Home რუბრიკები საზოგადოება როგორ დავაღწევთ თავს პოლიტიკურ მონობას, ღარიბ ეკონომიკასა და გაფარჩაკებულ განათლების სისტემას

როგორ დავაღწევთ თავს პოლიტიკურ მონობას, ღარიბ ეკონომიკასა და გაფარჩაკებულ განათლების სისტემას

უნდა გავბედოთ და ვისწავლოთ უცხოეთის “დახმარების” გარეშე არსებობა

1334
როგორ დავაღწევთ თავს პოლიტიკურ მონობას, ღარიბ ეკონომიკასა და გაფარჩაკებულ განათლების სისტემას

ცხოვრებამ ჩვენში ცოტათ თუ ბევრად ფერი იცვალა, ახალმა დრომ ახალი მოთხოვნილება დაბადა ხალხის ცხოვრებაში, _ წერდა დიდი ილია, _ ძველი ცხოვრება თავის ნაკვალევიდამ გამოვიდა და ახალი გზა კი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ახალი ცხოვრების კვალი ვერ მიუგნიააი აქ უნდა მოეშველოს ის, ვისაც იმოდენა ცოდნა და განათლება შეუძენია, რომ ახალის ცხოვრების მოთხოვნილება ესმის და გზის ჩვენება შეუძლიან. აი აქ უნდა გამოვიდეს საქვეყნოდ ის, ვისაც გული შესტკივა თავის უმეცარ მოძმესათვის”. ათეული წლებია, რაც თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენებას ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის, რადგან უცხოეთის კარნახით ვცხოვრობთ, მათი მითითებებითა დარეკომენდაციებით”…

რატომ?

უნდა გავბედოთ და ვისწავლოთ უცხოეთისდახმარებისგარეშე არსებობა!

რადგანყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი” (ვაჟაფშაველა).

და ვინ უნდა ითავოს ეს საშვილიშვილო საქმე?

აქ კარგ რჩევას გვაძლევს ისევ ვაჟაფშაველა: “მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, _ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს”.

“სამავნებლო” და “საზარალო” არ უნდა იყოსო, ბატონო პოლიტიკოსებო! ანუ, ეროვნული საკითხი წინ უნდა წამოვწიოთ და მტკიცედ ვიბრძოლოთ საქართველოს კულტურული და სულიერი ცხოვრების გადაგვარების წინააღმდეგ, შედეგად თავს დავაღწევთ პოლიტიკურ მონობას, აღარ გვექნება ღარიბი ეკონომიკა და გაფარჩაკებული განათლების სისტემა.

ყოველი ადამიანი ერთი რომელიმე ქვეყნის შვილია. ის მშობლიურ გარემოცვაში იზრდება და ყალიბდება. ილიას აზრით კი, ის, რაც ბავშვისთვის მშობლიური და ახლობელია, ის რაც მისთვის ცნობილია, იოლად შეისწავლის.

ილია ჭავჭავაძის პედაგოგიურ შეხედულებებში აღზრდის მიზანთა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ახალგაზრდობისთვის სასოფლო-სამეურნეო განათლების მიცემის საკითხი. მისთვის აშკარა იყო, რომ ქვეყნის გაძლიერება, ფეხზე დაყენება, ეროვნული მიზნების მიღწევა და კულტურული წინსვლა შეუძლებელი გახდებოდა ეკონომიკის განვითარების გარეშე. ილია ყველაფერს აკეთებდა, რაც მის ძალასა და შესაძლებლობას ექვემდებარებოდა. ის იბრძოდა, აღმოეჩინათ ნედლეულის ახალი საბადოები და დაწყებულიყო მათი ექსპლუატაცია, აქტიური გამხდარიყო მადნეულის ძიება და გადამუშავება ქვეყანაში, ასევე სოფლის მეურნეობაში დანერგილიყო ახალი კულტურები და მისი დროისთვის ნოვატორული სასოფლო-სამეურნეო იარაღები.

ილია სვამდა მეტად მნიშვნელოვან შეკითხვას, თუ რა იყო ქვეყნის სიღარიბისა და ეკონომიკური ჩამორჩენის მიზეზი და იქვე პასუხსაც იძლეოდა: “ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში, დაიბერტყაო. ამას ამიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზედ უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც ჩვენ თვითონა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული, მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანი და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია. ეს ყველაფერი გვაქვს… მაშ რაღადა ვართ ღარიბნი? _ იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით, საიდან რა ამოვიღოთ”.

