Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკური მასტერკლასი: დესტრუქციულ ოპოზიციას ენის მოჩლექით არ ელაპარაკებიან

პოლიტიკური მასტერკლასი: დესტრუქციულ ოპოზიციას ენის მოჩლექით არ ელაპარაკებიან

237

თითქმის ასი წლის წინათ (1924 წელს) გამოქვეყნებულ პოემაშივლადიმერ ილიჩ ლენინიმაიაკოვსკი წერდა, რომ პარტია და ლენინი ტყუპი ძმებივით არიან: “ვამბობთ ლენინს, ვგულისხმობთ პარტიას, ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ლენინს”. ზუსტად მოერგო ეს ნაფტალინის სუნდაკრული ამონარიდი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიების ტყუპისცალობას ჩვენს სინამდვილეში _ ერთი ბუდის მრავალთესლიანი ნაყოფივით, სახელწოდებითგირჩი”, როგორცნაცმოძრაობანიკანორ მელიასი და მიხეილ სააკაშვილის, როგორც ევრონაცები და თუნდაცლელოდა ლეიბორისტები _ ბანკირთა და სიღარიბით მოვაჭრე მოლაყბეთა შეუთავსებელი ერთობა. მოუსმინეთ ისრაელელ დიპლომატს, სპეცსამსახურნატივისყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად პოლიტოლოგ იაკობ კედმის, რომელსაც ერთერთმა ტელეარხმა (არ დავასახელებ გარკვეული მოსაზრებების გამო) ახლახან ჩამოართვა ინტერვიუ, ბელარუსის .. არჩეულ პრეზიდენტ ტიხანოვსკაიას აშშის პრეზიდენტთან ნამცხვრის გასასინჯად (“დასაგემოვნებლად”) ლობისტების მიერ გაჩალიჩებული ათწუთიანი ვიზიტის შესაფასებლად. საინტერესო პარალელებს აღმოაჩენთ.

_ იგი (ტიხასნოვსკაია) თეთრ სახლში შეათრიეს მათ, ვინც მას მწყემსავს და ცდილობს, დავიწყებას არ მისცს მისი სახელი გაზეთების მასალების სათაურებში. ამას რა უნდა მოჰყვეს, გაუგებარია. კიდევ ვის უნდა წარუდგინონ? რომის პაპს ხომ არა?! მთელი ათი წუთის განმავლობაში იდგა აშშ-ის პრეზიდენტის გვერდით, აღფრთოვანდა მათი კულინარიული ნიჭიერებით (რომელიც მისთვის მიუწვდომელია), ვინც ნამცხვრებით ამარაგებს თეთრ სახლს… თვითონ გამოცხობა არ შეუძლია. მე შემიძლია, მაგრამ ეს არავის აინტერესებს.

ტიხანოვსკაიას მოქმედებასა და სიტყვებს, იქ რომ წარმოთქვამს (წინასწარ მისთვის დაწერილს), არავითარი კავშირი არ აქვს ბელარუსში შექმნილ მდგომარეობასთან, ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს, რადგან არ სცილდება პატრონთან მისი ურთიერთობის საზღვრებს. ვის აინტერესებს ეგზალტირებული ქალბატონის გაურკვეველი ხმები, რომელთაც იგი გამოსცემს შეხვედრიდან შეხვედრაზე ხეტიალისას?!

რა თქვა ისეთი, რასაც შეიძლებოდა, ინტერესი გამოეწვია?!

რა გააკეთა საერთოდ ცხოვრებაში ისეთი, ვინმე რომ დაინტერესებულიყო?!

_ გაიმარჯვა არჩევნებში! იგი ხომარჩეული პრეზიდენტია”, რომელიცდევნილია”…

_ ერთადერთი, რაც გააკეთა, ორი შვილი შობა. ჯანმრთელი ქალია, გათხოვდა, კარგია! ამით მისი ისტორიული მისია ამოიწურა. აწი კოტლეტები დაუმზადოს სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს, როცა პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

სხვა არაფრის უნარი არ აქვს. ცხოვრების განმავლობაში სწავლობდა ჩაცმა-დახურვას, საუბარს. ინგლისური ენის მასწავლებელია. ისწავლა ინგლისურად ლაპარაკი. ასატანად.

მაგრამ არ შეუძლია თვითონ დაწეროს ათიოდე წინადადებისგან შემდგარი დოკუმენტი ბელარუსულად, რუსულად ან ინგლისურად რაიმე აზრს რომ შეიცავდეს, ისეთი. ვინ დაინტერესდება, ვინ მოისურვებს წაიკითხოს?!

