Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ დაეხმარნენ სააკაშვილი და მის ბუდეში გამოჩეკილი ქართველი ვარიაგები უკრაინას

როგორ დაეხმარნენ სააკაშვილი და მის ბუდეში გამოჩეკილი ქართველი ვარიაგები უკრაინას

2125
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლის 23 მაისი

საქართველო და მსოფლიოსწინა, 27- ნომერში გამოქვეყნდა წერილი სათაურითდასავლეთისპერემოგასშეწირული ქართველები”, რომელშიც ლაპარაკია დასავლეთის მიერ ორი მონათესავე ხალხისთვის _ რუსებისა და უკრაინელებისთვის _ თავსმოხვეულ ომში ქართველების მონაწილეობაზე, რომლებსაც ამ ომში საზარბაზნე ხორცის ფუნქცია აკისრიათ. დღეს კი გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს ნიურა . ბერგის სტატიისაუკრაინა ვარიაგების ძებნაში: დაეხმარნენ თუ არა მას საუცხოო ქართველები”, რომელშიც აღწერილია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მოღვაწეობა დაწარმატებები”.

უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ეწვია. ოფიციალური პროგრამა მრავალფეროვანი იყო, მაგრამ უცნობია, ისაუბრა თუ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკრაინის ხელისუფლების მაღალ პოზიციებზე იმპლანტირებული ქართველი რეფორმატორების გამოყენების შედეგებზე. ამ დესანტმა თითქმის მთელი შემადგენლობით უკვე დატოვა პოსტმაიდნური უკრაინა და მხოლოდ სააკაშვილი, შავი ვოდევილის მთავარი პერსონაჟი, კვლავაც განაგრძობს პოლიტიკურ აქტიურობას _ ახლახან მან “უკრაინის ტახტზე” განაცხადა პრეტენზია…

უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც, ძირითადად, “გრანტისმჭამელები” და “ნეზალეჟნოსტისთვის” (თავისუფლებისთვის) საკუთარ ფეხში ტყვიის მსროლელი მებრძოლები იგულისხმებიან, ყოველთვის ოცნებობდა, რომ მოვა ვიღაც უფრო ჭკვიანი, უფრო პატიოსანი, უფრო განათლებული და დაიწყებს ქვეყნის მართვას. მიაჩნდათ, რომ 42-მილიონიანი უკრაინელი ხალხის წიაღში ვერ მოიძებნებოდნენ ასე თუ ისე ღირსეული მენეჯერები, რომლებიც საბიუჯეტო გრივნების (უკრაინული ვალუტა) დანახვაზე ხელებს ნიჩბებივით არ მოიმარჯვებდნენ ფულის ასახვეტად. უკრაინელმა ბლოგერებმა თავის დროზე უამრავი აღმაფრთოვანებელი სტატია დაწერეს თემაზე: “რატომ გამოუვიდათ ქართველებს”, თანაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინასთან ბევრი რამ აკავშირებდა, რაც მთავარია, საერთო კურატორები.

2004 წელს სააკაშვილი თავგამოდებით უჭერდა მხარს “ნარინჯისფერ რევოლუციას” და არცთუ იშვიათად ჩადიოდა კიევში იუშჩენკოსთან კონსულტაციების გასამართავად.

“გიდნოსტის რევოლუციის” (უკრ. _ “ღირსების რევოლუცია”) გამარჯვების შემდეგ სერიოზულ სახელისუფლო პოსტებზე სამი ათეული გამოჩენილი ქართველი რეფორმატორი მიიწვიეს. ამ “საუცხოო ქართველების” კოჰორტის ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, იყო პან სააკაშვილი, რომლის მიმართაც საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის სამი საქმე აქვს აღძრული და ძებნა გამოცხადებული.

სააკაშვილს შესთავაზეს საკმაოდ მოკრძალებული თანამდებობა _ რეფორმატორის გიგანტური ამბიციებისთვის აშკარად შეუსაბამო. მას ძალიან უნდოდა პრემიერმინისტრის პოსტი, მაგრამ არ გაუმართლა, თუმცა გაბედულება არ აკლდა _ განზრახული ჰქონდა, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზეც ეჩვენებინა სახელმწიფოს მართვის უმაღლესი კლასი, ორიოდე კვირაში დაემარცხებინა კორუფცია და რეგიონი თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარებული ეკონომიკის ვიტრინად ექცია.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ოლქის მილიციის უფროსად თანამებრძოლი გიორგი ლორთქიფანიძე დანიშნა, ხოლო პროკურორად _ დავით საყვარელიძე, ოლქში კორუფცია დამცინავად იღიმოდა და განაგრძობდა გამარჯვებულის მსვლელობას.

