Home ახალი ამბები მსოფლიო რას ნიშნავს ფემინისტური მოძრაობა “დამნაშავე არ ვარ _ 2020”

რას ნიშნავს ფემინისტური მოძრაობა “დამნაშავე არ ვარ _ 2020”

რას ნიშნავს ფემინისტური მოძრაობა “დამნაშავე არ ვარ _ 2020”

ეს აქცია მეორე წელიწადია ეწყობა რუსეთისა და ევროპის 30-ზე მეტ ქალაქში. მის მიზნად გაცხადებულია იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებიც ოჯახურ ძალადობას განიცდიან.

ამჯერად ფესტივალი იმართება ტაშკენტში 5 მარტიდან 20 მარტამდე, ორ შემოქმედებით მოედანზე. მსმენელების წინაშე გამოდიან ლექციებით სამართალმცოდნეობის საკითხებზე, აჩვენებენ ფილმებს, ეწყობა საპანელო დისკუსიები, დაიჯესტები და დებატები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. დოკუმენტური ფოტოგრაფიის ცენტრში “139 Documentary center” გაიმართება საერთაშორისო გამოფენა “რა გეცვა შენ?”

ფესტივალის მხარდასაჭერად იმართება სხვადასხვა ღონისძიებანი არაკომერციულ საფუძველზე, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამა გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელებში.

ფესტივალის დროს შეგროვებული თანხა გაიგზავნება ქალებისა და ბავშვების სოციალურ-სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრ “მეხრჟონში”, რომელიც ფერგანის ოლქში მდებარეობს.

ასეთი აქციები, რომლებიც გაიმართა 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში რამდენიმე ქალაქში, ხასიათდება ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით, რომლის ტრანსლირებას აქციის მონაწილენი ახდენენ.

“მოძალადეები ხართ თქვენ _ საზოგადოებრიობა. ძალოვნები. სახელმწიფო მჩაგვრელია, შენი მოძალადე მეთვალყურეა”, ეს სიტყვები იმ სიმღერიდანაა, რომელიც აქციაზე გამოსულმა ქალებმა შეასრულეს.

სიმღერის ეს ტექსტი ესპანურიდანაა თარგმნილი: ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად და ა.შ. მთელ მსოფლიოში ქალები გამოდიან ქუჩაში და სახელმწიფოს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ოჯახს მოძალადეებს უწოდებენ.

აღნიშნული აქცია ნაწილია გლობალური ფემინისტური მოძრაობის, რომელიც მოწოდებულია ე.წ. ქალების დაჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ პიარაქციის დამახასიათებელი ნიშანია ოჯახური ძალადობის მასშტაბის მრავალჯერად გაზვიადებული წარმოდგენა. მაგალითად, ქალთა უფლებების დამცველი რუსი ფემინისტები აცხადებენ, რომ რუსეთში ოჯახური ძალადობის გამო თითქოსდა 14000 ქალი იღუპება. სინამდვილეში, ოფიციალური სტატისტიკით უკვე 15 წელიწადია, იღუპება 300 ადამიანი წელიწადში. თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ რეალური სტატისტიკის ათჯერ მეტად წარმოდგენა ნიშნავს, რომ ფემინისტები შეგნებულად მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით.

ფემინისტი ქალების უსინდისობა შეიძლება ვუწოდოთ მათ მიერ იმ რეალობის დამალვას, რომ ოჯახებში კაცები გაცილებით მეტნი იღუპებიან.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ქალების უფლებების ასე აშკარად გამოხატული გლობალური დაცვის მიზანი არ იფარგლება ძალადობის წინააღმდეგ გაცხადებული ბრძოლით.

ჰილარი კლინტონმა სახელმწიფო მდივნად ყოფნისას განაცხადა, რომ ქალთა უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრია. ქალთა უფლებების დაცვის იდეოლოგია საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენის მძლავრ ფაქტორად წარმოჩინდა.

ქალთა ორგანიზაციების აქტივისტები, რომლებიც გამოზრდილ-გამოწრთობილნი იყვნენ საერთაშორისო ფემინისტური ორგანიზაციების მიერ, აქტიურად მონაწილეობდნენ ლიბიის, ეგვიპტის, ტუნისის და ა.შ. ხელისუფლებათა დამხობაში.

სწორედ ამიტომ საერთაშორისო აქციას “დამნაშავე არ ვარ-2020” გამოკვეთილი ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here