Home რუბრიკები ისტორია ორი დიდი ქართველი

ორი დიდი ქართველი

9103
ორი დიდი ქართველი

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს

ჩემი სამშობლო დიდების ღირსი?

ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,

 ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!”

სიმონ ჩიქოვანი

დავით აღმაშენებელი ისეთი მნათობია, რომლის ელვარება დროთა მდინარებამ ვერ დაჩრდილა. პირიქით _ ყოველ მომდევნო საუკუნეში იგი ახალი, ცხოველმოსილი შუქით ანათებდა საავდრო ღრუბლებით ჩამოგრაგნილ სამშობლოს ზეცას. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ კი საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ დავითის სახით საქართველოს ჰყავს უკვდავის სახეში პერსონიფიცირებული მარადიული იპოსტასი მისი უკვდავებისა და განახლებისა. სახარების მცნებები, “ვეფხისტყაოსნისსიბრძნე დაქართლის ცხოვრებისსიდიადე საოცარი ჰარმონიულობით შეზავდა ამ ერთ პიროვნებაში, რომელიც თავისი ხალხისთვის ლეგენდად და ისტორიის წყვდიადით მოსილ მღელვარე ოკეანეში აციმციმებულ იმედის შუქურად იქცა.

დავით აღმაშენებელი იყო ყველაზე იღბლიანი ქართველი ყველა ქართველთა შორის და, ამასთანავე, ყველაზე უიღბლოც.

დაიბადა საქართველოში. იყო მეფე ქართველთა (კავკასიელთა)… ემსახურებოდა ქართულ საქმეს (კავკასიურს)… დაღვარა სისხლი ქართული (კავკასიური)… მიაღწია ქართული სახელმწიფოს არნახულ აღმავლობას (კავკასიურის)… მრავალგზის გაიკილა ქართველთა (კავკასიელთა) მიერ… დაიმარხა ქართულ სავანეში! გულზე დაეყარა ქართული მიწა! მის საფლავზე დღესაც ლოცულობს ქართველი! ერთდროულად იყო მძვინვარე ნაციონალისტი და გონიერი კოსმოპოლიტი. მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე იარა და ერთხელაც არ გაცუდებია ნაბიჯი. მისი გოროზი მზერა სწვდებოდა ჩრდილოეთით რუსეთს და სამხრეთით _ წინა აზიას. და, მიუხედავად ამისა, კავკასიური გეოპოლიტიკური და ეთნოკულტურული სამყაროს უბადლო მოღვაწედ არის აღიარებული.

თითქოსდა, წინასწარ ხვდებოდა ამ საფრთხეს დავითის ანონიმი მემატიანე, როდესაც ნაღვლიანად წერდა ალექსანდრეთა შორის უდიადესის მიმართ ნათქვამ სიტვებს: არა დიდ იყავ აქილევსი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა და იქვე დასძენდა უკვე საკუთარ მოსაზრებას:ჰქონებოდესმცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათმცა აღწერნეს ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა, და მაშინღამცა ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა”.

თუ აქილევსს ჰომეროსი ჰყავდა მაქებრად და იმიტომ არის დიდი, სტალინის სახელისთვის არაფერი შეუმატებია, ისეთი დიდი მაქებრის სიტყვებს, როგორიც ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიო პოლიტიკის ბებერი ლომი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უისტონ ჩერჩილი იყო, რომელიც წერდა:

“ბატონებო, თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენს ცვალებად და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი, აქ, ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას. სტალინს, უწინარესად ყოვლისა, იუმორისა და სარკაზმის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა; თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და ეპოქის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა. სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ ჰქონდა… როცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. ის იყო ყველაზე რთული გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ყვებოდა ემოციებს და ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, და გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია, მან მიიღო ხის კავიანი რუსეთი და დატოვა ატომური იარაღით აღჭურვილი. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”

ისტორიის ფოლიანტებში ერთ-ერთი ქართული ხელნაწერის არშიაზე შემდეგი შინაარსის შენიშვნას ვკითხულობთ: “უფალო, დაიფარე მკლავითა შენითა მაღლითა მეფე დავით, მხოლოდ მამისა უმამოსა მამა”.