ვლადიმერ ზელენსკი

ვიღაც დაინტერესებულ მავანს მოუნდა ტიხანოვსკაიას ეროვნულ ლიდერად აღზევება. შესაფერისი კანდიდატურის არყოლის გამო აირჩიეს. ბელარუსი აქ არაფერ შუაშია. თუ სურს, ჩავიდეს კიევში, გადაეხვიოს ზელენსკის _ წყვილი ჩექმაა. შეუძლია შეხვდეს გუაიდოს: ხელმოცარულ ხელმძღვანელთა ინტერნაციონალია.

გუშინ იგი არავინ იყო. ქმართან არსებული არარაობა. დღეს მისი ფოტოსურათები გაზეთებშია გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა, მას ეს მოსწონს. სხვა არაფრის უნარი არ შესწევს.

და ეს ქალბატონი ისე უპასუხისმგებლოდ ექცევა ბელორუსულ ენას, რომ დაუნდობლად ამახინჯებს. გონებრივმა შესაძლებლობებმა საშუალება არ მისცა, რიგიანად შეესწავლა ათი წინადადება ამ ენაზე. არადა, წვრთნიდნენ: ასე და ასე თქვითო, ფოტოებს გადაგიღებენ, ოღონდ ეს ათი წინადადება გამართულად გააგებინეო. არ შეუძლია, უნარი არ აქვს, ისწავლოს ათი წინადადება თავისი ხალხის ენაზე.

ნაციონალი მამულაშვილი პარლამენტში

ლირიკული გადახვევა #1. პრეზიდენტი თავის ხალხს მშობლიურ ენაზე გამართულად რომ ვერ ელაპარაკება, ქართველებისთვის ნაცნობი თემაა. ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის გარდა, ეს ვერავინ მოახერხა.

გიორგი მარგველაშვილს გინდ ელაპარაკა, გინდ არაფერი ეთქვა, ერთი ფასი ჰქონდა. ქსლის მბეჭველობა იყო მისი საქმე.

სააკაშვილი სკოლის დაწყებითი კლასის სლენგის დონეზე დარჩა: “დაგშლით მარტივ მამრავლებად!” და ქართული ლიტერატურის მაგალითების ისეთი დომხალით, რომელშიც თვითონაც ვერ ერკვეოდა ბატიფეხური ხელწერით გამორჩეული თბილისის 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდა.

დღეს…

დღეს ტრიბუნაზე განცხადების გასაკეთებლად რომ შედგება იგი, მისი საცოდაობით დაიწვები, სახელს არ დავასახელებ მიზეზთა მრავალთა გამო.

კაცმა რომ თქვას, კი უნდა ესწავლა ამდენი წლის განმავლობაში ქართული სალიტერატურო ენა _ სუაჰილი ხომ არ არის?!

მაგრამ ამჯერად ამ წერილში ბელარუსის “არჩეულ პრეზიდენტზე” ლაპარაკობს იაკობ კედმი და ჩვენც მას მივყვეთ:

_ რეკლამის პროფესიონალები სჭირდებათ ასეთებს, როცა არაფერი აქვთ სათქმელი. როცა ადამიანს შინაგანად აქვს რამე, მაშინ მერეკლამეების საჭიროება დღის წესრიგში არ დგება. სტილისტები _ კი ბატონო, უკეთ რომ გამოეწყონ. ყველამ არ იცის, სად, როგორ და რა უნდა ჩაიცვას. ყველა ქალს არ შეუძლია ნორმალური მაკიაჟის გაკეთება.

ამისთვის არსებობენ რეკლამის პროფესიონალები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აზრის გამოხატვაზე მიდგება: სულერთია _ ქალი იქნება თუ კაცი.

ვერ დამიჭერთ მელია დააპატიმრეს

ორივე შემთხვევაში.

სანამ ბელარუსში არ დამყარდება ის ხელისუფლება, რომლის დროსაც მათ (მერეკლამეებს) არ ექნებათ შესაძლებლობა მისი შეცვლის, მანამდე ვერ დამშვიდდებიან.

დღეს ამის საშუალება აქვთ…

ჯერჯერობით არავის შეუძლია იმის თქმა, რა ემართება ბელარუსს, რა ხდება ბელარუსსა და რუსეთს შორის, სადღეგრძელოს მსგავსი განცხადებების გარდა _ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ნათელი მომავლისკენ მივდივართ!

ერთხელ უკვე მივედით ნათელ მომავალთან.

ასეთია 20 წლის განმავლობაში ბელარუსში შექმნილი ჰავა.

პოლონეთი აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ლიეტუვა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ბანდერული უკრაინა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს.

