Home ახალი ამბები საქართველო რამდენი ლარია თბილისის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები

რამდენი ლარია თბილისის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები

კალაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაორმაგების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 იანვარს მიმართვით უპასუხა და განმარტა, რომ ის, როგორც თბილისელთა მიერ არჩეული მერი, “თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას უთხრას სიმართლე”.

“საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. “ფეისბუქი” ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გითხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე _ იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო”, _ განაცხადა კალაძემ.

ამასთანავე, კახა კალაძემ ისაუბრა იმ თანამდებობრივ სარგოებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

“წარმოგიდგენთ, გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფას იღებდა თვითონ მერი _ ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, გიგი უგულავას წლიური შემოსავალი იყო 95 400 ლარი, თვეში საშუალოდ _ 7950; სევდია უგრეხელიძის წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო, თვეში საშუალოდ _ 7437 ლარი; შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა _ 101 336 ლარი, თვიური საშუალო _ 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დაახლოებით _ 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური _ 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა 6123 ლარი”, _ განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი _ 38 160 ლარია, თვეში _ 3180 ლარი; ვიცემერი ირაკლი ხმალაძე წლიურად 75 600 ლარს მიიღებს, თვეში კი _ 6 300 ლარს; სხვა მოადგილეები _ ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიურად 73 800 ლარს აიღებენ, რაც თვეში საშუალოდ 6150 ლარს შეადგენს.

“მინდა, მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზიანებს თბილისის მერს, პირადად, მე, ჩემს თანაგუნდელებსა და, საზოგადოდ, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია”, _ განაცხადა კახა კალაძემ.

1 COMMENT

  1. ra unda etxra exla amas(kaladzes) vitomda siketes aketebs aset utvinobas romeubneba damsheul da ganadgurebul mosaxleobas. tviton 3000 lari albat mxolod kudebshi daschirdeba , da gamopituli , shimshilit da ukug=marti cxovrebit danervozebuli adamianebistvis 180 lari unda iyos sakmarisi, rom aRaraperi vtkvat 6-7 atasiani tviur xelpasebze. tpui kaladzev da mtlianad nac-kocobis monur mtavrobas. tkven xart dasavletis monebi da xom kargad icit es yvelam, kveshapsia mtavroba.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here