Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინმა რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების 13 წლიანი სტრატეგია დაამტკიცა

პუტინმა რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების 13 წლიანი სტრატეგია დაამტკიცა

1007

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2030 წლამდე პერიოდში რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა. განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


“რუსეთის მთავრობამ 3 თვის განმავლობაში უნდა შეიმუშაოს საორგანიზაციო, ნორმატიულ–სამართლებრივი და მეთოდური ხასიათის ღონისძიებების გეგმა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის უსაფრთხოების შესახებ 2030 წლამდე პერიოდში და უზრუნველყოს მისი შესრულება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ეროვნული ინტერესების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ახალი საფრთხეების გამო ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია შეიმუშავეს. დოკუმენტში ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მათი გადაჭრის მექანიზმების შესახებ არის საუბარი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here