Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი კავკასიაში ახალ რეალობას ქმნის და სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადისგან ათავისუფლებს

რუსეთი კავკასიაში ახალ რეალობას ქმნის და სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადისგან ათავისუფლებს

539
რუსეთი კავკასიაში ახალ რეალობას ქმნის და სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადისგან ათავისუფლებს

2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა ყარაბაღის საკითხზე.

მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ახალი რეალობის გათვალისწინებით დიდი სატრანსპორტო ჰაბის შექმნა შესთავაზა ამიერკავკასიისა და მცირე აზიისთვის. ლაპარაკი იყო ნახიჩევანისა და მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი ბლოკირებული სატრანსპორტო მაგისტრალების ამუშავებაზე. შედეგად აზერბაიჯანი მიიღებს პირდაპირ სარკინიგზო და საავტომობილო კავშირს ნახიჩევანთან, შემდეგ _ თურქეთთან, სომხეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება რუსეთსა და ირანს. ამით სომხეთი თავს დააღწევს 30-წლიან სატრანსპორტო ბლოკადას.

ამასთანავე, იგეგმება მძლავრი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა მოსკოვსა და ბაქოს შორის, სანქტ-პეტერბურგიდან აზერბაიჯანისა და ირანის გავლით ინდოეთის ოკეანის სანაპირომდე.

tsargrad.TVზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here