Home რუბრიკები ისტორია როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა ადამიანები ანუ რამდენიმე ფაქტი ომში დაუმარცხებელი სახელმწიფოს ისტორიიდან

როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა ადამიანები ანუ რამდენიმე ფაქტი ომში დაუმარცხებელი სახელმწიფოს ისტორიიდან

4361
სსრკ-ს დროშა

თანამედროვე ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა _ საბჭოთა კავშირი, მაგრამ მათი ცოდნა ამ უზარმაზარი სახელმწიფოს შესახებ, რომელიც დედამიწის თითქმის 1/6-ზე იყო გადაჭიმული და, რომელმაც 69 წელიწადს იარსება, ამით ამოიწურება და კიდევ _ უარყოფითი შეფასებებით, რომლებსაც არ იშურებს დასავლური და პროდასავლურად განწყობილი ადგილობრივი მედია, მაგრამ მხოლოდ უარყოფითი მოვლენებია სსრკის ისტორიაში და საბჭოთა ადამიანისთვის სასიკეთო არაფერი გაკეთებულა? გთავაზობთ საბჭოთა კავშირის ისტორიიდან რამდენიმე ფაქტს, რომლებიც, შესაძლოა, არ იცოდეთ.

როდის შეიქმნა საბჭოთა კავშირი

ხელშეკრულებას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ ხელი მოაწერეს რსფსრ-ს, უკრაინის სსრ-ს, ბელორუსიის სსრ-სა და ამიერკავკასიის სოციალისტურ-ფედერაციური რესპუბლიკის საბჭოების ყრილობის დელეგატებმა 1922 წლის 29 დეკემბერს. 1922 წლის 30 დეკემბერი კი საბჭოთა კავშირის შექმნის დღედ გამოცხადდა, სსრკ-ის მთავრობა და რესპუბლიკური სამინისტროები კი მხოლოდ 1923 წლის ივლისში ჩამოყალიბდა.

სსრკ-ის შემადგენლობაში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობის (4-დან 16-მდე) რესპუბლიკები შედიოდა, მაგრამ ყველაზე დიდხანს სსრკ-მა 15 რესპუბლიკით იარსება. ეს რესპუბლიკები იყო: რსფსრ, უკრაინა, ბელორუსია (ამჟამად ბელარუსი), მოლდავეთი (მოლდოვა), სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი.

* სსრკ-ში 1991 წლის 26 დეკემბერს, მისი დაშლის მომენტში, ცხოვრობდა 293 მლნ კაცი, ტერიტორიის ფართობი კი შეადგენდა 22 402 200 კვ.კმ-ს, დედაქალაქი იყო მოსკოვი.

ჩრდილოეთი ამერიკის ზომის ქვეყანა

* საბჭოთა კავშირს ჰქონდა ყველაზე დიდი საზღვარი მსოფლიოში (60 ათას კმ-ზე მეტი, ანუ დედამიწის ეკვატორზე 1,5-ჯერ მეტი); ესაზღვრებოდა ნორვეგიას, ფინეთს, პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას, უნგრეთს, რუმინეთს, თურქეთს, ირანს, ავღანეთს, ჩინეთს, მონღოლეთს, ჩრდილოეთ კორეას, იაპონიასა და აშშ-ს.

* სსრკ-ის ტერიტორია დაახლოებით იმდენივე კვ.კმ იყო, რამდენიც ჩრდილოეთი ამერიკა აშშ-ის, კანადისა და მექსიკის ტერიტორიების ჩათვლით.

* სსრკ-ში ყველაზე გრძელი მდინარე იყო ობი ირტიშთან ერთად _ 5410 კმ, ყველაზე მაღალი მთა _ კომუნიზმის პიკი (7495 მ) ტაჯიკეთის სსრ-ში, რომელსაც 1998 წელს ტაჯიკელებმა სახელი შეუცვალეს და დაარქვეს სამანის პიკი, იმ ამირას პატივსაცემად, რომელმაც შექმნა ტაჯიკეთის პირველი სახელმწიფო.