როგორც ვხედავთ, მადლიერი თანამედროვე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეფეს მამად მოიხსენიებს, რითაც მოწიწებას გამოხატავს მისი პერსონის მიმართ. რას ნიშნავს ეს? როგორ გავიგოთ მინაწერის ავტორის სიტყვები? ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის ქართველებს, ისტორიის გამოცდილება სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს. დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ეროვნული სახელმწიფოებრიობის მესაფლავეს შევბღაოდით _ “მამავ, დიადო”. და დღესაც ვზღავთ მისი ქართული წარმოშობის გამო. რაიმე მსგავს მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე წინაპრის შემთხვევაში? ან რა მოხდა ასეთი, რამ აიძულა სხვა შემთხვევაში საკუთარი თავისადმი კრიტიკულად განწყობილი “კალამბრიგვნილი” მეისტორიე, აღმაშენებლის გამეფების აღწერისას, მისთვის ესეოდენ უჩვეულო სიტყვაკეკლუცობას რომ მიმართა და ქვეყნიერებას მესიის მოვლენასავით ამცნო: “ბნელსა უკუნისას შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგმამან დავით. ღრთისა მამისმან და თვით სამოცდამეთვრამეტან შვილმან ამის დავითისამან.” მემატიანე წყვდიადში მზის აღმოცისკრებას ადარებს დავითის გამეფებას. იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ ამაში არაფერია უცნაური და ხაზგასმით აღსანიშნავი, რადგან ზემოთ დამოწმებული სტრიქონების ავტორი მეფის კარის ისტორიკოსი იყო, მისი აპოლოგეტი, სოციალურ დაკვეთას ასრულებდა და, რა გასაკვირია, თუ პატრონის საამებლად დითირამბების არსენალი გამოიყენა.

დავითის სახით საქმე გვაქვს უაღრესად რთულ პიროვნებასთან მისი მრავალფეროვანი საქმიანობაც ნაკლებად თავსდება საყოველთაოდ ცნობილ სტერეოტიპებში. იგი არ შეიძლება ყოფილიყო აბსოლუტურად კეთილი, რადგან თვითონ ეპოქის შინაარსი გამორიცხავდა მხოლოდ სახარების პრინციპებით რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთანავე, იგი არ შეიძლება ყოფილიყო ბოროტი. იგივე ეპოქა თავისი ბობოქარი ვნებებით წარმოუდგენელი იყო კეთილი საწყისის გარეშე.

კაცი, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა, შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ისეთი, როგორც მისი ერი _ კეთილიც და ბოროტიც, შემწყალეც და შეუბრალებელიც, მიმტევებელიც და შურისმაძიებელიც, ნათელმხილველიც და მზერადახშულიც, მაგრამ ზნეობრივი არსით _ ჰუმანური და პროგრესული. ყოველივე ამას პირობით შეიძლება დავითიანიზმი ვუწოდოთ. თუმცა იგი, როგორც ფსიქოფიზიკური ფენომენი, აღმაშენებლამდეც იყო ცნობილი, დავითიანიზმი პრინციპულად განსხვადება მაკეაველიზმისგან, რადგან იგი არის არა დაბრკოლებათა გადალახვის თვითმიზანი, არამედ პიროვნების, ერის წინამძღოლის ბუნებითი მდგომარეობისა და შინაგანი სამყაროს თავისთავადი ძალდაუტანებელი ფიქსაცია, ერისკაცობის ღვთივდადგენილი წესი.

დავითს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იგი პატარა ქვეყნის მმართველი იყო, “ჭეშმარიტად ღატაკთა და უპოვართა მეფე” და დიადი სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართული მისი მიზანი, განუხორციელებელ ქიმერად დარჩებოდა უპოვართა წიაღიდან ამოტუმბული სასიცოცხლო ენერგიის გარეშე.

მის თანამედროვეთ ხშირად უხილავთ დავითი “დამალტობელად ღაწუთა თვისთთა ცრემლითა”. ამის მიზეზი გახლდათ ის უამრავი ავადმყოფი და დავრდომილი, რომელთა რაოდენობა განუზომლად დიდი იყო საქართველოში XI საუკუნის მიწურულს. სწორედ ამან შექმნა საფუძველი, ჭარმაგ და ჯანგაუტეხელ მეფეს თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზენიტში დაეწერა “გალობანი სინანულისანი”, რომლის ავტორობაც ისევე მიეწერება ღმერთს, როგორც ადამიანს.

აქ კვლავ უნდა გავიხსენოთ დავით IV-ის მემატიანის სიტყვები:

“არც ისეთი დიდი იყავ აქილევს, მაგრამ შეგხვდა შენთა საქმეთა შექებაში ჰომეროსი, რომელმაც კიდევ უფრო განადიდა შენი საქმენი, მე კი ჰომეროსი არა ვარ და ვერც ისე წარმოვაჩინე საქმენი დიდი დავითისა, როგორც მას ეკუთვნის.”

მცირეოდენი ფრაგმენტები ორი დიდი ქართველის მოღვაწეობის შესახებ, წარმოადგენს არა მათი შეჯიბრების საფუძველს, არამედ შეხსენებას იმ ორი დიდი ქართველის ღვაწლისა, რომელიც მათ გასწიეს თავიანთი ქვეყნისთვის. სწორედ ამით აიხსნება დავითის პიროვნების ერთი შეხედვით ძნელად გასაგები დუალისტური ბუნება, ერთი მხრივ _ მრისხანე, სისხლისმღვრელი მონარქი და, მეორე მხრივ _ საოცრად გულჩვილი პიროვნება, რომლისთვისაც უცხო არასოდეს ყოფილა არაფერი ადამიანური.