მალე სააკაშვილის სახელი დაუკავშირეს რომელიღაც ფონდს, რომელიც გულუხვად აფინანსებდა გუბერნატორსა და მის გუნდს. სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდს არც მისი საფირმო სკანდალების გარეშე ჩაუვლია _ მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა ნაზ, კარგი აღნაგობის ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც სრულიად გამოუსადეგარნი იყვნენ სახელმწიფოს მართვის სისტემაში. სააკაშვილი მუშაობაში ეყრდნობოდა მცირე კალიბრის ვარიაგებს (რუსეთში ვარიაგებს უწოდებენ სკანდინავიიდან წამოსულებს, ვიკინგებს, რომლებიც სლავურმა და ფინურმა ტომებმა მიიწვიეს და, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში _ ნ.კ.), ოდესელებს კი მნიშვნელოვან საქმეებს არ ანდობდა. სახელმწიფო მოხელეები ჩამოიყვანა დასავლეთ უკრაინიდან, საქართველოდან, სხვა ადგილებიდან. და, პრაქტიკულად, ყველამ უსახელოდ და სკანდალით დატოვეს თანამდებობები.

მაშა გაიდარი და საშა ბოროვიკი ხომ, საერთოდ, ფრიკები (ფრიკი _ ადამიანი, რომელიც ექსტრავაგანტური გარეგნობითა და ეპატაჟური საქციელით გამოირჩევა _ ნ.კ.) აღმოჩნდნენ, თუმცა სწორედ ისინი წარადგინა სააკაშვილმა, როგორც ვირტუოზული და შემოქმედებითი რეფორმატორების ავანგარდი.

თავისი გუბერნატორობის წელიწად-ნახევარი სააკაშვილმა გაატარა სახელმწიფოს არასრულყოფილებაზე ლაპარაკში, უცნაური გამოსვლებით აავსო მისთვის ხელმისაწვდომი სატელევიზიო ეთერები, ეჩხუბებოდა ჟურნალისტებს, უპირისპირდებოდა პოლიტიკოსებს და ტოტალურ კორუფციაში ადანაშაულებდა მაღალჩინოსნებს; არ მალავდა საპრეზიდენტო ამბიციებს, ტელესტუდიებში ხშირად ურჩევდა საქმეს შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვს, ჩიოდა ოლქის ბიუჯეტის დაუფინანსებლობაზე, დაუპირისპირდა პოროშენკოს და, რა თქმა უნდა, გაძევებული იქნა. ფორმალურად სააკაშვილმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, ამასთანავე, განაცხადა, რომ მისთვის სულერთია, ვინ გაძარცვავს უკრაინელებს _ იანუკოვიჩი თუ პოროშენკო. ვის მოეწონებოდა ეს? ახლა კი სააკაშვილმა შექმნა თავისი პარტია და “ჯვაროსნული ლაშქრობის” მოწყობას გეგმავს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, ოდესის ოლქის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნამდე ნახევარი წლით ადრე, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა ეკა ზღულაძემ _ ოდიოზური ფრანგი მემარცხენისა და რუსოფობის, ანდრე გლუკსმანის მეუღლემ, რომელმაც დანიშვნამდე 3 დღით ადრე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.

ქალბატონმა ეკამ გაბედულად დაიწყო უკრაინის მილიციის პოლიციად გარდაქმნა (ესეც, რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლის საბაბით), საპატრულო პოლიციაში თავი მოუყარა ყოჩაღ სელფისტებს, რომლებსაც ნულოვანი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ ზღულაძე მსოფლიოს 100 საუკეთესო მოაზროვნეთა შორის დაასახელა. მის ხელქვეითებს კი, რომლებიც, ძირითადად, ქუჩაზე მოხუცების გადაყვანითა და ხეებიდან კატების ჩამოყვანით იყვნენ დაკავებულნი, გულმოდგინედ აპიარებდა უკრაინული მედია, თუმცა კონფლიქტურ სიტუაციებში (ქუჩის არეულობებში, ჩხუბში) პოლიციელები, როგორც წესი, სტატისტებივით იქცევიან და შორიდან უყურებენ მომხდარს. ახალმა პოლიციელებმა, გაითვითცნობიერეს რა თავიანთი სიდიადე, რამდენიმე ათეული ავტომობილი დაამტვრიეს, რამდენჯერმე უკანონოდ ატეხეს სროლა და მოკლეს ავტომობილის მგზავრი, თუმცა არავინ დაუსჯიათ.