3 კონსტიტუცია 69 წლის განმავლობაში

სსრკ-ის კონსტიტუცია 1924 წელს მიიღეს და მას შემდეგ 69 წლის განმავლობაში 2-ჯერ შეიცვალა _ 1936 და 1977 წლებში.

ამერიკაში _ ვარსკვლავები, საბჭოთა კავშირში _ ლოზუნგები

1923 წელს დამტკიცდა სსრკ-ის გერბი ნამგლისა და უროს გამოსახულებით დედამიწის ფონზე, გარშემო კი მზის სხივებითა და ხორბლის თავთავით. გერბზე ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ენაზე იყო ლოზუნგი: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”. წარწერების რაოდენობა დამოკიდებული იყო რესპუბლიკების რაოდენობაზე, ისევე, როგორც აშშ-ის დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობა დამოკიდებული იყო შტატების რაოდენობაზე.

* 1924 წლის აპრილში კი დამტკიცდა სსრკ-ის ალისფერი დროშა, რომელზეც გამოსახული იყო ხუთქიმიანი ვარსკვლავი ნამგლითა და უროთი.

* 1922-1943 წლებში სსრკ-ის ჰიმნი იყო ფრანგული სიმღერა “ინტერნაციონალი”, 1943 წელს კი შეიქმნა ახალი, რომელიც დღეს რუსეთის ჰიმნია.

სსრკ
სსრკ

საბჭოთა კავშირი ომში არასოდეს დამარცხებულა

საბჭოთა კავშირი, მისი არსებობის 60 წლის განმავლობაში, ოფიციალურად მონაწილეობდა 3 ომში: საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში 1939-1940 წლებში; დიდ სამამულო ომში 1941-1945 წლებში და საბჭოთა კავშირ-იაპონიის ომში 1945 წელს. ყველა ეს შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა.

5,3 მლნ ადამიანი არმიაში

1941 წლის 22 ივნისიდან 1 ივლისამდე, 9 დღეში, სსრკ-ის შეიარაღებული ძალები 5,3 მლნ ადამიანით შეივსო.

სოციალური სფერო

* საბჭოთა კავშირი იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე, აგრეთვე, ყოველწლიური შვებულება, რომელსაც სახელმწიფო აანაზღაურებდა.

* საბჭოთა კავშირში მუშაკს სამსახურიდან ვერ დაითხოვდა ადმინისტრაცია პროფკავშირულ და პარტიულ ორგანოსთან შეუთანხმებლად.

* საბჭოთა ადამიანებს, მსოფლიოში პირველებს, უფლება ჰქონდათ, მიეღოთ უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება.

* უფასო იყო, აგრეთვე, ბაგა-ბაღები და პიონერთა ბანაკები.

* საბჭოთა კავშირი პირველი ქვეყანა იყო, რომელშიც არსებობდა უფასო სამედიცინო დახმარება, აგრეთვე, უფასო სანატორიულსაკურორტო მკურნალობა.

* საბჭოთა ადამიანს შეეძლო უფასოდ მიეღო ბინა.

* საბჭოთა კავშირში 1941 წლის ნოემბრიდან დაწესებული იყო უშვილობის გადასახადი, რომელიც შეადგენდა ხელფასის 6%-. ამ გადასახადს იხდიდნენ 20-დან 50 წლამდე უშვილო მამაკაცები და 20-დან 46 წლამდე უშვილო ქალები.

* საბჭოთა კავშირში ქალს ეძლეოდა 3-წლიანი დეკრეტული შვებულება სამუშაო ადგილის შენარჩუნებით (56 დღე ანაზღაურებით, 1,5 წელი _ დახმარებით. 3 წელი _ სტაჟის შეუწყვეტლად და ადგილის შენარჩუნებით). უფასოდ ეძლეოდა რძის პროდუქტები, ვიდრე შვილი 3 წელს მიაღწევდა, მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე.

