Home რუბრიკები საზოგადოება პროდასავლური შიზოფრენია და ქართული რეალობა

პროდასავლური შიზოფრენია და ქართული რეალობა

1609
დროშა

ამასწინათ ფოთიდან ვეტერანი სპორტსმენი ვახტანგ ალანია დამიკავშირდა და მითხრა: “საქართველო და მსოფლიოერთადერთი გაზეთია, რომელიც თავის პრინციპებს, იდეოლოგიასა და საქართველოს გადარჩენის გზას არ ღალატობს, სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით”. მან აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ტელეკომპანიაობიექტივში”, გია არეშიძის საავტორო გადაცემაში, რუსეთს არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებენ და შემდეგ ქართველ ხალხს მიმართავენ: “თვითონ განსაჯეთ, საქართველოსთვის თურქეთთან ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია თუ რუსეთთან(?!)”. “დასავლეთს საქართველოსთვის ოქროს სასახლე რომ აეშენებინა, მაინც არ უნდა ვლანძღოთ რუსეთი, რომელმაც, გარდა სოციალურეკონომიკური და კულტურული პროგრესისა, ქართველებს ღიმილი გვაჩუქა”, _ აღნიშნა საუბრის დასასრულს ვახტანგ ალანიამ.

ტელეკომპანია “ობიექტივი” ერთადერთ დემოკრატიულ არხად არის მიჩნეული, რომლის ეთერშიც ყველას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება. მიუხედავად ამისა, ამ პარტიული ტელევიზიის ეთერი განსხვავებული იდეოლოგიისთვის (ვალერი კვარაცხელიას საავტორო გადაცემა) მას შემდეგ დაიხურა, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ. ხალხის მოთხოვნით ეს გადაცემა აღადგინეს, მაგრამ არა ძველებური რეჟიმით (კვირაში 2 დღე), არამედ 2 კვირაში ერთხელ. აი ასე “დემოკრატიულად” ითვალისწინებენ ხალხის აზრს. “ობიექტივის” ეთერიდან პატრიოტულ იდეებსაც ვისმენთ, რასაც მონატრებულია საქართველოს მოსახლეობა. სრულიად ვეთანხმები ბატონ დავით თარხან-მოურავის მოწოდებას, რომ უნდა დავიცვათ ქართული ინტერესი მსოფლიოში, რადგან ჩვენთვის საქართველოა უპირველესი. იმ მოსაზრებასაც ვეთანხმები, რომ დღეს დამპყრობელი მოდის ჩაგრულის ნიღბით, მოდის და გვეუბნება: ვიჩაგრები, დაიცავი ჩემი უფლებები, მაგრამ სინამდვილეში ცდილობს, სამშობლო დაგვავიწყოს”. ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილმა, დიდი ხანია, ნიღაბი ჩამოხსნა “მეგობრად” მოსულ მტერს. ახლა დროა, თვითონ ჩამოიხსნას ნიღაბი ბატონმა დავითმა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ეს მტერი რუსეთი არ არის. ის არც სამშობლოს დავიწყებისკენ გვიბიძგებს, არც თავისი უფლებების დაცვისკენ. ეს ის დასავლეთია, რომელიც ყველა ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევა. მაშ, რატომ დარბიან “პატრიოტთა ალიანსის” წევრები დასავლეთში? ამაზე პასუხი პირდაპირ ეთერში ამ პარტიის წარმომადგენლისგან მივიღე: ჩვენი მეფეებიც დადიოდნენ აღმოსავლეთში, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, ეროვნული საქმე ეკეთებინათო. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს ფაქტობრივი მმართველები აღმოსავლეთის მბრძანებლები იყვნენ. ხომ არ არის ეს თვითლუსტრაცია? ახლა ქვეყნის მმართველად ევროპელ და ამერიკელ ნაბიჭვრებს მივიჩნევთ? ბატონი დავითი ამერიკელებს საკმეველს უკმევს, როცა დეზინფორმაციას ავრცელებს: “ნახეთ, რა უქნა რუსეთმა უკრაინას?”, მე კი მისგან რადიკალურად განსხვავებულ თვალსაზრისს შემოგთავაზებთ: ნახეთ, რა დამართა დასავლეთმა უკრაინას? უკრაინელებს კიევის რუსეთი დაავიწყა, ორი მონათესავე ერი ერთმანეთს გადაჰკიდა, ხოლო უკრაინა იქცა #1 კორუფცირებულ ქვეყნად აღმოსავლეთ ევროპაში. რაც შეეხება კიევის ცენტრში მაიდნის მოწყობას ამერიკის სპეცსამსახურების მიერ, ამაზე საჯაროდ საუბრობენ აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი რეი მაკჰოვენი და ექსპერტი პოლ კრეიკ რობერტსი _ ეს ბატონმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს. პატრიოტიზმი არ არის, როცა უკრაინის რეალურ დამანგრეველს არ ასახელებენ, ამერიკელ სენატორებთან ნაცნობობით იწონებენ თავს და ამ იდეოლოგიის მქონე არსებებთან (პატრონებთან) უკეთეს პარტნიორობაზე ოცნებობენ, _ ჩვენ უკეთეს პარტნიორობას გავუწევთო. ამერიკის სენატი ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებსაც არ ეთანხმება და დავით თარხან-მოურავის მოსაზრებებს გაიზიარებს?

