Home რუბრიკები ისტორია რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

7877
რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

1946 წლის 8-დან 10 ოქტომბრამდე სტალინთან სოჭის აგარაკზე სტუმრად იმყოფებოდნენ მისი სიყრმის მეგობრები: მასწავლებელი პეტა კაპანაძე, მოჭიდავე სოსო ცერაძე, მემანქანე მიხეილ ტიტვინიძე. მათთან ერთად სტალინს, აგრეთვე, სტუმრობდნენ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი, ცენტრალური კომიტეტის მდივანი პეტრე შარია, მსახიობები: აკაკი ხორავა, სპარტაკ ბაღაშვილი და აკაკი ვასაძე. სტუმრები სტალინმა რიწის ტბაზე აიყვანა იქაური ბუნებისა და მოწმენდილი ცის სანახავად.

“საარაკო ბუნების პატრონები ვართ, საარაკო, _ ჩაილაპარაკა სტალინმა და თოვლიან მწვერვალებს გახედა, ამას დიდი მოვლა სჭირდება დიდი…” _ იგონებს აკაკი ვასაძე (ალბათ, შორეულ მომავალზე ფიქრობდა _ გრ. ონიანი).

სოჭის აგარაკზე დაბრუნებულ სტუმრებს სტალინი ოთახში შეუძღვა, სადაც მაგიდაზე ამიერკავკასიის რუკა იყო გაშლილი.

_ აბა, კანდიდ, აგერ ფანქარი და მოხაზე ახლანდელი საქართველოს საზღვრები. კანდიდმა ზუსტად და მკაფიოდ შემოხაზა საქართველოს შემომატებული ჩრდილოეთის ტერიტორიები (ქლუხორი და ახალხევი).

_ აი მესმის. ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა, რამდენი უნდა ებრძოლა ერეკლე მეფეს, ამხელა ტერიტორია რომ შემოემტკიცებინა საქართველოსთვის? _| ღიმილით გადახედა სტუმრებს სტალინმა.

_ სხვისი მიწა რად გვინდა, ნეტავ, ჩვენი რაც იყო, ის დაგვაბრუნებინა”, _ გულუბრყვილოდ დაიჩივლა ტიტვინიძემ.

_ შენს ორაზროვან ნათქვამს მიგიხვდი, ჩემო ძმაო; ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ, საბაბს არ გვაძლევს მიმტაცებელი, საბაბი რომ იყოს, ყარსსა და არდაღანს ტრაპზონამდე მთელ მიწებს უკან ჩავიბარებდი. აი რა ამბავს მოგიყვებით.

სანამ სტალინის მონაყოლს გაგაცნობთ, ჩემი მოსაზრება უნდა გაგიზიაროთ:

ქართველებო, ჩემო გონიერო და მსოფლიოში ნიჭიერებითა და სილამაზით სახელგანთქმულნო, თხუთმეტი წუთით დაივიწყეთ ყოველგვარი ცრუ შთაგონება, გამოდით ზომბის მდგომარეობიდან, მოვლენებს შეხედეთ რეალურად, გაითავისეთ და აღიქვით გაკეთებული საქმეები და მოუსმინეთ სტალინს! გონებას წინასწარ ნუ მოადუნებთ, რადგან სიტყვა სტალინი წაიკითხეთ. იწამეთ, რომ სტალინს არც ერთი სიტყვა, არც ერთი წინადადება ვინმეს საამებლად არასდროს წარმოუთქვამს. მოუსმინეთ მას. გააცნობიერეთ, რასაც ამბობს, შემდგომ კი გააანალიზეთ და, როგორც გსურდეთ, ისე დაიტოვეთ თქვენს გულებში. თქვენ არ ხართ მართალი, როცა ეჭვი გეპარებათ სტალინის გულახდილობაში. სტალინი გვიყვება იმ სიმართლეს, რომელიც თვითონ გამოიარა.

“ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების (მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 1917 წლის 22 დეკემბრიდან 1918 წლის 2 მარტამდე. ხელი მოეწერა 1918 წლის 3 მარტს _ გრ.ონიანი) დადების მომენტში კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული; საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო ამ კომისიის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, თავიანთი წარმომადგენლები გამოეგზავნათ და მონაწილეობა მიეღოთ საზავო მოლაპარაკებებში, დუმილით გვიპასუხეს. კაცი არ გამოჩნდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სასაზღვრო ინტერესები რომ დაეცვა. ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა, თუ საომარი ურთიერთმდგომარეობა არ გამოიხატებოდა საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსის გამო ჩემს თავზე ავიღე ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესების დაცვა. ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვართა მცოდნემ, თუ არ ვცდები, ქიაზიმ ბეიმ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა არ გამჭირვებია, ყარსი და არდაღანი რა საკითხავია, ბათუმიც თავიანთ საზღვრებში მოიყოლიეს. მათი პროექტით, ახალქალათან კარძახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ. ქიაზიმ ბეიმ გადასინჯვაზეც კი არ ისურვა მოლაპარაკება და დიპლომატიური მსჯელობების შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინ მე ფრიად მრავალმნიშვნელოვნად განვუცხადე: როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიწიოს-მეთქი და წამოვდექი. ახლა კი იკადრა უკან დახევა, _ მოითმინეთ, მე სულაც არ მინდა თქვენი მომდურება, რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო და კარგა ხანს ოსმალური ლათაიებით შემიქცია. მე მოკლედ ვუთხარი: დამარცხებული ქვეყნისთვის სასირცხვილო როდია, თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს-მეთქი. თანახმა ვარო, _ დამყვა ქიაზიმ ბეი და მეც დასრულებულად მივიჩნიე ჩემი მისია, მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად. გზაში უეცრად ტიფი შემეყარა. მხოლოდ ორი-სამი კვირის შემდეგ მოვახერხე წამოდგომა. კომისარიატში ძლივს მივლასლასდი, რადგან ლენინი ჩემთან ტელეფონით დალაპარაკებას მოითხოვდა. ლენინმა თავისთან გამომიძახა ახალი საზღვრების ხელშეკრულებათა გასაცნობად. მივედი და, რას ვხედავ; ქიაზიმ ბეის კომისიის თავმჯდომარისთვის საზღვრების დანაწილების პირველი ვარიანტისთვის მოუწერინებია ხელი… როგორც შემდეგ გაირკვა, ქიაზიმ ბეის ჩემი იქ არყოფნით უსარგებლია და იმ ოსმალო გაქნილ დიპლომატს ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე ტროცკი. რაღას ვიღონებდი, ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებაზე, როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს. ერის ისტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგ გადავკარი ერთიორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალოებს, _ საზღვრის ამბავი არ დამვიწყებიამეთქი. ხმას არ იღებენ, მაგრამ ისიც ცხადია, ჩვენი ევროპელი და ოკეანის გადაღმელიძმებიმხარს მათ უჭერენ, მაგრამ აშკარად არაფერს ამბობენ. საქართველოსა და სომხეთის მიწების დაბრუნება საბჭოთა კავშირის ინტერესებშიც შედის და ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პიზიციების დათმობას და არც დადუმებას. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც. ერთი კი ცხადია, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, რუსეთთან შეკავშირების წყალობით, საზღვრების განმტკიცების და თვით შიდა პოლიტიკურეკონომიკური ვითარების მხრივაც საქართველომ მხოლოდ თუ მოიგო ბევრი რამ. ქართლი, კახეთი, იმერეთი _ ცალკე სამეფოები; გურია, სამეგრელო, მესხეთი, აფხაზეთი, სვანეთი _ სამთავროები; კახეთის მეფეებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მაინც თავიანთი სათემო წყობილება ჰქონდათ; თვით პატარა სვანეთიც კი სამად იყო დაყოფილი: სადადეშქელიანო, თავისუფალი სვანეთი და ქვემო, საგარდუფხანო სვანეთი; სამხრეთ საქართველო და შავიზღვისპირეთი ბათუმიანქობულეთიანად ხომ ოსმალებს ჰქონდათ მიტაცებული. ახლა ყველა ეს კუთხე და მხარე შეკავშირდა და ერთიან რესპუბლიკად იქცა”.

