Home რუბრიკები საზოგადოება პრეზიდენტის არჩევნები, ანუ თანამედროვე ყეენობა

პრეზიდენტის არჩევნები, ანუ თანამედროვე ყეენობა

1249
გივი სომხიშვილი

საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ხელისუფლებაში გამძვრალი უღირსების სამარცხვინო ლაქუცის შედეგია უცხოეთისა და უცხოელთა მიმართ

დღეს ქვეყნის დამაქცევართა ზეობის მანკიერებაში ადამიანებად თვლიან ევროატლანტიკური გარყვნილების მქადაგებელ ვირთხებს; არასამთავროებად წოდებულ ანტიეროვნულად მყეფავებს; პარტიებად წოდებულ ქლესა, უზნეო, ქარაფშუტა მოლაყბეებს, ანტიეროვნულობის ნიშნით ხელისუფლებაში შეტენილ გოშიებს. სხვა რა უნდა იფიქრო, როცა პარლამენტიდან აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული გზა ხალხის არჩევანია?!

რით ადასტურებენ, რომ ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის ოცნებაა, სად გაგონილა, ხალხი ან ნორმალურად მოაზროვნე სულიერი უბედურების ხახაში ასე უთავმოყვარეოდ მიძვრებოდეს? ყველა მატყუარა, ქვეყნის საციცოცხლო არტერიაზე პარაზიტად მომჯდარ ეგოისტ მიზანტროპს ყოველგვარი ანტიხალხურის ხალხის სახელით შენიღბვა ეხერხება და იმავე ხალხის სახელით უბედურებისკენ ექაჩება ქვეყნის მართვის საჭეს.

უბედურების მეტი რა მოუტანა ქართველ ხალხს ეროვნული მოძრაობის სახელით შენიღბულმა დანაციონალურ მოძრაობადწოდებულმა ევროატლანტიკური ფსიქოზით შეპყრობილმა ნაგავმა?! ქართველი ხალხი ეკონომიკურად დაჩაჩანაკდა, ფიზიკურად დასუსტდა, სულიერად დაკნინდა; საქართველო უმძიმესმა კრიზისმა მოიცვა, რაც დღემდე გრძელდება, და ამ საშინელებიდან გამოსვლის არავითარი პერსპექტივა არ ჩანს; მოიშალა სანაქებო ქართული ზნეობა.

ყველა მანკიერების ბუდე და უბედურებათა სათავე საზარელი ქონებრივი უთანასწორობაა, როცა ცალკე პოლუსზე შექუჩებული სარეველადქცეული მდიდართა კასტა ქვეყანას წონასწორობას უკარგავს და დაუზოგავად სპობს ადამიანურ ზნეკეთილობას. საზოგადოებას უბედურებად მოედო ბოროტი მანკიერებანი _ ეგოიზმი, მომხვეჭელობა, მოშურნეობა, გამცემლობა, ქვეყნისა და ერის ინტერესებით კარიერისტული ამბიციების დაპურება. გამდიდრებისადმი გაუმაძღარმა ლტოლვამ მუხთალი, კარიერისტი ვიგინდარების სულში სიყვარული სიძულვილით, სიკეთე ბოროტებით შთანთქა. ამ ღალატმა, შურმა და ვერაგობამ ეროვნული საამაყო ჩვევებისადმი ერთგულება და მისი დაცვის უპირველესი საპატიო გრძნობა გააქრო და ევროატლანტიკური სიბილწის ჩამთესველებად იქცნენ.

მმართველ წრეებში გაბატონებულია საზარელი სულიერი სიღატაკე და ზნეობრივი სიმდაბლე. არ დარჩენილა არც ერთი ადამიანური მანკიერება, რომლითაც დღევანდელ პოლიტიკურ ნაგავს თავი არ ესახელებინოს. ფულსა და კომფორტზე იცვლება ნებიერთა სული და სამშობლოს კეთილდღეობისათვის ზრუნვის უპირველესი მოვალეობა. მოხვეჭის აღვირახსნილ ძიძგილს სდევს თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ერის ინტერსების ღალატის ხარჯზე უცხოელებთან ლაქიობით ხალხზე მბრძანებლობის მოპოვება, სიხარბე, მუცლის მონობა, ღრეობა, ზნეობრივი გარყვნილება და სქესობრივი სიბილწე. ასეთია ხალხის სახელის უზურპატორი ნაგვის მონაპოვარი და ხელისუფლებაში ყოფნის პერსექტივები.

საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ხელისუფლებაში გამძვრალი უღირსების სამარცხვინო ლაქუცის შედეგია უცხოეთისა და უცხოელთა მიმართ. უბედურების მეტი რა მოგვიტანა ევროატლანტიკურად კუდის ქიცინმა და ევროპარლამენტში სასაცილოდ ქცეული საყველპურო ინგლისურით თავის გამოჩენის მცდელობამ, ევროკავშირისა და ჯვაროსანი ტამპლიერებისგან გამონათხოვარი დროშების საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკად აფრიალებამ და მათ ფონზე ხელისუფალთა გაბღენძვამ? ისემც რა გითხარით, რომ ეს ხალხის სურვილი იყო! კუდქიცინა, ლუკმის მისაღებად მუცელზე მხოხავ ძაღლს წიხლის ამოკვრით აჯილდოვებენ, ამაყსა და თავმოყვარეს კი აუგად ხელის აქნევასაც ვერ უბედავენ. ამათ კი ქართველი ერის თავმოყვარეობა და სიამაყე მათხოვარი ლაქიების ყოფაზე გაცვალეს, რადგან სამარცხვინო საქციელს ქართველი ხალხის სახელით ნიღბავენ, იმ ხალხის, ყველაზე მძვინვარე და დაუნდობელი მტრის წინაშე ქედი რომ არ მოუხრია, რომელმაც საშინელი და გამანადგურებელი ბრძოლების პირობებში შექმნა მსოფლიოში ერთერთი ბრწყინვალე დამწერლობა. სრულიად ევროპამ კი ლათინების შექმნილი დამწერლობა ჩამორჩენილ მოსწავლესავით ასე უზრუნველად გადაიწერა. ზოგიერთი გაუთლელ-გაურანდავი ევროპელი ბღენძი, ქართველი ხალხის კაცობრიობის საგანძურში შეტანილ წვლილზე წარმოდგენა რომ არ აქვს, თეთრკანიან პაპუასებს გვიწოდებს იმ ერის შვილებს, მსოფლიოში განუმეორებელი სიკეთის, სიყვარულის, ადამიანური ცხოვრების სპეტაკი სულის საგალობელი “ვეფხისტყაოსანი” რომ შექმნა და თაობებს ამ იდეების რწმენით აწრთობდა. დღეს კი ის საშინელი დაავადება შეჰყრია, მსოფლიოს მბრძანებელი ლათინები რომ აღგავა პირისაგან მიწისა.

რა ჩამოთვლის იმ ღალატთან წილნაყარ უბედურებას, რომელიც ევროატლანტიკურ ფორანს უპატრონო დეკეულივით ადევნებულმა ვაიპოლიტიკოსებმა ევროპიდან შემოტანილი რეკომენდაციებისა თუ დავალებების დაკანონებით ქართველ ხალხს რომ თავს დაატეხეს…

ვინც ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა დააკანონა და უამრავ უცხოტომელს საქართველოს მოქალაქეობა დაურიგა მაშინ, როდესაც ქართველები ჯოჯოხეთადქცეული სამშობლოდან გარბიან და ქართველობა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ერისა და ბერის მოღალატე არ არის?! ყველაფერს აკეთებენ საქართველოში უცხოელების გასანებივრებლად, ყოველივე ქართულის დასაკნინებლად და რუსთაველის იდეებზე ნაწრთობი თაობების შთამომავალთა გასარყვნელად, უზნეობითა და სქესობრივი სიბილწით დასაბინძურებლად. ვინმე “დელფინა”, ძროხის ენა რომ ვერ ჩაუტევია პირში, ბილწად შეთხზული სიმყრალით წამლავს ახალგაზრდების გონებას. ვაჟაფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ლადო ასათიანისა და ყველა ღირსეული ქართველის მაგინებელი ეს ამფიბია უნივერსიტეტში უზით და ქართული ზნეკეთილობის მყრალი უზნეობისკენ დაბრუნებას ცდილობს. ნუთუ ისე დასუსტდა და დაბეჩავდა ეროვნული სიწმინდეებისა და საამაყო ტრადიციებისადმი რაინდული სულის ქართველთა თავდადება, რომ ამ ვიბრიონებს ვეღარ უმკლავდება?! ფუტკრების ოჯახში მომრავლებულ მუქთახორა მამლებს მუშა ფუტკრები გარეთ ერეკებიან, ოჯახი რომ გადაარჩინონ. ჩვენთან კი ეშმაკეული გარყვნილების მქონე პარაზიტები ისე მომრავლდნენ, რომ ერის გაძლიერებაგაჯანსაღებაზე ფიქრიც კი საეჭვო ხდება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაა საქართველოს გაბრწყინების საწინდარი. ფაქტობრივად კი, ყველაფერი საწინააღმდეგოდ კეთდება. ვილოცოთ, რომ რუსეთი გამართულად იდგეს ფეხზე, თორემ ევროატლანტიკური თვალთმაქცები ერთ დღეში ამოგვხდიან სულს. სხვა რა უნდა ეწოდოს ავღანეთში საქართველოს (ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე) სამხედრო კონტიგენტის არსებობას. საქართველოს ხელისუფლებაში ანტიეროვნული ფსიქოზით დაავადებული ლაქიები ამგვარად იწონებენ თავს, მაგრამ, შენ რომ ნატო გქვია და ამხელა სამხედრო პოტენციალი გაქვს, საქართველოს ასე გაბითურებისა არა გცხვენია?! აბა, ფლავის დარიგება იყოს, მაშინ თუ დაუთმობდით საქართველოს მეორე ადგილს?! შექებითა და ყალბი დაპირებებით თვიანთ საქმეს მუქთად აკეთებინებენ საქართველოს.