* საბჭოთა კავშირში იყო მსოფლიოში საუკეთესო საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა, რომელზეც ახლა გადადის მსოფლის სხვადასხვა ქვეყანა. ამას მოწმობდა საბჭოთა მოსწავლეებისა და სტუდენტების მრავალრიცხვი გამარჯვება მსოფლიოს ინტელექტუალურ ოლიმპიადებზე. ამას მოწმობს აშშის 35- პრეზიდენტის _ ჯონ კენედის ფრაზა, რომელიც მან კოსმოსში საბჭოთა კავშირის წარმატებების შემდეგ წარმოთქვა: “საბჭოელებმა ამერიკელები კოსმოსურ შეჯიბრებაში სკოლის მერხთან დაამარცხეს. ჩვენ, ამერიკელებმა, მათი განათლების სისტემის გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ”.

იური გაგარინი
იური გაგარინი

საბჭოთა მეცნიერების წარმატებები

1950-დან 1960 წლებში საბჭოთა კავშირმა თავისებური “სამეცნიერო-ტექნიკური ჰეთ-თრიკი” შეასრულა. თუ ატომური ბომბი საბჭოთა კავშირმა შექმნა 1949 წელს, 4 წლის შემდეგ, როცა ის ამერიკელებმა დაამზადეს, სსრკ-მა 1954 წელს ააშენა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური (ობნინსკის აეს-ი), 1957 წელს კოსმოსურ ორბიტაზე გაიყვანა მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1961 წელს _ პირველი კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ადამიანი _ კოსმონავტი იური გაგარინი. ეს მოვლენები მოხდა დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან, შესაბამისად, 9, 12 და 15 წლის შემდეგ. დიდ სამამულო ომში კი საბჭოთა კავშირმა, სხვა მონაწილე ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანური და მატერიალური ზარალი განიცადა. საბჭოთა კავშირში შექმნეს პირველი ატომური ყინულმჭრელი (“ლენინი” _ 1960 წ.) და ატომურძრავიანი თვითმფრინავი M-50A (1960 წ.).

დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ, 1947 წელს, სსრკ-ის სამრეწველო პოტენციალი სრულად იყო აღდგენილი, 1950 წელს კი ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა 2-ჯერ მოიმატა 1940 წელთან შედარებით. 1953 წლის სექტემბრის ნომერში ამერიკული გამოცემა National Business-ის ფურცლებზე ექსპერტი ჰერბერტ ჰარისი სტატიაში “რუსები გვეწევიან” წერდა, რომ ეკონომიურის ზრდის ტემპით სსრკ ნებისმიერ ქვეყანას უსწრებს და აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპზე 2-3-ჯერ მეტია.

ჰიტლერი წითელ არმიაში

დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა წითელარმიელი მეტყვიამფრქვევე სიმონ კონსტანტინეს ძე ჰიტლერი, ეროვნებით ებრაელი. არქივებში ნაპოვნია დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ჰიტლერი წარდგენილი იყო მედალზე “საბრძოლო დამსახურებისთვის”, თუმცა შემდეგ მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია, რომ მედლით “მამაცობისთვის” დაჯილდოებულია სიმონ კონსტანტინეს ძე ჰიტლევი.

გერბი
გერბი

ხოჭოაშშის ელჩს

1945 წელს საბჭოთა მოსწავლეებმა ამერიკის ელჩს აჩუქეს ძვირფასმერქნიანი ხის ჯიშისგან დამზადებული აშშ-ის გერბის პანო. არც მოსწავლეებმა და არც ელჩმა არ იცოდნენ, რომ პანოში ჩამონტაჟებული იყო მისაყურადებელი მოწყობილობა. “ხოჭო” ისე იყო შენიღბულ-ჩამალული, რომ ამერიკის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა ვერ შეამჩნიეს, საბჭოელები კი 8 წლის განმავლობაში ისმენდნენ აშშ-ის ელჩის საუბრებს.

ძეხვი “საექიმო”
ძეხვი “საექიმო”

ძეხვისაექიმო

1936 წელს სსრკ-ში დაამზადეს ახალი ძეხვი “საექიმო”. სახელწოდება დაკავშირებული იყო განსაკუთრებულ “მისიასთან” _ ძეხვი განკუთვნილი იყო იმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც “მეფის რეჟიმის თვითნებობის გამო დაზარალდნენ”.