ქუთაისის საავტომობილო ქარხანა
ქუთაისის საავტომობილო ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
ზაჰესი
ზაჰესი
თბილისის საავიაციო ქარხანა
თბილისის საავიაციო ქარხანა
ყიზლარის საძოვრები
ყიზლარის საძოვრები
ჩაის კრეფა
ჩაის კრეფა

ეჭვი ხომ არ გეპარებათ სტალინის მონაყოლში? მაშ, ნუღარ ვიკამათებთ იმაზე, უნდოდა თუ არა სტალინს საქართველოს გაფართოება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეული ნაწილის გასხვისებას, მისი შემოქმედი სხვაა, თუმცა იმ სხვასაც ჰქონდა იმის საფუძველი, რადგან სულ სხვა ფორმისა და შინაარსის სახელმწიფო შენდებოდა. თუ აღმოსავლეთ საქართველოში რესპუბლიკამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგა, 1921 წლის ოქტომბერში, მიწის პირველი დეკრეტით, კასპიისპირეთში საქართველოს ექვსმა რაიონმა საკუთრებაში 700 000 ჰექტარი მიწის ფართობი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უვადო სარგებლობით მიიღო. და ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ერთ რესპუბლიკას მეორის ტერიტორიაზე ასეთი უზარმაზარი ტერიტორია ჰქონდა დაკავებული. სწორედ ეს წაუყენა ერთ-ერთ ბრალდებად ხრუშჩოვმა სტალინს, დამპყრობელი იყო, ჩრდილოკავკასიაში მან (სტალინმა _ გრ. ონიანი) თავის რესპუბლიკას 700 000 ჰექტარი მიწა მიატაცებინაო.

საქართველოს მუდმივ სარგებლობაში გადაცემული ჩრდილოკავკასიის ეს უზარმაზარი ტერიტორია იურიდიულ ჩარჩოებში რომ მოექცია, საკავშირო ხელისუფლების 1940 წლის 5 სექტემბრის #2000 დადგენილებით, ჩრდილოკავკასიის ხუთ რესპუბლიკაზე გამავალი საქართველოს ცხვრის გადასარეკი ტრასა (რომელზეც განლაგებული იყო დასასვენებელი მოედნები (ცხვრის), არტეზიული ჭები, საწყურებლები და დროებითი შენობანაგებობანი), შეფასდა სამთავრობო კომისიის მიერ და მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების (არტეზიული ჭები) ფასი განისაზღვრა 200 000 მანეთის ოდენობით. სამთავრობო დადგენილება ავალებდა საქართველოს სახალხო კომისარიატს აღნიშნული თანხის გადახდას რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, რის შემდეგაც აღნიშნული ნაგებობები 48 000 ჰა მიწის ფართობით საქართველოს კუთვნილება გახდებოდა. საკავშირო დადგენილება შესრულდა და ყაზბეგიდან კასპიის ზღვამდე (ვოლგის დელტამდე) საქართველოს თავისი 48 000-ჰექტრიანი გზა ჰქონდა გაყვანილი. აი ეს გაუკეთა სტალინმა საქართველოს!