წინა პარლამენტში ევროპელთა რეკომენდაციებით (თუ დავალებით) ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებითა და პრეზერვატივებზე ყბედობით გამოიჩინეს თავი; შედეგად პრეზერვატივებზე ქართველთა საამაყო წინაპრების დახატვა დაიწყეს: ქართველი ფეხბურთელის ხურუშიანთა დროშის ფერებიანი სამკლავურით თამაშს ამართლებენ ხელისუფლებაში მომსხდარი ბოსები და ამერიკაში ჩოხებში გამოწყობილი ორი ხურუშიანის დაქორწინებას რეკლამას უკეთებენ; გარყვნილ, ზნედაცემულ, სქესობრივად ბილწ მანიაკთა ნაჯღაბნებს ბეჭდავენ, პრემიებს აძლევენ და უცხოეთში კონკურსებზე გზავნიან. ახალ პარლამენტზე წარმოდგენა რომ შეგექმნას, შეხედავ მისი თავმჯდომარის კულულებს და დარწმუნდები, რომ ფორმა ამართლებს შინაარსს.

უმადურობის ბანგით გაბრუებულნი დღეს ერთმორწმუნე რუსეთს აგინებენ. აგინებენ მას, ვინც გადაგვარჩინა, მგლის ხროვასავით შემოსეული მტაცებელი ჩამოგვაშორა, გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა, ეროვნული სიამაყე დაგვიბრუნა და გაგვანებივრა, სანამ ისევ ქართველმა ეშმაკეულმა-შევარდნაძემ არ დაიწყო ქართველების სპეკულიანტებად მონათვლა და სახელის გატეხა. მეორედ მოსვლით კი, ყველა უბედურებასთან ერთად, ნაციონალური ჭირიც შეგვყარა.

ისინიც ქართველები იყვნენ, ყმებს შვილებს დეკეულივით რომ უყიდიდნენ და ამ ფულით მოწყობილ ღრეობაზე საქართველოს სადღერგძელოს დიდი ყანწით სვამდნენ. ერთიანი საქართველო დაშალეს, დააქუცმაცეს, მეფუკებად წამოსხდნენ და ერთმანეთს დაერივნენ. გარეშე მტერთან იმდენი არ უომიათ, რამდენი ქართველთა სისხლიც შინა კინკლაობაში დააქციეს და ერი მოსპობის გზაზე შეაყენეს. მათგან რით განსხვავდებიან დღევანდელ ევროატლანტიკურ უბედურებას ადევნებული ვაგლახები?! ვინ დათესა ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის უნდობლობის, ბოროტებისა და მტრობის თესლი, როცა ერთად ძმურად სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობდით?!

არც ერთ ხელისუფლებას თითიც არ გაუტოკებია ოსებთან და აფხაზებთან მეგობრობის აღსადგენად, პირიქით. ცოტა გამთბარ ურთიერთობას ნაციონალებმა ევროამერიკელი მწვრთნელების წაქეზებით ისეთი ბოროტების სამსალა დაასხეს, რომ, გამთლიანება კი არა, საქართველოს დაქუცმაცების უბედურებამ თვალებში ჩაგვხედა. პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ნაციონალების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის მონაწილე რომ არის, გაჰყვირის: ომი რუსეთმა დაიწყოო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ნაცისტებისთვის სიცრუის ქადაგება სამარცხვინოდ არ ითვლება. რა გაეწყობა, “ქართულ ოცნებას” უმადლოდნენ თორემ თბილისში პარლამენტის სხდომათა დარბაზის დარბევისა და სხვა უარეს ბოროტებაში მონაწილეობისთვის პასუხი უნდა ეგო და დღეს აკრძალული უნდა იყოს ნაციონალური ჭირი.

