Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის საელჩომ ნატოს გენერალური მდივანი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა

რუსეთის საელჩომ ნატოს გენერალური მდივანი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა

1128
საელჩო

ლონდონში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიაჩნია, რომ ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტენბერგის განცხადება სოლსბერის ინციდენტში რუსეთის ბრალეულობის თაობაზე “უხეში და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციაა”, _ განუცხადა ჟურნალისტებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.

რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 4 მარტს სოლსბერიში განვითარებული ინციდენტის ფონზე, როცა მოიწამლნენ ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, დაზარალდა უილტშირის პოლიციის თანამშრომელი ნიკ ბეილიც. ლონდონი აცხადებს, რომ ნერვულ-პარალიტიკური გაზით _ A234-ით მოწამვლასთან კავშირი აქვს რუსეთის სახელმწიფოს. მოსკოვი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

“სტოლტენბერგის გამონათქვამი, რომ რუსეთი თითქოს “არ ერიდება გამოიყენოს საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებები ჩვენს ქუჩებში”, არის უხეში და უპასუხისმგებლო დეზინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ბრიტანელები და საერთაშორისო თანამეგობრობა. თუ ბატონ სტოლტენბერგს გააჩნია რაიმე სამხილები, მან დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს. მათ გარეშე მისი სიტყვები სიცრუეა, ფაქტებით დაუდასტურებელი სიყალბე”, _ განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.

“სტოლტენბერგს უნდა შევახსენოთ, რომ სოლსბერის ინციდენტის გამოძიება დამთავრებული არ არის”, _ დასძინა დიპლომატმა.

მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველის _ მარკ სედვილის 1 მაისის განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლებას ჯერ ეჭვმიტანილებიც კი არ ჰყავს და გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

“გაუგებარია, რატომ ავრცელებს ბატონი სტოლტენბერგი ბრიტანეთის ხელისუფალთა ვარაუდენს, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი ყველაფერს აკეთებენ სკრიპალების მოწამლვის გასასაიდუმლებლად. არ წარმოადგინა რა მომხდარის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები, ლონდონმა თავისი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი მხოლოდ იმ შემთხვევასი მოიძებნება, თუ ბრიტანეთის მთავრობა რუსეთს ბოდიშს მოუხდის და ერთობლივ გამოძიებაზე დათანხმდება”, _ თქვა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here