დიდი ნავთობმომპოვებელი ქალაქი ბაქო, რომელიც თავისი პოტენციალით აღემატებოდა ევროპის ყველაზე დიდ ქალაქებსაც კი, ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდიდა და კუსტარული წესით ხდებოდა ნედლეულის ამოღება-გადამუშავება. სწორედ ამ დროს გოელროს გეგმის პირველი მონახაზი მისმა ფაქტობრივმა ავტორმა _ სტალინმა ლენინს ქუთაისიდან გაუგზავნა (“წერილები ქუთაისიდან”). მინიშნებული იყო ზემო ავჭალის ჰესის, ამიერკავკასიაში პირველი ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 1922 წელს დაიწყო და საბჭოთა რუსეთის მთავრობამ მისი მშენებლობისთვის 700 000 ოქროს მანეთი გამოჰყო. 1922 წელსვე მოსკოვმა უსასყიდლოდ გადასცა ქალაქ ქუთაისს ერთ-ერთი უძლიერესი მაუდის ფაბრიკა, რომელიც ქუთაისში 60-ვაგონიანი ეშელონით ჩაიტანეს. მას თან ჩამოჰყვა 120 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ფაბრიკის დასამონტაჟებლად და გასაშვებად.

1922 წელს საქართველოში დაიწყო 20-მდე მსხვილი ინდუსტრიული საწარმოს მშენებლობა, რომლებიც 1926-28 წლებში დასრულდა და კაპიტალდაბანდების საერთო მოცულობამ 75 მილიონ მანეთს გადააჭარბა. იმხანად უზარმაზარი თანხის 70% საკავშირო ბიუჯეტიდან იქნა გაღებული. ნათლად ჩანს, ამ საქმეში ვისი ხელიც ურევია.

არასოდეს გამჩენია სურვილი, სტალინი ქართველი ერის ინტერესებით დატვირთულ სახელმწიფო მოღვაწედ წარმომეჩინა, მაგრამ ზოგიერთმა არამზადამ “კედელთან მიმაყენა” კითხვით _ “რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?” და მეც იძულებული ვარ, განვმარტო, რომ სტალინი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და ადამიანთა მხსნელის მისიით კი არ იყო მოვლინებული ამ ქვეყანაზე, არამედ “ჩათლახობითა” და “გოთვერნობით” სახელგანთქმული ზოგიერთი ქართველის გასაკეთილშობილებლად და მათზე ყალბი დიდების ისტორიის შესაქმნელად. ეს, რა თქმა უნდა, სარკაზმით…

მას შემდეგ, რაც ზაჰესმა გაანათა საქართველო და ფართო გზა გაუხსნა თბილისის ინდუსტრიულ განვითარებას, მას მოჰყვა რიონჰესი, ხოლო რიონის ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებას _ ქუთაისის, როგორც მეორე ინდუსტრიული ქალაქის, გაჩენა საქართველოში. მიზეზთა გამო სწრაფი ტემპით დაიწყო აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სარეკორდო დროში დამთავრდა.

ყოველგვარი რეკლამის, ინვესტორის ძებნისა და დროშების გადმოკიდების გარეშე დაიწყო საუკუნის მშენებლობა _ ბაქო მაგისტრალით დაუკავშირდა ბათუმს, სადაც აშენდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამიერკავკასიის რკინიგზა პირველი იყო საბჭოთა კავშირში ელექტროწევის მხრივ. ეს როგორ? _ ენერგეტიკის სფეროში ყველაზე ჩამორჩენილ რესპუბლიკას როგორ უნდა ჰქონოდა პრეტენზია, ყოფილიყო ენერგიით ყველაზე კარგად უზრუნველყოფილი?! ენერგეტიკის განვითარებამ საშუალება მისცა საქართველოს, ფართოდ გაეშალა ბარიტის, მაგნეტიტური ქვიშის, გუმბრინისა და არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელი მრეწველობა. მძლავრი ტემპით განვითარდა ჩარხმშენებლობა და მანქანათმშენებლობა.