პობედა
პობედა

პობედა

როდესაც ავტომობილ “პობედას” გამოშვებას იწყებდნენ, კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს, მისთვის “როდინა” (“სამშობლო”) დაერქმიათ. ეს ამბავი სტალინმა შეიტყო და კონსტრუქტორებს ირონიულად ჰკითხა: “და რა ეღირება თქვენი სამშობლო?”

ამის შემდეგ ავტომობილს სახელი შეუცვალეს და “პობედა” (“გამარჯვება”) დაარქვეს.

მოლოტოვის კოქტეილი

1939 წელს საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის მიმდინარეობისას სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ამბობდა, რომ საბჭოთა მფრინავები ბომბებს კი არ ყრიდნენ ფინეთში, არამედ _ სურსათ-სანოვაგეს დამშეული ფინელებისთვის. ამ ბომბებს ფინელებმა “მოლოტოვის პურის კალათები” შეარქვეს. მოგვიანებით კი ცეცხლგამჩენ ნარევს, რომელსაც საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ იყენებდნენ, “კოქტეილი მოლოტოვისთვის” უწოდეს. დღეს ამ იარაღს “მოლოტოვის კოქტეილს” უწოდებენ.

ვოლგა, ვოლგა

1942 წელს სტალინმა ფილმ “ვოლგა, ვოლგას” საყურებლად მიიწვია აშშ-ის ელჩი, რომელსაც ფილმი ძალიან მოეწონა. სტალინმა მისი ხელით გაუგზავნა ფილმის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს. რუზველტმა “ვოლგა, ვოლგას” უყურა და ვერ მიხვდა, რატომ გაუგზავნა სტალინმა ფილმი მაინცდამაინც მას. რუზველტმა მოითხოვა სიმღერის სიტყვები გადაეთარგმნათ. როდესაც აჟღერდა ორთქლმავალ “სევრიუგასადმი” მიძღვნილი სიმღერა და გაისმა სიტყვები: “ამერიკამ რუსეთს აჩუქა ორთქლმავალი: ცხვირიდან ორთქლი გამოსდის, უკან ბორბლები აქვს, და საშინლად, საშინლად ნელი სვლა”, რუზველტმა წამოიძახა: “ახლა ყველაფერი გასაგებია! სტალინი გვსაყვედურობს ნელი სვლის გამო, იმისთვის, რომ აქამდე არ გავხსენით მეორე ფრონტი”.

გია დანელია, რეზო გაბრიაძე
გია დანელია, რეზო გაბრიაძე

გია დანელია, რეზო გაბრიაძე დარენე ხობუა

გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას, თითქმის ყველა ფილმის ტიტრებში მითითებულია მსახიობი რენე ხობუა, თუმცა მას ამ ფილმებში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი დანელიამ და გამოჩენილმა ქართველმა მხატვარმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა და სცენარისტმა რევაზ გაბრიაძემ მშენებელი რენე ხობუა 1960-იანი წლების ბოლოს გაიცნეს, როცა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდნენ ფილმ “არ იდარდოს” სცენარზე. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უყვებოდნენ რენე ხობუას სცენარის სხვადასხვა ვერსიას, რათა შეეტყოთ “რიგითი მაყურებლის” აზრი. ერთ დღესაც შეწუხებულმა რენემ დანელიასა და გაბრიაძეს სთხოვა, მისთვის თავი დაენებებინათ. გაირკვა, რომ ხობუა ზუგდიდიდან თბილისში მივლინებით იყო ჩასული სამშენებლო მასალების “საშოვნელად”, ამის ნაცვლად კი იძულებული იყო, ფილმის სცენარის სხვადასხვა ვერსია მოესმინა. გიორგი დანელიამ, მადლიერების ნიშნად, რენე ხობუას გვარი ტიტრებში ჩაწერა.

