მუშაობდაშთამომავალია რაჭის თავადთა, დედის _ ნინო გოლოვინას მხრიდან კი გრაფ გოლოვინისა, იმ გოლოვინისა, რომლის სახელსაც ერთ დროს დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი ატარებდა. მოცალეობის ჟამს ზოგჯერ წკიპურტების წერით ერთობა.

როცა ბულბული გაჩუმდა,

ხმა ამოიღო ჭრიჭინამ,

სადაც “ოცნება” დადუმდა,

ვაშაძემ თავი იჩინა.

* * *

ტაქტი ყველაფერს უხდება,

სიტყვას, სიმღერას, საქციელს,

თქვენი სიბრიყვით, ნაცებო,

ქვეყანა ნუ დააქციეთ.

პასუხი მოგეთხივებათ

მიშას წინაშე ქლესობის,

თუ დროზე გონს არ მოეგეთ,

თქვენ იცით, სად რა გესობისთ.

* * *

ბოკერიას ნაცი სული

ყარს თუშური ყველის სუნით,

“ხერხემალი” ციხეშია,

ციხეს ელის “კუდუსუნი”.

* * *

ადანდალი და დანდალი,

ცოტა მუხლების კანკალით

რუსეთთან ომში მივდივარ

ბაქრაძის დანა-ჩანგალით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here