Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი და უკრაინა ნავთობის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა ნავთობის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

369
რუსეთი და უკრაინა ნავთობის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

რუსეთმა და უკრაინამ ნავთობის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება 10 წლით გაახანგრძლივეს. კომპანიებმატრანსნეფტმადაუკრტრანსნაფტამუკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის 2030 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

მხარეებმა, აგრეთვე, განაახლეს რიგი დებულებები რეგიონში ნავთობის ტრანსპორტირების კუთხით. აღნიშნულია, რომ ეს მომსახურების ბაზარზე მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა. ამასთანავე, “ტრანსნეფტსა” და “უკრტრანსნაფტა” თანამშრომლობის საბაზო პრინციპები არ შეცვლილა.

“დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება უკრაინის ნავთობის ტრანსპორტირების სისტემის უსაფრთხო და სტაბილური მუშაობის გარანტიას იძლევა გრძელვადიან საფუძველზე და ქმნის ნიადაგს ევროპის ქვეყნების მიმართულებით კომპანიის მაგისტრალური ნავთობსადენების ნავთობის სატრანზიტო მოცულობებით დატვირთვისთვის”, _ განმარტეს უკრაინულ კომპანიაში.

უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შესახებ მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ბოლოს იწურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here