ბრილიანტის ხელი
ბრილიანტის ხელი

ატომური აფეთქებადაბრილიანტის ხელი

ფილმ “ბრილიანტის ხელში” ბევრია ისეთი მომენტი, რომელიც საბჭოთა ცენზურის უკმაყოფილებას გამოიწვევდა: ორი მეძავი, მთავარი გმირის დათრობა, მებაჟეების გულგრილობა და სხვ. გამოჩენილმა რეჟისორმა არკადი გაიდაიმ ეშმაკობას მიმართა: ფილმის ბოლოს ატომური აფეთქების კადრები დაამონტაჟა და ცენზურას განუცხადა, რომ ყველაფრის ამოჭრას დათანხმდებოდა, ატომური აფეთქების კადრის გარდა. კომისიამ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო: “აფეთქების კადრი ამოიჭრას, დანარჩენი კი იყოს, როგორც არის”.

საბჭოთა შამპანური

“პერინიონის სახლისა” და “მადამ კლიკოს” პროდუქტების ღირსეული ალტერნატივა _ ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევენ სსრკ-ში დაბადებულები. ლეგენდარული “საბჭოთა შამპანური” სტალინმა ჩაიფიქრა დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად და, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი არღვევს წესს, რომლის თანახმადაც შამპანური უნდა ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია საფრანგეთის პროვინცია შამპანში, ამის გაგონებაც კი არ სურთ საბჭოთა პერიოდის ადამიანებს. სასმელი ისეთი პოპულარული იყო, რუსეთში ამჟამადაც “საბჭოთა შამპანურს” უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, კარგა ხანია, გაქრა მსოფლიოს რუკიდან.

გივი ჩოხელი და მიხეილ მესხი საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1962 წელი, ჩილე
გივი ჩოხელი და მიხეილ მესხი საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1962 წელი, ჩილე

ღირსეული საქციელი

1962 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც ჩილეში გაიმართა, სსრკ-ის ნაკრები ხვდებოდა ურუგვაის გუნდს. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც საბჭოელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი კარში შევარდა, ოღონდ გარედან _ გარღვეულ ბადეში გაძვრა. მსაჯმა გოლი ჩათვალა, მაგრამ საბჭოთა ნაკრების კაპიტანმა იგორ ნეტომ მსაჯს ჟესტებით აუხსნა, რომ ბურთი კარში წესის დარღვევით გავიდა. გოლი გაუქმდა, მაგრამ საბჭოთა ნაკრებმა მატჩი მაინც მოიგო ანგარიშით 2:1.

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც 1962 წელს საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდა, 4 ქართველი ფეხბურთელი იყო: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი.

* 1960 წელს საფრანგეთში გაიმართა ევროპის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელშიც სსრკ-ის ნაკრებმა გაიმარჯვა. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იყო 3 ქართველი: გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი.

1204 ოლიმპიური მედალი

სსრკ-ის არსებობის ისტორიაში საბჭოთა სპორტსმენები 18 ოლიმპიადაში (9 _ ზაფხულის, 9 _ ზამთრის) მონაწილეობდნენ და 1204 მედალი მოიპოვეს: 473 _ ოქროსი, 376 ვერცხლისა და 355 _ ბრინჯაოს. ამ მაჩვენებლებით სსრკ მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

მომზადდა უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

7 COMMENTS

  1. აქ ბევრი სიკეთე აკლია უფასო სწავლა მკურნალობა ბანაკები ბავშვებისთვის სანატორიუმები და დასასვენებელი საოჯახო სახლები ქარხნები ფაბრიკები ყოველ წელს ყველაფერზე ფასების დაკლება კაპტრამვაი 3 კაპ ტროლებუსი 5 კაპიკი ბევრი სიკეთე აღარ მახსენდება

  2. ეს წაიკითხონ იმ პირებმა , რომლებსაც წარმოდგენა არა აქვს რა იყო საბჭოთა კავშირი! და გადმოგდებული აქვთ მეტრიანი გველის ენები!