გუგავა და ნათელაშვილი

_ გამჟღავნდა რეცეპტები, რომლებსაც ოპოზიციონერი ლატინინა გვთავაზობსეხო მოსკვიდანმიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად: “ამისთვის საჭიროა, საზღვრის დამრღვევი მიგრანტი მოვათავსოთპატარა ღობით შემორაგულ ადგილას, უზრუნველვყოთ ერთი ბატონი პურითა და ორი ლიტრი წყლით, და ყოველი ახალი დამრღვევი მოვათავსოთ იქვე. როცა დაკავებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 10 ადამიანს ყოველ კვადრატულ მეტრზე, ხოლო საკვების (პურისა და წყლის სახით) რაოდენობა იგივე დარჩება, ყველა მათგანს გაახსენდება, საიდან ჩამოვიდა, და საკუთარი სახელი. დაუყოვნებლივ მოითხოვს სამშობლოში დაბრუნებას. ახლების შემოდინებაც დასრულდება. ბატონო იაკობ, ეს ხომ საკონცენტრაციო ბანაკის ინსტრუქციაა!

_ მოდი, გავიდეთ ქუჩაში, სადაც ინფანტილური დიასახლისების ადგილია, და იგივე შეკითხვა დავუსვათ. მითხარით, რატომ აქვს მნიშვნელობა იმას, რაც ამ დედაკაცმა თქვა?! მან, საერთოდ, იმდენი რამ წამოროშა, იმდენი ტყუილი, იმდენი გაუნათლებლობა გამოამჟღავნა, რომ ამის შემდეგ მისი მოსაზრებების მოსმენაც კი სირცხვილია.

რატომ უნდა შევეკითხოთ მაინცდამაინც მას?!

მამუკა ხაზარაძე

წადით რკინიგზის სადგურში. ზის მთვრალი დედაკაცი. მას ჰკითხეთ. რატომაც არა?! შედით კაფეში. ქალიშვილები ყავას სვამენ, საუბრობენ, ახალ სასიყვარულო ისტორიებს განიხილავენ. იმათ ჰკითხეთ. რომელიმე მოხუც კაცს შეეკითხეთ, რომელიც იქ სეირნობს.

რატომ მოათრევენ ლატინინას ყოველთვის? იგი რა, სპეციალისტია მიგრანტების საკითხებში?! ცხოვრებაში თავისი ხელით გაუკეთებია რამე? გადაუწყვეტია რომელიმე პრობლემა? ამ ქალს ალაპარაკებენ, როგორ უნდა მოვეპყროთ მიგრანტებს. ესმის კი მას, რა პრობლემას ეხება, ვინ არიან ის ადამიანები, საიდან მოდიან, საით აპირებენ წასვლას?

თქვენ თვითონ (მიმართავს კედმი ჟურნალისტებს) ტვინს ურევთ ადამიანებს, ეთერს ავსებთ სრული სისულელით, რომ ეკითხებით ადამიანებს, რომლებსაც არავითარი ურთიერთობა არ აქვთ მიგრანტებთან, არაფერი ესმით მათი. ეკითხებით იმიტომ, რომ თქვენ თვალწინ ტრიალებენ.

ლირიკული გადახვევა #2. იგივე ხდება ქართულ მედიასივრცეში. ტელესივრცეში, უწინარეს ყოვლისა, მარტივად და პრიმიტიულად, სიტყვასიტყვით გამეორებული კალკებით _ პლაგიატის ბრალდებით საქმის აღძვრაც რომ შეიძლება, ისე.

ხდება კი პირიქით: ერთ ჯიბეში სახელმწიფო გიტენით კანონით გათვალისწინებულ თანხას, მეორე ჯიბე ლამის ჩახიოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კერძო გაერთიანებებისთვის საქველმოქმედოდ გადარიცხულმა დოლარებმა.

გიორგი ვაშაძე

ქართული საქმე კეთდება ასე, ანუ ხელისუფლების სათავეში მაინცდამაინც რადიკალური ოპოზიციისთვის გზის გასაწმენდად _ ნაცების დასაბრუნებლად, ევრონაცების წამოსასკუპებლად პარლამენტსა თუ მთავრობაში, ამომრჩევლებისლელოსთვისმოსასყიდად, ან ინგლისურისუზადოდ მცოდნეშალვა ნათელაშვილისა და მისი იარაღმტვირთველის, სანჩო გუგავას, ხელისუფლების რომელიმე შტოში შესატენად, რომელშიც მუშაობაზე ამთავითვე უარს ამბობენ. “მოქალაქეებისიმედად გვტოვებენ და კიდევ _ “გირჩიდანამოვარდნილი ახალი თესლების, რაც ნორმალურია.

მანამდე კი უცქირეთ და დატკბით ქალ-კაცების მაგიდებზე როკვით, მატა ჰარების პატრიოტული გამოსვლებით, “აღმშენებლების” ორიგინალური სიარულის მანერით ერთი ნაბიჯით წინ და ორით _ უკან და კიდევ _ მგლოვიარე ყარაჩოხელების ვაჟკაცურად მოშვებული წვერის ხილვით.

