Home სხვადასხვა დაიჯესტი ჟან კლოდ იუნკერი ოფიციალურ ღონისძიებაზე ცალ-ცალი ფეხსაცმლით გამოცხადდა

ჟან კლოდ იუნკერი ოფიციალურ ღონისძიებაზე ცალ-ცალი ფეხსაცმლით გამოცხადდა

948
ჟან კლოდ იუნკერი

ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარე ჟანკლოდ იუნკერი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ცალცალი ფეხსაცმლით გამოცხადდა. ევროპელი მაღალჩინოსნის უცნაური გამოსვლა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

პრესკონფერენცია ტარდებოდა სამხრეთი აფრიკის ლიდერ სირილ რამაფოსასა და ევროკავშირის თავმჯდომარე დონალდ ტუკის შეხვედრის შედეგებზე.

საზოგადოების წინაშე ცალ-ცალი ფეხსაცმლით გამოსული იუნკერი ასისტენტმა ქალმა სასწრაფოდ მოაშორა ჟურნალისტების თვალს.

იუნკერთან დაკავშირებულია ოფიციალურ ღონისძიებებზე მომხდარი სხვა კურიოზული ეპიზოდებიც:

* 2018 წელს ნატოს სამიტზე ევროპული კომისიის თავმჯდომარე კინაღამ ზედ დაეცა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს. მასმედიამ ეჭვი გამოთქვა, რომ იუნკერი მთვრალი იყო;

* 2017 წელს სხვა სამიტზე ჟენევაში  შენიშნეს, რომ იუნკერი ადამიანებსა და ავეჯს ეჯახებოდა.

* 2015 წელს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე იუნკერი ამაღლებულ განწყობაზე იყო: ცეკვავდა, ჰალსტუხს უსწორებდა სხვა სტუმრებს და მხარზე ხელს უტყაპუნებდა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here