რუსეთის მოსახლეობის 80% დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სტატიას РИА Новости აქვეყნებს.
არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო აცხადებს, რომ გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ პუტინი მეორე ვადით გახდება რუსეთის პრეზიდენტი, რესპოდენტთა 9%-ს მიაჩნია, რომ ვერ გახდება, ხოლო 12%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.
გამოკითხულთა 46%-ის განცხადებით, მათ ძალიან ცუდი რეაქცია ექნებათ იმ შემთხვევაში თუ პუტინი გადაწყვეტს არ მიიღოს მონაწილეობა 2018 წლის არჩევნებში. 35% თვლის, რომ მათთვის სულერთია, ხოლო 14 % მიესალმებოდა პუტინის ამგვარ გადაწყვეტილებას.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 2018 წელს. არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკმა. 2016 წლის თებერვალში პარტია “ვაშლმა” მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში წარედგინათ გრიგორი იავლინსკი თავიანთ კანდიდატად. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სურვილი გამოთქვა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალინიმ, რომელის სახელს უკავშირდება Кировлеса-ს გახმაურებული საქმე, რის გამოც მას კიროვის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა2013 წელს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც კომისია არ დათანხმდება დაუშვან ნავალინის მონაწილეობა არჩევნებში. პარტია “სამართლიანმა რუსეთის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მალე ჩამოყალიბდებიან თუ როგორ აწარმოებენ კამპანიას უკვე წინასაარჩევნო პერიოდში (მარტი-აპრილი), რაც შეეხება კანდიდატს, ამის შესახებ განცხადებას პარტია შემოდგომისთვის გააკეთებს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის კამპანიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ეს საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში.