Home სხვადასხვა დაიჯესტი სამხედრო ბაზაზე უბედურება ხდება

სამხედრო ბაზაზე უბედურება ხდება

208
სამხედრო ბაზაზე უბედურება ხდება

აშშში ტეხასის შტატის სამხედრო ბაზა ფორტჰუდიდან 14 რიგითი და ოფიცერი გაყარეს ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო. ეს განაცხადა ქვეყნის სახმელეთო ძალების მინისტრმა რაიან მაკარტნიმ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ღონისძიების ტრანსლაცია მოაწყო ტელეარხმა CBS-მა.

ხელისუფლებამ ობიექტზე სამსახურებრივი გამოკვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შარშან, ივნისში აღმოაჩინეს 20 წლის სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. ეს ახალგაზრდა სამხედრო ნაწილიდან მოულოდნელად დაიკარგა, მაგრამ ამ ფაქტის შესახებ ბაზის ხელმძღვანელობას არ განუცხადებია. შესწავლის პროცესში გამჟღავნდა, რომ მოხდა სექსუალური ძალადობის 93 შემთხვევა, გარდაიცვალა 25 სამხედრო მოსამსახურე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here