ილიას ცოდნის ნაკლებობა მიაჩნდა ქვეყნის სიღარიბის მთავარ მიზეზად: “ცოდნა, სწავლა-განათლება, დღევანდელი კაცისათვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩო-საბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც”. დღეს ჩვენც ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ ვიცით, რა ბუნებრივი სიმდიდრეების, რა მიწის პატრონი ვართ? მაშინ რატომ ვართ ღარიბნი? იმავე მიზეზით ხომ არა, რაზეც ილია მიუთითებდა?

ბუნებრივია, დღეს, როგორც არასდროს, მრეწველობისა და სოფლის მეურნების განვითარება მოითხოვს საქმის მცოდნე, შესაბამისი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილ კადრებს და არანაკლები გულმოდგინებაა საჭირო, ვიდრე XIX საუკუნის 80-90 წლებში, როცა სასამედიცინო და პედაგოგიური განათლების პარალელურად ილიას აუცილებლად მიაჩნდა ქვეყანაში აგრონომიული და საინჟინრო პროფესიულ-ტექნიკური განათლების გავრცელება როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სასწავლებლებში.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აგრარული ქვეყანა იყო, ილიამ მთელი ყურადღება აგრონომიული პროფსასწავლებლების გახსნაზე გადაიტანა.

ამის თაობაზე 1886 წლის 1 მარტს გაზეთ “ივერიაში” დაბეჭდილ სტატიაში სამეურნეო დაბალი სკოლების შესახებილია წერდა: “მთელი ამიერკავკასია ძველთაგანვე სცხოვრობს და თავს იკვებავს მარტო იმ მრეწველობითა, რომელიც დამოკიდებულია მიწასა და მიწათმოქმედებაზედ. ერთად ერთი წყარო აქაურის ერის ეკონომიურის არსებობისა საადგილმამულო მრეწველობაა და ამაზეა მთლად აგებული სრული ძალღონე გამოკვებისა, სახელმწიფო ხარჯისა და ბეგარის გაძღოლისა გაუჭირვებლად და უნაკლოდ. ამიტომაც აქ ყველაზე უფრო მომეტებულად საჭიროა ყოველის მხრით, ყოველის ღონისძიებით ხელის შეწყობა, რომ აქაურმა ერთადერთმა მრეწველობამ ერთადერთმა ერის სარჩოსაბადებლის წყარომ გზა გაიხსნას”. ილია იქვე აგრძელებს და ასაბუთებს სამეურნეო სკოლების გახსნის აუცილებლობას: არა გვგონია ბევრი სხვა ადგილი ისე ჰსაჭიროებდეს მდაბიო სამეურნეო სკოლებს, როგორც კავკასია საერთოდ და ამიერ კავკასია საკუთრივ”, რომ, უნდაგავრცელდეს და მოეფინოს ქვეყანას მამულის მოვლისა და კეთების ცოდნა იმდენად მაინც, რამდენადაც საყოველდღეოდ გამოსადეგი და მოსახმარია მდაბიო მოქმედებისათვის”. აქ ილია ხაზს უსვამს, ისეთი პრაქტიკული ცოდნის შეძენის აუცილებლობას, რომელიც ყველასათვის გამოსადეგი იქნებოდა მიწის მოვლაპატრონობის დროს. ილია ებრძოდა ყველას, ვინც ეწინააღმდეგებოდა სამეურნეო სკოლების გახსნას და ამ ცოდნის გავრცელებას ან ვისაც არ ესმოდა სამეურნეო განათლების მიღების საჭიროება.

უხსნიდა ყველას, რომ ეს არის საშუალება, რომლითაც ხალხს ხელში ეძლევაისეთი სახსარი, რომელიც ეკონომიურ ბრძოლას გაუადვილებს და ბუნების, მიწის სიუხვეს არ დაუკარგავს”. ილია აღფრთოვანებით შეხვდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ წინამძღვრიანთ კარში სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსებას. ამ სასწავლებელს არაერთი წერილი მიუძღვნა “ივერიაში”. “კაცმა დღეს, რომ ამ სკოლის ყოფა-ცხოვრება თავის თვალით ინახულოს, სწორედ გაოცდება და მართლაც გასაოცებელია.