“ქართულ ოცნებას” იმასაც ედავებიან, _ რასაც ადრე შეგვპირდი, რატომ არ სრულდებაო. ისე კი უცნაურია, როცა ოცნების რეალურად შესრულებას ვითხოვთ. ოცნებები რომ სრულდებოდეს, ან სამყარო მოისპობოდა, ან სამოთხედ იქცეოდა. ოცნებას ოცნება იმიტომ ჰქვია, რომ რეალურთან საერთო არაფერი აქვს. რა, ურემი თუ ლაფშია ჩაფლული, იოცნებებ _ მიფრინავსო და შვებას იგრძნობ? ფარეხში ჩამოკიდებული კატასავით აჩხავლებენ ევროპული არჩევანის სიკეთეს. კატა ჩხავილით იღლება და გონს მოსული ცხვარი ისევ იწყებს ბღავილს. ესენი კი განაგრძობენ ყალბ ყაყანს ევროპული გზის სიკეთეზე. ერთ მშვენიერ დღეს გაუსაძლისი ცხოვრებით გამწარებულთა ბღავილი ცრუპენტელების ნებიერ ცხოვრებას შეარყევს და მაშინ მიხვდებიან, რომ ხალხი ცხვრის ფარა არ არის.

თანამედროვე არჩევნები იმ სადგურის უფროსის ამბავს ემსგავსება, მუსიკოსებს ყველა სიმღერის შეკვეთაზე ათას აგურს რომ ჰპირდებოდა. მეორე დღეს აგურის წასაღებად მისულმა მუსიკოსებმა ასეთი პასუხი მიიღეს: თქვენ რომ უკრავდით, მსიამოვნებდა; მე აგურს რომ შეგპირდით, თქვენც ხომ გესიამოვნათ, ჰოდა, ბარიბარში ვართო…

ბუტაფორიად ქცეულ პრეზიდენტობას ბაღდადის ბუზებივით დაესივნენ მისი მონადირების მსურველები. ყველაზე თავგამოდებით ნაციონალები ირჯებიან; იმდენი სატელიტი პარტია მოიგონეს, ეტყობა, სახელწოდება არ ეყოთ, თორემ არ გაჩერდებოდნენ. მათი პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლე საფანტის გასროლას ჰგავს, იქნებ რომელიმე მოახვედრონ და დამნაშავეთა შეწყალების უფლების გამოყენებას ეზიარონ.

ცხინვალის ავანტიურა დამოკლეს მახვილივით კიდია ნაციონალების თავზე, რომელსაც ევროამერიკელი პატრონები იჭერენ, და არავინ იცის, როდის გაუშვებენ ხელს. სალომე ზურაბიშვილს ეყო გამბედაობა და საქვეყნოდ აღიარა სიმართლე, რომ ომი ნაციონალებმა დაიწყეს; დაესივნენ კიდეც უამრავი ბრალდების შეკოწიწებით. ეს ავანტიურა, უცხოეთის დავალებით, მათი ლაქია ნაციონალების მოწყობილი რომ იყო, სრულიად საქართველომ იცის, მაგრამ მაღალი პოსტის მქონე ვერც ერთი ადამიანი ამას ვერ აღიარებს, რადგან მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს. ვნახოთ, ნაციონალთა განაწყენების გამო დასჭირდება თუ არა ცხენი სალომე ზურაბიშვილს.

პრეზიდენტობის კანდიდატები კი დაპირებებით ცდილობენ იმათ გაბითურებას, ვინც ვერ ერკვევა ამ ყეენობაში. ჩვენთან პრეზიდენტობა ის ფიტულია, რომელში შემძვრალს შეუძლია, ყველაფერი იყბედოს და არაფერი აკეთოს, რადგან არც არაფერი ეკითხება. ისე კი თავმოყვარე ადამიანი არც იკადრებდა ამ ყვარყვარე თუთაბერის საოცნებო პრეზიდენტობას, რომლის მაძიებელთა ძიძგილი და გაწევ-გამოწევა უკვე გულისამრევი გახდა. არადა, დღევანდელმა “პლასტილინა” პრეზიდენტმა, მდიდარი სექსით მოტრაბახემ, ქართველთა გონებრივი შეზღუდულობის ზღაპრის ავტორმა, არასამთავრობოთა ჩარფუზანის აქტიურმა წევრმა და ვეტოს გამოყენების გამშარჟებელმა გიორგი მარგველაშვილმა, დაგვანახვა, რომ ჩვენთან პრეზიდენტის არჩევნები ყეენობაა, პრეზიდენტად არჩეული კი ის მამალი ფუტკარია, ბიუჯეტის ხარჯზე ფუქსავატად რომ ფლანგავს ამქვეყნად მოვლინებას.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here