მკითხველო, დღეს მე გიყვებით არა ანეკდოტებსა და სტალინისადმი მიძღვნილ დითირამბებს, არამედ გელაპარაკებით საქმეებზე, რომლებიც სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით გაკეთდა რესპუბლიკაში. მეორე ხუთწლედში ჩარხმშენებლობის დარგს შეემატა კიროვის ჩარხმშენებელი ქარხანა, შეიქმნა საჩამომსხმელო ქარხანა “ცენტროლიტი”, ქუთაისის სამთო-საშახტო მოწყობილობათა ქარხანა; 1929 წელს ამუშავდა თბილისის მაუდის ფაბრიკა, მომდევნო წელს გაიშალა ტყავ-ფეხსაცმლის, აბრეშუმის მრეწველობის, სამკერვალო ფაბრიკების მშენებლობა. მშენებლობა გაჩაღდა რაიონებშიც: აშენდა ხეტყის სახერხი ქარხნები, ხის დამამუშავებელი საწარმოები, ამუშავდა თბილისის ფირფიცრის ქარხანა, ასეთივე ქარხანა აშენდა ბათუმში, სახელი გაითქვა მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკამ, ცხინვალის ხეტყის კომბინატმა, ახმეტის ხეტყის ქარხანამ, ზუგდიდში შექმნილმა გიგანტურმა ქაღალდ-ცელულოზის კომბინატმა და სხვ. ყველა ეს საწარმო გეგმის მიხედვით აშენდა და ქაოსურად არ მიმდინარეობდა საქართველოს ტყეების განადგურება. ხეტყეზე მომუშავე ყველა ქარხანა თუ საწარმო რუსეთიდან შემოზიდული მასალით მუშაობდა. დღეს, როდესაც არც ერთი ქარხანა ქვეყანაში არ მოქმედებს, ტყეები ნადგურდება და ნედლეული საზღვარგარეთ გადის.

1923 წელს საქართველოში ჩატარდა სოფლის მეურნეობის მანქანა-იარაღების აღწერა და გაირკვა, რომ იყო:

1.ხის გუთანი _ 7406 ცალი;

2.ხის კავი _ 162 947 ცალი;

3.რკინის გუთანი _ 17 785 ცალი;

4.ხის ფარცხი _ 54752 ცალი;

5.რკინის ფარცხი_ 3002 ცალი.

* 1923 წელს საქართველოში იყო 338 480 მეურნე (გლეხის ოჯახი), მათგან სახნავი იარაღი არ ჰქონდა 210 092-ს, სატრანსპორტო ინვენტარს არ ფლობდა (ურემი, მარხილი, ორთვალა და სხვ.) 235 674 ოჯახი. 1940 წელს, ე.ი. 17 წლის შემდეგ საქართველოში იყო 2 448 ტრაქტორი. დიდი სამამულო ომიდან 7 წელიწადში, 1952 წელს, ტრაქტორების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 6 144 ცალს მიაღწია.

* ბუნების გარდაქმნის დიადმა სტალინურმა გეგმამ, რომელიც 1948 წელს შემუშავდა და 1953 წლამდე, სტალინის გარდაცვალებამდე, ხორციელდებოდა, გრანდიოზულ შედეგები გამოიღო. სტალინს ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელებული ჰქონდა თავის ქვეყანაში 1921 წლიდან და შედეგებზეც ასე თავისუფლად იმიტომ საუბრობდა. სტალინს საქართველოში უკვე აშენებული ჰქონდა კულაშ-ღანირის, ლაში-მისაქციელის, რიონი-მაშველის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის სარწყავი სისტემები, რომლებმაც გააცოცხლა 330 000 ჰა მიწის ფართობი; ამას ემატებოდა 105 000 ამომშრალი დაჭაობებული მიწის ფართობი. ნარინჯების ქვეყნად იქცა 220 000 ჰა კოლხეთის დაჭაობებული მიწისთვის მოტაცებული 60 000 ჰა, რომელზეც სრულიად ახალი სიცოცხლე გაჩნდა.

