Home რუბრიკები ეკონომიკა რუსეთი საექსპორტო ხორბალზე ბაჟის გაზრდასა და „მცურავი“ გადასახადის დაწესებას აპირებს

რუსეთი საექსპორტო ხორბალზე ბაჟის გაზრდასა და „მცურავი“ გადასახადის დაწესებას აპირებს

ხორბალზე მსოფლიო ფასების შემდგომი ზრდის გამო, რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა, ქვეყნიდან ამ მარცვლეულის ექსპორტზე „მცურავი“ გადასახადის გამოთვლის ფორმულას გადახედოს.

“მსოფლიო ფასების, ვთქვათ, ტონაზე 400 დოლარამდე ან მეტად ზრდის შემთხვევაში, “მცურავი” საექსპორტო გადასახადის გამოთვლის ფორმულა მატებისკენ გადაიხედება,“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ მთავრობის სხდომაზე, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ამჟამად, გადასახადი ტონაზე 69,9 დოლარს შეადგენს, რაც, პატრუშევის თქმით, საშუალებას იძლევა, შიდა ფასები მსოფლიო ფასებზე მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე შეინარჩუნონ.

„მომავალი წლის პირველ ნახევარში შიდა ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მარცვლეულის ექსპორტზე სატარიფო კვოტის შემოღებას ვგეგმავთ, რომელიც ხორბლის ცალკე კვოტას ითვალისწინებს,“ – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, კვოტის ოდენობა წლის ბოლოს, მოსავლის დაზუსტებული მოცულობის, ასევე, ივლისი-დეკემბრის სასოფლო-სამეურნეო სეზონზე ექსპორტის ტემპის გათვალისწინებით დადგინდება.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ედუარდ ზერნინი მიიჩნევს, რომ „მცურავი“ გადასახადის გამოთვლის ფორმულის გადახედვა რეალურად სადემპერო ფასის მექანიზმის რეგულირებას ნიშნავს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა დეპარტამენტებთან ერთად, დასწრების პრინციპით მოქმედებს და ამუშავებს სცენარს, რითიც რუსული მარცვლეულის FOB ფასი ტონაზე 400 დოლარს გადააჭარბებს. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისისა და მსოფლიო ბაზარზე მინერალური სასუქების მიწოდების შემცირების პირობებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზოგიერთი ექსპორტიორი ქვეყანა იძულებული გახდეს, მოსავლის პროგნოზი შეამციროს, რაც ძირითად საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულზე, მსოფლიო ფასების ზრდას გამოიწვევს,“ – აცხადებს ზერნინი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here