  3. და რწმენა წართმეული და სულიერად გაპარტახებული ქართველი ერი..ისტორიული განძეულის გაზიდვა და მანკიერი ქურდული მენტალიტეტის ჩანერგვა რომლითაც ბავშვობაში ძალიან ვამაყობდი, საქართველო მეორე, მესამე ადგილზე იყო.. ყველაზე მაგარი მომპარავები საქართველოს მთავრობაში იყო.. ყველაზე მაგარი ჩალიჩები ქართველები იყვნენ.. ყველგან ხელი მიგვიწვდებოდა ერთი ბოთლი ჭაჭას სანაცვლოდ და ყველას უხაროდა ქართული პურმარილი და ისიც..მოკლედ ვიტყვი.. გვაბლატავეს და ახლა უკან ამოგვისვეს..იაფიანი ძეხვივით..რამდენი რამე დავაკელი კიდე..ამის ჩამოთვლას ტომები დაჭირდება.. ყველა სგეროში გვზღუდავდნენ.. სპორტში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ცუდად განვითარებისკენ ფართოდ გვქონდა კარებები მოღებული.. არცერთ მტერს ასეთი მძიმე დაღი არ დაუსვამს ჩვენი სულიერების დამახინჯებაში როგორც სსრკ დროს..ახლა მავანი დაიწყებს გავმრავლდით მაშინო.. ნაგავით ახლაც მოფენილია მთა ბარი.. ახლა ვიმკით მათ დათესილს..ახლა ფეთქდება ნელი მოქმედების ნაღმები.. დღეს არაფერი კეთდება ჩვენს გადასარჩენად.. ეკლესიაა ? თავის თავი ვერ გაუგია ვისგან შედგებიან !!! აფხაზეთს დასცინიან, გაქრებიანო..ჩვენც მივყვებით უკან თუ არ გადავარჩინეთ.. მარა, მკვდარი მკვდარს აეკიდაო..ყულაბის თავიანი მთავრობა ვერ გვიშველის.. არც ღმერთი არ გვიშველის.. შვილებს სამშობლოს სიყვარული თუ არ ვასწავლეთ მონებად და ხარჭებად დაისვავენ..იქნებ ვინმეს ჰგონია ფული გადაარჩენს ? ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთ, ერთად თუ არ დავდექით ზემოთ ხსენებული დაემართებათ ჩვენ მომავალს.. სამწუხაროდ.. გაახილეთ თვალები !!!

  4. ყველა ქართველმა ბადრისავიით უნდა იფიქროს.მაშინ ვიქნებით ღირსეულნი.

  5. ნაგავი ქართველი არ არსებობს.ფიზიკურად გადავრჩით და მომავლის შიშიც არ იყო. ეს ძირითადია. იდეალური ფორმაცია არ არსებობს. იმ დონეს საერთოდ მივუახლოვდებით თუ არა ესეც საკითხავია

  6. თუ ადამიანები ჯანმრთელები, ბედნიერები და რაც მთავარია მომავლის შიშის გარეშე იცხოვრებენ, ეშმაკსაც წაუღია ეგ თქვენი სამღვდელოებაც და საიმამოც, რომლებიც ასე აჩლუნგებენ ხალხს, თითქოს მათ გარეშე არც სასუფეველია და არც სამოთხე. გადავრჩით, გავმრავლდით, განვითარდით, მეტი რა გინდოდათ? ვინ აგიშენებს დღეს ხევსურეთში, ფშავში, ხულოში, სვანეთში სკოლებს, საავადმყოფოებს, სპორტულ დარბაზებს, კლუბებს, ბიბლიოთეკებს, სასაუზმეებს? სად არის თავისუფლება? გაიკეთეთ ეგ ეგრეთ წოდებული სულიერება, რომლის ნასახიც კი აღარ არსებობს დღეს…. გეებს, ტრანსებ და პედოფილებს ათასჯერ ჯობდნენ საბჭოთა ქურდებიც ცნობისათვის, თანაც ქურდები არც ახლა აკლია საქართველოს….

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნანა 7 5 წლის პენსიონერი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here