მიუხედავად ასეთი გიგანტური შრომითი ნაბიჯებისა, რომლებსაც საქართველო დგამდა 1921-დან 1940 წლამდე, 1940 წელს სტალინსა და იმჟამინდელ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

“საქართველოს მრეწველობა ძალიან ნელა ვითარდება, თქვენ კი ამ საკითხს საკავშირო ორგანოების წინაშე არ აყენებთ. ივიწყებთ, რომ, სანამ ბავშვი არ იტირებს, დედა მას ყურადღებას არ მიაქცევს. თუ ეს თავმდაბლობით მოგდით, ძალიან ცდებით. თქვენ შეგიძლიათ და კიდეც უნდა იყოთ თავმდაბალი პირად ცხოვრებაში. ამ საქებარი თვისებით რესპუბლიკის, ხალხის სასიცოცხლო ინტერესების ანგარიშზე თავმოწონება კი დანაშაულს უდრის. ჩვენ აქ ამხანაგებთან ვიმსჯელეთ და საჭიროდ ვცანით, საქართველოში ამ ხუთწლედში დამატებით შევუდგეთ სამი დიდი საწარმოს _ მეტალურგიული ქარხნის, საავიაციო ძრავებისა და თვითმფრინავების ქარხნის _ მშენებლობას. მოიფიქრეთ ამ ქარხნების მშენებლობის საკითხები, შეიმუშავეთ სათანადო წინადადებები და ჩამოდით მოსკოვში სახკომსაბჭოს თავმჯდომარესთან ერთად”.

დიდი სამამულო ომის შემდგომი 8 წელიწადი, 1945-1953 წლები, საქართველოში, ისევე, როგორც ყველა მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკაში, სოციალისტური მრეწველობის მძლავრი აღმავლობის პერიოდი იყო. რესპუბლიკის მოსახლეობის თავდადებული შრომით ამ პერიოდში აშენდა და მწყობრში ჩადგა სოციალისტური მრეწველობისა და ენერგეტიკის 300-მდე ობიექტი, მათ შორის, რესპუბლიკის მშრომელთა სიამაყე _ .. სტალინის სახელობის მეტალურგიული ქარხანა, აგრეთვე, ქიმიური და ცემენტის ქარხნები რუსთავში, ელმავალმშენებელი ქარხანა თბილისში, . ორჯონიკიძის სახელობის საავტომობილო ქარხანა ქუთაისში, ბამბეულის მძლავრი კომბინატი და ზუსტი ხელსაწყოების ქარხანა გორში, გამამდიდრებელი ფაბრიკები ჭიათურასა და ტყიბულში, ქვანახშირის, მარგანეცის, ტყვიათუთიისა და ბარიტის ახალი შახტები და მაღაროები ტყიბულში, ტყვარჩელში, გელათში, ახალციხეში, ჭიათურაში, ქვაისაში, ირში და სხვ., ქარხანაელექტროავტომატი”, “ელექტროგამშვები”, მიკროძრავადაგაზაპარატი”, ჰიდრომეტეოროლოგიური ხელსაწყოების, ლითონის სახეხი დაზგებისა და ტექნიკური ქვის ქარხნები თბილისში, გემთმშენებელი, ჩაის მრეწველობის, მანქანათმშენებელი და ელექტრომექანიკური _ ბათუმში, მიწასაწოვი მანქანებისა და ექსკავატორების ქარხანა _ ფოთში, ქარხანაემალსადენიდა ელექტროვიბრომანქანების ქარხანა სტალინირში (ცხინვალი), საშახტო მოწყობილობისა და ელექტრომექანიკური ქარხნები _ ქუთაისში, კაბელების ქარხანა _ ზესტაფონში, ხრამის, სოხუმის, ჭითახევის, ტყიბულის, შაორის, გუმათის, ლაჯანურის მძლავრი ჰიდროელსადგურები, ჩაის ფაბრიკები, ღვინის, საკონსერვო, ეთეროვანი ზეთების, ტუნგოს ზეთსახდელი, ყველისა და რძის ქარხნები და სხვ.

