Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთი და უკრაინა განაგრძობენ პოზიტიურ დიალოგს, მიუხედავად მისი ჩაშლის სურვილისა ორივეს მიმართ...

რუსეთი და უკრაინა განაგრძობენ პოზიტიურ დიალოგს, მიუხედავად მისი ჩაშლის სურვილისა ორივეს მიმართ მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან. მათ ამჯერად ამერიკელები დაეხმარნენ

523
ლავროვი-ზელენსკი

მიღებაზე, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის სახელმწიფო მეთაურის _ დონალდ ტრამპის მიერ, გაიმართა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ სერგეი ლავროვსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის. ეს ინფორმაცია გავრცელდა დიპლომატიური წყაროების მეშვეობით.

ტრამპმა მოაწყო მიღება იმ სახელმწიფო მეთაურებისთვის, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე ნიუ-იორკში ჩავიდნენ.

სახელმწიფო მეთაურებთან ერთად მიღებაზე მიწვეული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (ამერიკული მხარის აზრით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  რანგით სხვა ბევრი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ტოლია).

მიღებაზე “მოკლე კონტაქტისას” ლავროვმა და ზელენსკიმ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობაზე იმსჯელეს. საუბარი საქმიანი გამოვიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here