ჰკვირობთ, როგორ შეძლო ამოდენა ერთმა კაცმა, რომელსაც ამისათვის არც საკმაო შეძლება აქვს საკუთარი, არც მოცლა. ეს დღევანდელი ყოფა სკოლისა მარტო მის გულგაუტეხელს მხნეობას, მის ზნეობით ძალ-ღონეს უნდა მიეწეროს… სწორედ სასწაულად მივიჩნიეთ, როცა ამ სკოლის ვითარება და გარემოება ჩვენის თვალით ვნახეთ. მშვენიერი ქვიტ-კირის სახლი, წინა მთიდამ სკოლისაკენ დაქანებული ასის დღის მინდორი, რომელიც სკოლას საკუთრებად დაუმტკიცა სკოლის სულის ჩამდგმელმა და დამაარსებელმა ბ-ნმა ილია წინამძღვრიშვილმა… ვიმედოვნებ, რომ ჭეშმარიტი ქართველი კაცი არ დაიშურებს ამ სკოლისათვის შესაწევარს თავის შეძლებისამებრ. აქ ყოველი გროში დიდი მადლობით მიიღება და ჩვენი ქვეყნის მოზარდს ყმაწვილს მოჰხმარდება მისდა და ჩვენდა საკეთილდღეოდ”, წერდა ილია ივერიაში 1886 წელს დაბეჭდილ წერილში დავეხმაროდ სამეურნეო სკოლას”.

 ილიას სამეურნეო განათლების მიზნად მიაჩნდა, შეგირდისთვის ესწავლებინა სახელოსნო საქმე, რომელიც მას სამეურნეო საქმეში დახელოვნებულ და პრაქტიკული ცოდნითა და უნარჩვევებით აღჭურვილ მუშად აქცევდა, “მუშა გლეხკაცი ხელობის მცოდნე კაცად გახდეს, სამეურნეო საქმეში დახელოვნდეს და მით პრაქტიკულად გაგებულ მუშად გამოვიდეს”, _ წერდა ილია.

გაზეთ “ივერიის” ფურცლებიდან ის აქტიურ პროპაგანდას უწევდა სამეურნეო განათლებას და “ივერიაში” 1886 წელს დაბეჭდილ წერილში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა მონდომებით უხსნიდა მისი დროის ქართველობას, რომ ამ ტიპის ცოდნის დაუფლებით მათ ხელში აღმოჩნდებოდა ისეთი საშუალება, “ისეთი სახსარი, რომელიც ეკონომიურ ბრძოლას გაადვილებს და ბუნების, მიწის სიუხვეს არ დაუკარგავს”.

სასოფლო-სამეურნეო სკოლების გახსნას ილია მოითხოვდა ისეთ ადგილებში, სადაც მეხილეობა-მევენახეობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები იყო განვითარებული და მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნის მიღების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ. ილიას აზრით, კი ასეთ ღვთისაგან დალოცვილ ადგილს წარმოადგენს ქართლი და კახეთი.

ეროვნული მიზნების ცხოვრებაში გატარება მხოლოდ პროგრესულ იდეებზე აღზრდილ და განათლებულ თაობას რომ შეუძლია, ამაზე დღეს არავინ დავობს,

“ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას”.

მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას: რა იგულისხმება დღეს პროგრესულ იდეებში _ ის, რის გადმოღებასაც ილია და მისი თაობა ქადაგებდნენ მაშინდელი ევროპისგან, თუ ის, რასაც დღევანდელი ევროლიბერალები ცხვირში გვტენიან?

ილია ჭავჭავაძემ სისტემურად დაამუშავა საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის წარმატების გზები და ისინი მსოფლიო კონტექსტში განიხილა. “ესაა ხედვა, ევროპისა და სხვათა მოწინავე გამოცდილების დანერგვის შესახებ ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვეულებები და ამასთან ერთად, სხვისი მოწინავე გამოცდილებაც გავითვალისწინოთ, ე.ი. მივაღწიოთ მის ოპტიმალურ სინთეზსს”, _ ასეთ დასკვნას აკეთებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ვეშაპიძე თავის ნაშრომში ილია ჭავჭავაძის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული საყოველთაო კეთილდღეობის კონცეფცია”.

იქვე ვკითხულობთ: “ილია ჭავჭავაძე აქტიურად სწავლობდა ცხოვრების ყველა სფეროს, ქმნიდა ჭეშმარიტ მსოფლმხედველობას, აყალიბებდა, უშუალოდ ერთვებოდა და სტიმულს აძლევდა საზოგადოებრივი ინსტიტუტების შექნასა და მართვას, ხელს უწყობდა თითოეული ადამიანის აზრის გათვალისწინებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნების მისაღწევად.