მკითხველს მანამდე უნდა მივაწოდო სტალინისდროინდელი საქართველოს აყვავებისა და გაბრწყინების ნამდვილი ფაქტები, სანამ მას ამის წაკითხვა არ მოსწყინდება.

მე კი მოვუწოდებ ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს: ნუ მოსწყდებით სინამდვილეს, ღია თვალებით შეხედეთ დღევანდელ მსოფლიოს და გაითვალისწინეთ დიდი შოთა რუსთაველის XII საუკუნეში ნათქვამი: “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების!” ეს დრო კარს არის მომდგარი.

სტალინის საფლავზე ნაგავი აღარ ყრია, ის ისტორიის დაუნდობელმა ქარმა გაფანტა. “უკვდავების შარავანდედით” შემოსილი ლიბერალიზმის ორმოციც მალე გვექნება გადასახდელი.

გრიგოლ ონიანი

 (გაგრძელება იქნება)

12 COMMENTS

  1. ბატონო გრიშა! ჩითახევის ჰესი? გერმანელი ტყვეების(პლენების) აშენებულია! 1956წლამდე საქართველოს რომ თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა განვითარებულ მსოფლიოსთან?

  2. მიხარია,რომ დადგა დრო,როცა ჩვენმა ხალხმა სწორად შეფასება შესძლო სტალინის ღვაწლის და თაროზე შემოდებულ სიმართლეს ობი არ მოეკიდა.დავფიქრდეთ რატომ დასტიროდა მთელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობა სტალინს,თუ მან ეს არ დაიმსახურა. უამრავი პრეზიდენტი გარდაცვლილა,სხვადასხვა ქვეყნებში,მაგრამ ხალხს თავი არ მოუკლიათ ტირილით. სტალინს კი თვითოეული ადამიანი დასტიროდა.

    • ისევე როგორც ჩრდ.კორეის ზომბილენდის რესპუბლიკაში დასტიროდნენ თავიანთი მთავარი ნაბიჭვრის ჩაძახლებას.
      მე არ ვარ არც ანტი და არც პროსტალინელი.
      ის ისტორიის კუთვნილებაა.
      შიში შეიქმს სიყვარულსა – ეს თემაა

  3. gocha
    სტალინს დიდი მისია ეკისრა. და გააჯეთა ის რაც გასაკეთებელი იყო. მსხვერპლიც ბევრი იყო . უმსხვერპლოდ რომელი ომია? რა დაუშავა მან საქართველოს? დაუშავა კი? სტალინი უყვარდათ კიდეც და დღესაც უყვართ ალბათ დაიმსახურა ხომ?

  4. სტალინისთანა მზრუნველი სამშობლოს პატრიოტი ჭირდება ჩვენს ქვეყანას.

  5. სავსებით ვეთანხმები. ქართველებო როდის უნდა მოვიდეთ გონს…. ქვეყანა თავზე გვენგრევა.

  6. მე ის ვიცი რომ სტალინი იყო ისეთი ფიგურა..მას შეეძლო დაებრუნებინა ლაზეთი.სარბი კოლხეთი. და ის მიწები რაც დღეს არ გვაქვს.ეთნიკური ერების ჩამოსახლება ესეც მისი ნება იყო?რა გააკეთა?არ ვიცი მე ვხედავ დაკარგულ დაკუწულ დაჩაგრულ ქვეყანას.სტალინი იყო დიდი ფიგურა მარა რუსეთის.

  7. ისტორიამ თქვა და იტყვის სათქმელს, მდაბიობა უვიცობაა,როდესაც იმ პერიოდის იმ პიროვნებას ამ პერიოდში იხილავ და თანაც უვიცი და უწიგნური რომ ხარ. სტალინი იყო განუმეორებელი ფიგურა,რომელიც აღარ განმეორდება და შექმნა რუსეთბისაც და საქართველოსთვისას იმაზე მეტი რასაც ვერავინ ვერ შეძლებდა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: gocha Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here