იმ რეალობით, როცა “ლიდერის” თავის ლაპლაპი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სიტყვისა და აზრის სიკისკასე, რომელიც იმ თავისთვის წარმოუდგენელია.

მოკლედ, ეგ არის და გორისციხე, რომლის რაბათის ციხესავით კეთილმოწყობა ვერ მოასწრო ვანო მერაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გულის მოსაგებად, დავალების მიუხედავად.

ამასობაში ტელეჟურნალისტი კედმის ახალ მაგალითს დაუსახელებს ოპოზიციის ბრალდების დასამტკიცებლად, რომ მათ, ვინც ამჟამად რუსეთს მართავს, თითქოს “აუცილებლად სჭირდებათ მართლმადიდებლობისა თუ სხვა რელიგიის წიაღიდან წარმოშობილი მისტიკური ძალების მხარდაჭერა”. აი, ასეთი წყაროებით იკვებებაო ბენედიქტოვი “ეხო მოსკვიში”.

_ არ მესმის, ვერ ვიგებ, რატომაა აუცილებელი ყველა ნაბოდვარის ჩვენება ტელეპროგრამაში. რა აზრი აქვს?! აი, ზის კაცი, რომელიც საგიჟეში არ არის მოთავსებული მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივად საშიში არ არის: რასაც ის ლაპარაკობს, გიჟის ბოდვაა, ავადმყოფი ფსიქიკის მქონე ადამიანის. თქვენ კი ყველას აჩვენებთ. ვერ ვიგებ ტელევიზიის ფსიქოლოგიას _ რამდენი სიმახინჯეა ადამიანებს შორის. დაარქვით მაშინ თქვენს პროგრამას “მახინჯები ჩვენ შორის”. აჩვენეთ მაშინ ლატინინაც, “ეხო მოსკვიც” და ყველა სხვაც…

აჩვენეთ ფსიქიატრს!

_ სოსნოვსკი აჩვენებს, გააანალიზებს.

_ სოსნოვსკი არ აჩვენებს. ასეთი პაციენტები თავის ცხოვრებაში უამრავი ჰყავდა. თავის პაციენტებს გვაჩვენებს? პოტენციურ პაციენტებს?!

ვიღაც კი განიხილავს კრემლის პოლიტიკის ოკულტურ საფუძვლებს, რიტუალურ მკვლელობებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ილაპარაკონ!

საბჭოთა კავშირში ტელემაყურებელთა მიმართ რაღაც პატივისცემა მაინც იყო საბჭოთა ტელევიზიის მხრიდან, რომელშიც საკმარისად იყო პროპაგანდა და სხვა ამგვარი, მაგრამ არ იყო ახალი ამბების ვულგარიზაცია, არ აჩვენებდნენ ბოდვას, არ აჩვენებდნენ ჭკუანაკლულებს, არ გვასმენინებდნენ გონებრივად გაუწონასწორებელთა ნალაპარაკევს, რადგან მაყურებლის პატივისცემა ჰქონდათ.

მითხარით, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდეთ ტელემაყურებლებს ამ არანორმალურის გამოსვლაზე? რა უნდა თქვან, როგორ უნდა შეაფასონ? ყველა ეზოში ჰყავთ შეშლილი, არანორმალური. ჩვენს ეზოშიც იყვნენ ალკოჰოლიკები, მკვლელებიც, მოძალადეებიც. რა აუცილებელია, ვუცქიროთ და ვუსმინოთ მათ ტელევიზიით?! ისინი არ არიან რაიმე ღირებული ინფორმაციის, კულტურული წონის მატარებლები. ახალი არაფერია!

თუ ასე გააგრძელებთ, შეიძლება ამერიკული ტელევიზიის დონემდე დაეშვათ. არ არის საჭირო სინამდვილის კარიკატურულ ამერიკულ პერფომანსად გარდაქმნა.

_ მართალს ამბობთ, მაგრამ ისინი უზარმაზარ აუდიტორიაზე მაუწყებლობენ.

_ იმაუწყებლონ. თქვენ რა განაღვლებთ?

_ “მტერს პირადად უნდა სცნობდე”.

_ ეგ რა მტერია, რაღაც გაუგებრობაა! ღმერთის მიერ არის განწირული. ვისაც სურს ამ საპყარის მოსმენა, უყუროს “დოჟდს”, ახალ ამბებს კიევიდან, ლატინინას უგდოს ყური. უყუროს, ვისაც აინტერესებს, თქვენ ნუ ჩაერევით.

იაკობ კედმის სატელევიზიო ინტერვიუს საგაზეთო ვერსია მოამზადა არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here