Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონეთი კვლავ უარს ამბობს მიგრანტების მიღებაზე

პოლონეთი კვლავ უარს ამბობს მიგრანტების მიღებაზე

1188
მიგრანტები

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მიგრანტების გარკვეული რაოდენობის მიღებას ავალდებულებს, პოლონეთი კვლავ უარს ამბობს მიგრანტების მიღებაზე.

რამდენიმე დღის წინათ ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა უნგრეთისა და სლოვაკეთის სარჩელი, რომელიც ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმის მიხედვით განკუთვნილი მიგრანტების წილის არმიღების უფლებას მოითხოვდა.

სასამართლომ ძალაში დატოვა ევროკავშირის უფლება: ბლოკის წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვოს მიგრანტების გარკვეული რაოდენობის მიღება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები შეიძლება დაჯარიმდნენ, თუ მიგრანტების მათთვის განკუთვნილი წილის მიღებაზე უარს იტყვიან. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების პასუხად პოლონეთის პრემიერმინისტრმა, ბეატა შიდლომ, განაცხადა, რომ ის პოლონეთის საიმიგრაციო პოლიტიკას ვერ შეცვლის.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის პოლონეთის პოზიციას საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ”, _ განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here