Home სხვადასხვა დაიჯესტი პედოფილი თავს პრინცად ასაღებდა

პედოფილი თავს პრინცად ასაღებდა

1047
პედოფილი თავს პრინცად ასაღებდა

ფილადელფიის მკვიდრი ამას  იმ მიზნით აკეთებდა, რათა მოეხიბლა არასრულწლოვანი ბიჭები და მათგან პორნოფოტოსურათები მიეღო. Daily Mail იუწყება, რომ 49 წლის დევიდ მილინერი თავს ასაღებდა დანიელ დევიდ დეროტშილდად  და ინტერნეტქსელში მაიკლ ჯექსონის ბიძაშვილის ფოტოს, როგორც საკუთარ გამოსახულებას, აქვეყნებდა.

ამ პედოფილს 2017 წლის ნოემბრიდან მიმოწერა ჰქონდა გაჩაღებული, სულ ცოტა, რვა ბიჭთან, რომელთა შორის ერთ-ერთი იმხანად 6 წლისა იყო. მამაკაცი არწმუნებდა ბავშვებს, რომ იგი მდიდარი და ცნობილი პიროვნებაა, მისი ახლო მეგობრები კი არიან ჯორჯ კლუნი, ჰილარი კლინტონი და ნიკი მინაჟი. “ფეისბუქში” მან 8 აკაუნტი შექმნა, თავს ტრილიონერს, კინომაგნატსა და პროდიუსერს უწოდებდა.

სამართალდამცველთა აზრით, ეს კაცი ბავშვებს რამდენიმე თვის განმავლობაში  უკავშირდებოდა.

თუ მას ბრალს დაუმტკიცებენ, სულ ცოტა, 15 წლით აღუკვეთენ თავისუფლებას. გამორიცხული არ არის, სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here