ირმა ინაშვილი უფრო ადვილად ატყუებს ხალხს”, _ ამბობს მოტივტივე ლიბერასტი ლევან ბერძენიშვილი. არ ვიცი, რას გულისხმობს ბატონი ლევანი, მაგრამ ვიცი, რომ რუსეთის “საერთაშორისო ბანდიტად” გამოცხადება არ არის პატრიოტიზმი. საუკუნეების განმავლობაში პატრიოტიზმი გვაერთიანებდა. ლიბერასტულ საქართველოში კი პატრიოტიზმის თემა საერთოდ ამოღებულია ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკიდან. მწერლებსაც ისეთს ირჩევენ, რომლებსაც პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვთ. თუ რუსეთის “ოკუპაციის” პირობებში უმნიშვნელოვანესი იყო ეს თემა, ახლა “თავისუფალ” საქართველოში ქართველების ხელით რატომ იბლოკება? იქნებ პატრიოტმა ირმა ინაშვილმა ამ საკითხს მიაქციოს ყურადღება და არა იმას, რაც შეიძლება მეტი პარტია შეიქმნას და ყველა “ქართულ ოცნებას” დაუპირისპირდეს. თუ პირველობა გინდათ, “პატრიოტებისპატრიოტიზმზე კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს! ნამდვილი, მამაკაცური პატრიოტიზმია საჭირო ქვეყნისთვის, როგორც მაშინ იყო! _ თქვა ერთ-ერთმა ვეტერანმა 9 მაისისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. იმხანად ქვეყნის სათავეში კაცი იდგა _ სტალინი და ქვეყანას იდეოლოგია ჰქონდა. ახლა, სამწუხაროდ, ლიბერასტ-პედერასტები არიან. რაც შეეხება იმ ევროპულ ღირებულებებს, რომლებზეც ჩაციკლულნი არიან სახელისუფლო თუ ოპოზიციური პარტიები, საკითხავია, უნდა კი ტრადიციული ღირებულებების მქონე საქართველოს ისსაერთო ევროპული ოჯახი”, რომელშიც ქვეყნებს არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები მართავენ? იქნებ საერთო სარეცელიც გაიშალონ ამ იდეის მიმდევრებმა ევროპელ ჰომოსექსუალებთან? ეს ქვეყანა ამ ხელისუფლების საკუთრება არ არის. აქ ქვეყნის მომავალი თაობებმა უნდა ააშენონ. რა მემკვიდრეობას ვუტოვებთ იმ თაობას, რომელსაც ცნობიერება დაუნგრიეს და უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაუტოვეს? _ ქვეყანას საზღვრებისა და იდეოლოგიის გარეშე!

სახელმწიფო სტრუქტურები როგორც აზროვნებენ, ჩვენც ისე უნდა ვიაზროვნოთო, _ გამიმხილა დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა. სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ახალგაზრდებს რობოტებად განიხილავს, საერთოდ არ აზროვნებს. მათ ნაცვლად ამერიკის ელჩი ფიქრობს, მაგრამ არც ის აზროვნებს. იმედგაცრუებული ახალგაზრდობა დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება და ურჩევნია, დატოვოს სამშობლო.

დასავლეთის ემისრები მედიასაშუალებებს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ. რუსეთისადმი დამოკიდებულება პათოლოგურ ფსიქოზში გადაიზარდა, რისთვისაც დასავლეთი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელისუფლებას აფინანსებს.

