Home ახალი ამბები საქართველო პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა

80 ხმით, ერთხმად – პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით მიიღეს.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ამასთან, პარლამენტში თავდაპირველად ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა გადასცდენოდა, საარჩევნო პერიოდში კი – 14 დღეს.

განხილვის პროცესში აღნიშნული ვადა დაკორექტირდა – კანონის პროექტის საბოლოო რედაქციით, როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს.

https://www.interpressnews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here