Home სხვადასხვა დაიჯესტი რესპუბლიკელები ტრამპის წინააღმდეგ “ბიუროკრატიულ შეთქმულებას” ააშკარავებენ

რესპუბლიკელები ტრამპის წინააღმდეგ “ბიუროკრატიულ შეთქმულებას” ააშკარავებენ

763
ტრამპი

ტრამპის გარემოცვასა და მთავრობაში არის მოხელეების მთელი სექტორი, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობს

გამაოგნებელი ბრალდება

აშშში აპირებენ, დაიწყონ საქმის გამოკვლევა იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელთა წინააღმდეგ, რომლებსაც განზრახული ჰქონდათბიუროკრატიული გადატრიალებადა აშშის პრეზიდენტობიდან დონალდ ტრამპის ჩამოცილება. ეს განაცხადა აშშის სენატის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე ენდრიუ მაკეიბმა აღიარა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინთან ერთად განიხილავდა ტრამპის გადაყენების საკითხს კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე. ცნობილი შეიქნა, აგრეთვე, რომ როზენსტაინი მალე დატოვებს იუსტიციის სამინისტროში დაკავებულ თანამდებობას. ექსპერტების აზრით, ტრამპის მთავრობაში დღემდე მუშაობენ მოხელეები, რომლებიც ბარაკ ობამასგან მემკვიდრეობით მიიღო, და რომლებიც მზად არ არიან, მხარი დაუჭირონ რესპუბლიკელების პოლიტიკურ კურსს.

ამ საკითხზე ტელეარხ CBC-ის ეთერში სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლინდსი გრემმა ილაპარაკა.

“ვფიქრობ, მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს ამ შესაძლო მოვლენების შესახებ… ძალას არ დავიშურებ, რათა გავარკვიო ის მიზეზები, რომლებიც ამოძრავებდა იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ”, _ განაცხადა გრემმა პროგრამა Face the National-ის ეთერში.

ამ განცხადებით სენატორი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე ენდრიუ მაკეიბმა ტელეეთერში ილაპარაკა გენპროკურორ როდ როზენსტაინთან ერთად ტრამპის წინააღმდეგ კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაძლო ამოქმედების შესახებ. მაკეიბის თქმით, როზენსტაინმა დაასახელა მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და უწყებათა ხელმძღვანელების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ ინიციატივას.

სენატორმა გრემმა თქვა, რომ მისი, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, უფლებამოსილება საშუალებას აძლევს, დაიწყოს გამოკვლევა “ბიუროკრატიული გადატრიალების” მცდელობის ფაქტზე და აიძულოს მაკეიბი და როზენსტაინი, მისცენ ჩვენება ფიცის ქვეშ.

“ჩვენ შევიტყობთ, რა მოხდა სინამდვილეში. ამის ერთადერთი საშუალებაა, გამოვიძახოთ ეს ადამიანები დასაკითხად და გავარკვიოთ, მათგან რომელი ლაპარაკობს სიმართლეს, რადგან ბრალდება გამაოგნებელია”, _ დასძინა ლინდსი გრემმა.

ამერიკული მედია იუწყება, რომ როზენსტაინი, რომელიც იუსტიციის სამინისტროში აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ფედერაციის შესაძლო ჩარევის საკითხს კურირებს, მარტში დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. ცოტა ხნის წინათ უწყების ხელმძღვანელი შეიცვალა _ იუსტიციის მინისტრი უილიამ ბარო გახდა.

რესპუბლიკელების პასუხი

გამოკვლევა, რომლის შესახებაც განაცხადა გრემმა, ერთი მხრივ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც რესპუბლიკელების პასუხი დემოკრატების ნაბიჯებზე, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში დგამენ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში “რუსული კვალისა” და მოსკოვთან ტრამპის შესაძლო “კავშირის” გამოძიების პროცესში.

კონსტიტუციის 25-ე შესწორება იძლევა პრეზიდენტის გადაყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ვიცეპრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს აღარ ძალუძს დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მაგალითად, ფიზიკური ან სულიერი აშლილობის გამო.