ილია ქართველ საზოგადოებაში ჭეშმარიტ ღირებულებებს ამკვიდრებდა. სწორედ მან ჩამოაყალიბა ეკონომიკური ლიბერალიზმის მთავარი ღირებულებითი საფუძვლები, რომელთაგან უპირველესი არის შესაძლებლობების შექმნა თავისუფალი ეკონომიკური განვითარებისთვის”. თუ რა შესაძლებლობებზეა საუბარი, რა ეკონომიკურ ლიბერალიზმზე, ვფიქრობ, სჯობს, მკითხველმა ამ საკითხზე პროფესიონალ ეკონომისტს მოუსმინოს, და არა მხოლოდ მკითხველმა _ უპირველესად, ხელისუფლებამ და შესაბამისი დარგის ხელმძღვანელებმა, რადგან საქართველოსთვის მთავარი მიზნის მიღწევის გზასხვისი ბაძიკი არა, “ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი”, ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული უნდა იყოს. ამის გარეშე, სხვისი გამოცდილების გადმოღება უშედეგო იქნება”, _ დავუჯეროთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს და, უპირველესად, რა თქმა უნდა, ერის მამას _ დიდ ილია ჭავჭავაძეს.

“მეისნერის პროექტის განხილვის საფუძველზე ილიამ არგუმენტირებულად დაასაბუთა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული გარემოს შექმნა, საჭირო ინვესტიციების გამოძებნა. ხელისშემშლელია მონოპოლიების გაჩენა, _ აღნიშნავს ბატონი პროფესორი. _ საერთო ეკონომიკურ კეთილდღეობას მნიშვნელოვნად აფერხებს კერძო საკუთრების დაუცველობა, ბიუროკრატიზმი, კორუფცია, ეკონომიკის არასათანადო რეფორმირება, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ადგილობრივი თავისებურებების უგულებელყოფა. ილია ჭავჭავაძე მიიჩნევდა, რომ ქვეყანამ ისე უნდა გამოიყენოს თავისი აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობანი, მისი ეკონომიკის მდგრადობას საფრთხე არ დაემუქროს და ხალხისთვის, არსებობისთვის საჭირო სახსრები ადვილად და იაფად მოსაპოვებელი გახადოს. მნიშვნელოვანია სრულად გამოვავლინოთ და მაქსიმალური სარგებლიანობით გამოვიყენოთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.

ილიამ არგუმენტირებულად გამოიკვლია “სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა” და დაასაბუთა, რომ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის საყოველთაოდ განვრცობის პირობებში აბსოლუტური უპირატესობის, ანუ იმის წარმოების, რაც სხვაზე ნაკლები ფაქტორების დანახარჯით შეგვიძლია, და შეფარდებითი უპირატესობის, ანუ იმის წარმოების, რაც სხვაზე ნაკლები ალტერნატიული დანახარჯით შეგვიძლია, ზომის ზუსტად მიგნება განვითარების მისაღწევად, მისი გონივრული, ერის საერთო ინტერესების კონტექსტში გადაწყვეტა, საზოგადოების ყველაზე პრიორიტეტული, სტრატეგიული ამოცანაა. ილია ჭავჭავაძემ სისტემურად დაამუშავა საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის წარმატების გზები და ისინი მსოფლიო კონტექსტში განიხილა.

როგორ დავაღწევთ თავს პოლიტიკურ მონობას, ღარიბ ეკონომიკასა და გაფარჩაკებულ განათლების სისტემას

ილია მიუთითებდა, რომ მიწათმოქმედების, საფაბრიკო და საქარხნო წარმოების გასაძლიერებლად ჩვენ გვჭირდება დავაგროვოთ “საჭირო ცოდნა და გამოცდილება”. აუცილებელია, სხვამ არ დაგვასწროს და ჩვენ თვითონ დავიკავოთ ჩვენი ნიშა, ანუ, როგორც ილია უწოდებდა, “მოცლილი და სხვისგან დაუჭერელი ადგილი”. ეს არის მნიშვნელოვანი. XVII-XVIII საუკუნეებში და XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ეს სფერო საქართველოში საკმაოდ შეზღუდული იყო და ხალხი მხოლოდ წვრილმან მრეწველობას მისდევდა. საჭირო იყო აქტიურად ჩართვა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. ასეთი იყო საუკუნის მოთხოვნა.

