Home ახალი ამბები მსოფლიო რუმინეთი ითხოვს მოლდოვას, ოდესისა და ჩერნოვიცის ოლქების დაბრუნებას

რუმინეთი ითხოვს მოლდოვას, ოდესისა და ჩერნოვიცის ოლქების დაბრუნებას

რუმინეთი ითხოვს მოლდოვას, ოდესისა და ჩერნოვიცის ოლქების დაბრუნებას

რუმინეთის ექსპრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს დეკლარაციას მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დენონსაციის შესახებ, იუწყება მოლდოვას ინტერნეტპორტალი “ბლოკნოტი”.

დეკლარაციაში ნათქვამია: “მე, როგორც პრეზიდენტი (რუმინეთში ეს წოდება სამუდამოა) ვგმობ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს და განზრახული მაქვს მომავალ კვირაში რუმინეთის პარლამენტში შევიტანო დეკლარაცია, რომელსაც ხელს ვაწერთ მე და პარლამენტის სხვა დეპუტატები ამ პაქტისა და მისი შედეგების დენონსაციის შესახებ. ჩვენ ვალდებული ვართ, გავაკეთოთ ეს”. ბესესკუმ ეს განუცხადა რუმინეთის ტელევიზიას, რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა.

“ბალტიის სამი ქვეყანა გამოვიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და ევროკავშირისა და ნატოს დამოუკიდებელი წევრი გახდა, პოლონეთი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირსა და ნატოშია ინტეგრირებული. რუმინეთმა კი დაკარგა ბესარაბია, და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად დარჩა”, _ განაცხადა აღშფოთებულმა ბესესკუმ.

შარშან რუმინელი პოლიტიკოსი აირჩიეს მოლდოვას ეროვნული ერთიანობის პარტიის საპატიო პრეზიდენტად, რომელიც კიშინიოვში უნიონისტების იდეის განსახორციელებლად შეიქმნა (უნიონისტებს უწოდებენ რუმინეთთან შეერთების მომხრეებს).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here