ამ ნორმის ამოქმედების შესახებ პირველად ალაპარაკდნენ შარშან, სექტემბერში, როცა გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნდა ანონიმური (სარედაქციო!) წერილი სათაურით “მე _ ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით წინააღმდეგობის წევრი”, რომლის ავტორად ასახელებდნენ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის მოხელეს. წერილის ავტორი ამტკიცებდა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრთა შორის არიან გავლენიანი ფუნქციონერები, რომლებიც მზად არიან, გამოიყენონ აღნიშნული შესწორება, რათა გადააყენონ ტრამპი იმპიჩმენტის აუმოქმედებლად.

რამდენიმე კვირის შემდეგ “ნიუ იორკ თაიმსმა” და “ვაშინგტონ პოსტმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როზენსტაინმა 2017 წელს თითქოს წამოაყენა წინადადება, ფარულად ჩაეწერათ დონალდ ტრამპის საუბრები. იგი ვარაუდობდა, რომ ასე შეძლებდა, დაემტკიცებინა პრეზიდენტის ქმედუუნარობა, რომელიც პრეზიდენტის გადაყენების საფუძველი გახდებოდა. როზენსტაინი ამ ბრალდებას უარყოფს. გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილე მაკეიბი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი როზენსტაინთან მართლაც ჰქონდა.

მემკვიდრეობით მიღებული მოხელეები

ტრამპის გარემოცვასა და მთავრობაში არის მოხელეების მთელი სექტორი, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობს. ისინი ამერიკის სახელისუფლო სისტემაში, დიდი ხანია, საქმიანობენ, უმეტესობას ტრამპის შეხედულებებისგან განსხვავებული პოზიცია უკავია. ამ მიზეზის გამო პრეზიდენტი იძულებულია, ხშირად განახორციელოს ცვლილებები თავისი გარემოცვის უმაღლეს დონეზე, მაგრამ პრობლემა აპარატის საშუალო დონეზეა ფესვგადგმული და სწორედ აქ დასაქმებული მოხელეები მუშაობენ ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ. სპეცსამსახურების, მაგალითად, გამოძიების ფედერალური ბიუროს, და, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს პირადი შემადგენლობის უმრავლესობა ტრამპს ბარაკ ობამასგან “მემკვიდრეობით” ერგო, _ აღნიშნავენ პოლიტოლოგები.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის, მთავრობის უახლოესი გარემოცვის თანამშრომლების რაოდენობა თითქმის სამი ათასი ადამიანია. ინიშნებიან მხოლოდ ხელმძღვანელები და პირველი პირები, ხოლო მეორე ეშელონი უმეტესად მემკვიდრეობით გადადის. ორი წელიწადი საკმარისი არ არის სიტუაციის გასამყარებლად. როცა ბარაკ ობამას შემდეგ პრეზიდენტად მოდის ისეთი მოღვაწე, როგორიც ტრამპია, ადგილზე დარჩენილი თანამშრომლების წინააღმდეგობა შეიძლება ძალიან დიდი იყოს”, _ განაცხადეს ექსპერტებმა.

მაკომპრომეტებელი მასალები გამომძიებლებზე

ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ყველა დასახელებულ თანამშრომელს შეხება აქვს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებასთან, რომელიც რუსეთთან ტრამპის “კავშირს” ეხება. მაგალითად, როდ როზენსტაინმა ხელი მოაწერა მიულერის კომისიის შექმნისა და გამოძიების დაწყების განკარგულებას, ხოლო გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2018 წლის მარტში ინფორმაციის გაჟონვისა და ყალბი მონაცემების წარდგენის ბრალდებით.

გამოძიების ფედერალური ბიუროს წამყვანი აგენტები პიტერ სტრჟოკი და ლიზა ფეიჯი, რომლებიც მან გამოძიებაში ჩართო, ჯერ ჩამოაცილეს საქმეს, შემდეგ კი სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვეს ტრამპის წინააღმდეგ აკვიატებული აზრისა და თავიანთი სამსახურეობრივი მდგომარეობის მის წინააღმდეგ გამოყენების მცდელობის გამო.

ალექსანდრე კარპოვი,

ირინა ტარანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here