ილიას ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნევდა შრომის ნაყოფიერების გადიდებას და სოფლისმეურნეობრივი სპეციალიზაციის გონივრულ გაღრმავებას. მას მიაჩნდა, რომ საჭიროა, ხელი მოვკიდოთ ჩვენი რეალური ეკონომიკის განვითარებას, ყველაფრის მოყვანას, რის მოცემაც შეუძლია ჩვენს მდიდარ ქვეყანას, რისთვისაც ჰავა და მიწა ხელს გვიმართავს. მხოლოდ ასე შეიძლება გამოვავლინოთ, მივაღწიოთ და დავინახოთ ჩვენი შედარებითი უპირატესობები. მხოლოდ ასე ვისწავლით ერთი და იმავე შრომით და ხარჯით ახლანდელზე ბევრად მეტი გამოვაღებინოთ მიწას, ვისწავლით სხვა უფრო ძვირფასი რამ _ მოსავალი მოვიყვანოთ იმისთანა, რომლის შეძლებასაც უხვად გვაძლევს საქართველოს ჰავა და მიწა, რომელსაც ყოველთვის მყიდველი ჰყავს ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც.

ილია ქვეყნის მდგრადი განვითარების მიღწევას აბსოლუტური და შედარებითი უპირატესობის ერთიანობის კანონის მოთხოვნების გამოყენებით მიიჩნევდა შესაძლებლად. სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყოველგვარი საქონელი ვაწარმოოთ, რაც ქვეყანას შეუძლია, მივაღწიოთ ქვეყნის მდგრად განვითარებას, შევინარჩუნოთ მისი “თვითარსებობა” და ამასთან ერთად, მაქსიმალური ეფექტიანობით ჩავერთოთ შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. ილია ასაბუთედა, რომ ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლებელი და მიზანშეწონილი იყო, პრიორიტეტული ყურადდღება დაგვეთმო საქართველოში ჩაის, სორგოს, ალისარჩულის, აბრეშუმის, ბამბის, ყოველგვარი ხეხილის, ყურძნის კულტურების, ასევე ღვინის, თითქმის ყოველგვარ საზეთე, სამღებრო და სააფთიაქო მცენარეების განვითარების ხელსყარელი პირობების შექმნისთვის, რადგან “ჩვენის ქვეყნის ბუნება ნებას გვაძლევს, უფრო ძვირფასი ჭირნახული მოვიყვანოთ იმავე შრომით, გარჯით, იმავე ჰავითა და მიწით”. მაგალითად მოჰყავდა ბელგიის, ინგლისის, გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის გამოცდილება. ყურადღება მიაქცია სოფლის მეურნეობის კომერციულ მხარეს, განვითარებისთვის საჭირო იაფი კრედიტის მოძიებას, ამხანაგობების მეშვეობით საქმის გაძღოლის მნიშვნელობას, სათანადო განათლების მიღების აუცილებლობას, დასავლეთ საქართველოს მიწების გაკულტურებას, აღმოსავლეთის მშრალი მიწების მორწყვას, მოსავლის მავნებლებისა და სტიქიური ზიანისგან დაცვას, მარცვლეული კულტურების მოყვანის საქმეს, მეცხოველეობის განვითარებას.

ილია ჭავჭავაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნდა საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია, ღია ეკონომიკა. სათანაო პოსტულატებისა და არგუმენტების მეშვეობით ასაბუთებდა, რომ ერთი ქვეყნის ჭეშმარიტი სარგებლობა იმაზეა დამყარებული, რომ მეორეც, სხვებიც კარგად იყვნენ. ქვეყანა მით უფრო მეტ სარგებელს ნახავს თვითონ, რაც უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს სხვებს. აღსანიშნავია, რომ ილია თავისი დროის ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნის, ინგლისის “სარგებლობას”, მის “კარგად ყოფნას” დამოუკიდებლად, ცალკე აღებულად კი არ განიხილავს, არამედ რეგიონულ, გლობალურ კონტექსტში. ასევე უდგება იგი საქართველოსაც, რომელსაც ილია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კარად განიხილავს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ყოველთვის საჭირონი ვართ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განსამტკიცებლად.

ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ გზად ილიას მიაჩნდა ეკონომიკის გახსნილობა (ღია ეკონომიკა), სხვა ქვეყნებთან საგარეო ეკონომიკური კავშირების დამყარება. ის აღნიშნავდა: სხვა ხალხებთან კარგი ურთიერთობების გარეშე საქართველოს ხსნის გზა არ არსებობს”. საფუძვლიანად მიიჩნევდა, რომ საერთაშორისო და საშინაო ვაჭრობა მოითხოვს მშვიდობიან, იაფ, სწრაფ გზას; თვლიდა, რომ ეკონომიკაში ყოველგვარი წარმატების საფუძველი არის მხოლოდ იაფი და მაღალხარისხიანი საქონლის წარმოება. ილიას კონცეფციის მიხედვით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მდიდარი ადამიანური, ბუნებრივი და წიაღისეული რესურსების, კლიმატის, ჰავის, წყლის რესურსების ათვისება, კარგი სამიმოსვლო გზების განვითარება, ბაქობათუმის რკინიგზის ეფექტიანი გამოყენება, ტრანსპორტის ყველა სახეობის განვითარება, ბაქოდან შავ ზღვამდე მილსადენი ტრანსპორტის გაყვანა და კავკასიის ნავთობის დიდი საბადოების ეფექტიანი ათვისება, ღვინის და სხვა აგრარული პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე გატანისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ილია ჭავჭავაძის კონცეფციის მიხედვით, საზოგადოების მთავარი მიზანია “ყოველი ადამიანის ბედნიერება”. ილია თვლიდა, რომ ადამიანის მოვალეობაა, მოქმედების მთავარ პრინციპად დავისახოთ უწყვეტი თვითშეფასების წესი იმის შესახებ, ჩვენი საქმიანობით სარგებლობა რომ მოგვქონდეს თითოეული ინდივიდისა და მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენ საჭირონი ვართ არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. ილია ჭავჭავაძემ საუკუნე-ნახევრის წინ აუღო ალღო ქართული და ევროპული სულიერების ნათესაობას. ილიას მიაჩნდა, რომ ჩვენს ერს მრავალი სიკეთის მიღება შეუძლია ისეთი მოწინავე ევროპული ღირებულებების ოპტიმალური გაზიარებით, როგორიცაა: პიროვნების თავისუფლება, ადამიანური ღირსება, კანონის უზენაესობა, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა. ევროპული ღირებულებებიდან, რომელთა განხორციელებითაც ევროპელები დაწინაურდნენ, ილია ასახელებდა ქვეყნისათვის მსახურებას, ყოველთვის ერის ინტერესების წინა პლანზე წამოწევას, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვას, სხვათა დადებითი გამოცდილების უეჭველ გათვალისწინებას. ილიას მიაჩნდა, რომ ეს ღირებულებები უნივერსალური ხასიათისაა და ყველასათვის არის მისაღები, რადგან საშუალებას გვაძლევს, პროგრესი შეუქცევადი გავხადოთ. ეს არის არა გაუმართლებელი ექსპერიმენტების, არამედ ცივილიზებული გამოცდილების, “ევროპიული მეცნიერების”, როგორც “საზომის” ან “საწყაოს”, სტანდარტის შესწავლის და მომარჯვების გზა, რომელიც სხვაგან უკვე გამოცდილი და გამოყენებულია. ილია აღნიშნავდა: აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. ყმაწვილკაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფიარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილკაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს. სხვა საწყაო ტყუილია და ამაო: სხვისი ბაძი იქნება და არა ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი”.

მთავარი აზრი ნათელია, საქართველოსთვის მთავარი მიზნის მიღწევის გზასხვისი ბაძიკი არა, “ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი”, ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული უნდა იყოს. ამის გარეშე სხვისი გამოცდილების გადმოღება უშედეგო იქნება. ევროპული ღირებულებები გამოხატავს ჩვენს სწრაფვას ყოველი ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს ღირებულებები მიგვანიშნებს, როგორ მოვიპოვოთ საყოველთაოდღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება”. ვინაიდან ჩვენ, ყველა ერთად და თითოეული ცალცალკე, განუყოფელი ნაწილი ვართ ერისა, თითოეული ადამიანის ბედიერების მიღწევას უნდა ვეძებდეთმთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე”. მხოლოდ ასე შეიძლება, “ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულ დენას შეერთებულის ძალისასდასიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here