ეკა ზღულაძის რეფორმატორული მოღვაწეობა კოლოსალური სკანდალით დასრულდა _ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემოდნით, რომელშიც 4 მლნ დოლარი იდო. საქმე ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ, მასში უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას თუ გავითვალისწინებთ, ბრალდება უსაფუძვლო არ უნდა იყოს.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე

მეორე ქართველი ლამაზმანი, ხატია დეკანოიძე, 2015 წელს დანიშნეს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელად. მან ამ ძალოვანი სტრუქტურის თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა, რეგულარულად გამოდიოდა ხმამაღალი განცხადებებით და გააკეთა ერთი კეთილი საქმე _ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა ფსიქოდისპანსერის პაციენტი, ნასამართლევი ილია კივა. მიუხედავად ყველაფრისა, დეკანოიძე თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა ამ თანამდებობაზე, რადგან დაპირისპირებული იყო შს მინისტრ ავაკოვთან.

ზუსტად ერთი წლის წინათ კიევში მოკლეს ჟურნალისტი შერემეტი, ხატიამ ამ დანაშაულის გამოძიება პოლიციის ღირსების საქმედ გამოაცხადა, მაგრამ ამაოდ. შესაძლოა, მას მოთმინების ფიალა აუვსო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 24 წლის ანასტასია დეევას დანიშვნამ, რომლის პორნოგრაფიული პორტფოლიოთი სენსაციის მოყვარული უამრავი უკრაინელი იყო დაინტერესებული. ხატიამ დაიჩივლა კორუფციასთან ბრძოლაში შექმნილ წინაღობებზე და მძიმედ დატოვა თანამდებობა.

მართლწესრიგის საკითხებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული სააკაშვილის ბუდეში გამოჩეკილი კიდევ ერთი ბარტყი _ დავით საყვარელიძე, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა უბოძეს. საყვარელიძე პოსტიდან დაითხოვეს პროკურორის ეთიკის უხეშად დარღვევისთვის, სხვა პროკურორის სამსახურებრივ მოღვაწეობაში ჩარევისა და სხვადასხვა “ცელქობისთვის”.

უკმაყოფილომ და იმედგაცრუებულმა დატოვა პოსტი ჯაბა ებანოიძემაც, რომელიც შეეცადა, ეხელმძღვანელა უკრაინის სარეგისტრაციო სამსახურისთვის, მაგრამ მალე მიხვდა, რომ კორუფციას ვერ მოერეოდა.

უკრაინის სამართალდამცავი სისტემის თითქმის ყველა ქართველმა რეფორმატორმა უსახელოდ, შერცხვენილმა დატოვა პოსტი.

კორუფციასთან მებრძოლთა შორის, ოღონდ ჯანდაცვის სისტემაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ალექსანდრე კვიტაშვილს, მას თანამემამულეებთან აერთიანებს აშშ-ში მრავალჯერ გავლილი სტაჟირება და სხვადასხვა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის პარლამენტში
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის პარლამენტში

ალექსანდრე კვიტაშვილმაც მყისვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და დაინიშნა თანამდებობაზე. დანერგა ფასიანი მედიცინა და გააუქმა ეპიდემიოლოგიური სამსახური. შეწყვიტა შრატებისა და ვაქცინების, ტკივილგამაყუჩებლებისა და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შესყიდვა. მის მიერ შემუშავებულ პროექტებს კორუფციის ისეთი სუნი ასდიოდა, რომ უკრაინის დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს მხარი. ჯანდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, პარლამენტის კომიტეტის წევრები ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

ამჟამად ქართველი ვარიაგების ბატალიონიდან დარჩა ორი, ასე თუ ისე, შესამჩნევი ფიგურა _ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გიზო უგლავა. უკრაინელებს სჯერათ, რომ კორუფციას საშინლად ეშინია ქართველების. არადა, დღეს უგლავას 800 ათასი გრივნის (დაახლოებით 80 ათასი ლარი) ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

ბუნდოვანი ბიოგრაფიების მქონე ქართველი ვარიაგების ჩანერგვა უკრაინის მმართველ სტრუქტურებში ჩაფლავდა. თითქმის ყველა სააკაშვილისოჯახისწევრი იყო და პოსტებიდან თავიანთი პატრონის ვარსკვლავის ჩასვენების პარალელურად დაითხოვეს, როცა ყველას თავი მოაბეზრეს ტრიუკებით.

უკრაინის ნეზალეჟნაია (თავისუფალმა _ ნ.კ ) ხელისუფლებამ და ასეთივე საზოგადოებამ გულში ჩაიკრეს ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ არც სახელმწიფო ენა, არც ადგილობრივი კანონმდებლობის ნორმატიული ბაზა და არც თავისებურებები ქვეყნისა, რომლის მოქალაქეობაც უსწრაფესად მიიღეს; გულში ჩაიკრეს იმ იმედით, რომ ისინი სასწაულს ჩაიდენდნენ…

შედეგი გამოსაცნობი იყო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here