ზოგიერთის ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ დასავლეთი, რომელიც დღეს ნაცებს ლობირებს, რუსეთის პროექტსა და ინტერესებს უჭერს მხარს. ციხის კადრები, მართლმადიდებელი ეკლესიების ნგრევა, რუსეთის ლანძღვაგინება და მისთვის დაწესებული სანქციებიც რუსეთის პროექტია? შეიძლება რუსეთი სააკაშვილის პრეზიდენტობის მომხრე იყო, მაგრამ მაშინ ქართველმა არამოაზროვნე საზოგადოებამ დაუჭირა მას მხარი. ჩვენ “ოცნებაც” ავირჩიეთ, მაგრამ დღეს აღარ მოგვწონს დასავლეთის დაკრულზე მოცეკვავე პარლამენტარები, რომლებსაც საპარლამენტო მანდატთან ერთად ეროვნული და კაცური ღირსების მანდატები არ მიუღიათ (ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ შარშან 34 მილიონ ლარზე მეტი პრემია დაირიგეს).

რუსეთმა ისარგებლა სააკაშვილის პრეზიდენტობით. როცა ომში გამარჯვებული დამარცხებულ, მიწაზე მხოხავ ფსიქოპათს კედელთან მიიმწყვდევს, ცხადია, თავისი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. რუსეთს არ უფიქრია მაიდნამდე ყირიმის შემოერთება, 2008 წლის ომამდე _ ახალგორის. გენიალურმა გრიგორი კლიმოვმა თქვა, _ ერთი დეგენერატი უკეთ ანგრევს ქვეყანას, ვიდრე ატომური ბომბიო. სწორედ ასეთი დეგენერატი გამოიყენა რუსეთმა სათავისოდ. რაც შეეხება მის ქებას ამერიკელთა მხრიდან, ევროპელ მწერალს ეკუთვნის ფრაზა _ “სულელს სულელი მაქებარი არ დაელევა” (ნიკოლა ბუალო; საფრანგეთი, XVII ს.).

პოლიტოლოგმა ვალერი კვარაცხელიამ თავის საავტორო გადაცემაში ტელეკომპანია იმედისეთერში გასული სიუჟეტი წარმოადგინა, სადაც ტვინრეფორმირებული ლიბერასტი ქალბატონი ახალი თაობის პრეზერვატივების წარმოებას აანონსებს, რომლებსაც ჩვენი ისტორიული, სათაყვანებელი გმირების სახელები დაარქვეს (“დავით აღმაშენებელი”, “ქართლის დედადა სხვ.), ანუ ქართველი გმირების სახელები, ქართული ღირებულებები პრეზერვატივთან გაათანაბრეს. ეს არის შეტევა ღირებულებებზე, სიწმინდეებსა და ზნეობაზე, როცა საქართველოში ჩვენივე სიწმინდეების გაუპატიურება ჩვენივე ლიბერასტების ხელით ხდება. რატომ წამოსწიეს ეს თემა? ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, გენიალური ქართული კინოკომედიის _ “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ერთ-ერთი პერსონაჟის (ილარიონის) სიტყვები უნდა გავიხსენოთ: “ეტყობა, უგრძნია, უგრძნია!”. დიახ, ლიბერასტებმა იგრძნეს, რომ იქცნენ ამერიკელთა პრეზერვატივებად, რომლებსაც იყენებენ. ლიბერასტები იმასაც მიხვდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან პოლიტიკური პროცესია და საერთო არაფერი აქვს უანგარო მეგობრობასთან. ეს უფრო ბატონყმურ პროცესს გვაგონებს ქვეყნის წარსული ცხოვრებიდან. თუ ზემოაღნიშნული ინოვაცია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაა და არა ჩვენი ღირებულებების შეურაცხყოფა, ჩემი თანამოაზრის ინოვაციურ პროექტსაც აქვს არსებობის უფლება, რომელიც ტუალეტის ქაღალდის წარმოებას აანონსებს სახელწოდებითამერიკა”, “ევროპა”, “ობამადა ..

დასასრულ, ისევ ჩვენი გაზეთის მკითხველის, ვახტანგ ალანიას, სიტყვებს მივუბრუნდები _ რუსეთმა ქართველებს ღიმილი გვაჩუქაო. ამ სიტყვებმა ნოსტალგია განმიახლა. დიახ, დავდიოდით ქართულ ქალაქში, ერთმანეთი გვიყვარდა და ერთმანეთს ღიმილს ვჩუქნიდით. ეს ღიმილი ლიბერასტულმა დასავლეთმა წაგვართვა ჩვენივე ხელისუფლების ხელით.

ჩემო ძვირფასო ქართველებო, დავიბრუნოთ წართმეული ღიმილი!

იზა თამაზაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here