ვიღაც ტვინნაკლულს, მუცლითმეზღაპრეს ეჭვი შეუტანია დიდი დავითის პიროვნებაში და მაკე ვირზე ამხედრებული, სახედრის კუდიტ ხელში ქვეყანას ამცნობს: “რას ნიშნავს ეს? როგორ გავიგოთ მინაწერის ავტორის სიტყვები _ როცა შევბღაოდით “მამავ დიადოს”?

მე ეს ანონიმი ამოცნობილი მყავს და წერილის მესამე ნაწილში უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ მასზე. ახლა კი იმ “ბღავილზე” განვაგრძობ საუბარს, რომელიც ანონიმმა ზემოთ წამოაყრანტალა.

შენ, ვინც დაბადებული არ იყავი სტალინის პერიოდში, შენ, ვინც სტალინის აშენებულისა და შექმნილის გაყიდვითა და მაქინაციებით გაისქელე ჯიბე და ისე გასივდი, რომ დღე-დღეზე გასკდები და აქ ქვეყანას აამყრალებ, იქ კი _ ჯოჯოხეთს, რა იცი, ვინ რისთვის “ბღაოდა” ან რატომ “ბღაოდა” მსოფლიო იმ “მაოხარის” გარდაცვალების გამო?! შენ ამით საზოგადოებას კბილი მოუსინჯე, რომ შემდეგ უფრო გაბედულად გააშავო ქართული სულიერების, ლიტერატურის, ქვეყნის გამაერთიანებელ-გამძლიერებელი კაცის სახელი. ფიქრობ, სტალინზე, რაც მოგეხოშება, ის უნდა თქვა, იმიტომ, რომ ხალხს სტალინის სახელი, გგონიათ, გამოურეცხეთ თავიდან? დავითზე ამას ჯერჯერობით ვერ ბედავთ და გინდათ, თანდათანობით შეგვაჩვიოთ ჩვენი სალოცავების მიფურთხებას, როგორც თქვენ მიეჩვიეთ უკანალის მიცემას, თქვე მესაჯდომეებო?!

მგონი თემიდან გადავუხვიე და ამიტომ მკითხველს ბოდიშს ვუხდი!..

როგორც 1917 წლის ოქტომბერში, ისევე დღეს, საუკუნის გასვლის შემდეგ, ეჭვი არავის ეპარება, რომ დიდი ოქტომბრის სოცილისტური რევოლუცია სტალინის შემოქმედებაა, მაგრამ ეს რუს ხალხს არ მოეწონებოდა. სტალინმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ოქტომბრის დროშის წითელ ფონზე, სტალინის ინიციატივით, გაჩნდა ლენინის “მარად უკვდავი” სახის ბარელიეფი, რომელიც ბრძოლის ყველა უბანზე დაჰქონდა…

ქვეყნისთვის უმძიმეს დღეებში სტალინი შეუპოვრად იბრძოდა რეგულარული მუშურ-გლეხური წითელი არმიის შესაქმნელად, რომლის არასაჭიროებაში ტროცკიმ და მისმა გარემოცვამ ლენინიც კი დააეჭვა. საქმე ის არის, რომ ბრესტის ზავის დადების შემდეგ ტროცკიმ დეპეშა გაუგზავნა უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკს არმიის დაშლისა და საყოველთაო დემობილიზაციის შესახებ.

როგორც კი შეიტყო სტალინმა დეპეშის ამბავი, პირდაპირი სატელეფონო ხაზით ლენინს დაუკავშირდა და საყვედურით მიმართა, რომ არ აპირებდა ოქტომბრის მონაპოვრის უარყოფას ტროცკის ჭირვეულობის გამო, არ დაუშვებს არმიის დაშლას და ქვეყნის კატასტროფას, რომ ის უპირისპირდება რევოლუციურ კომიტეტს და არ შეასრულებს ბელადის მითითებას. ლენინთან ასეთი საუბარი სტალინს უკვე მეორედ მოუწია, პირველად _ როდესაც ლენინი რევოლუციის დაწყების დღეს ნაადრევად მიიჩნევდა და მეორედ ახლა, როდესაც შეიარაღებული ძალების საკითხი წყდებოდა. ლენინმა ვერ გაუძლო სტალინის მხრიდან კონფრონტაციის მუქარას და სამსაათიანი კამათის შემდეგ კალამს ხელი მოჰკიდა და ამ შინაარსის დეპეშას მოაწერა ხელი:

“მთავრსარდლის ბანაკს!

დღევანდელი დეპეშა ზავისა და ყველა ფრონტზე არმიის საყოველთაო დემობილიზაციის შესახებ გააუქმეთ. ყველა თქვენს ხელთ არსებული საშუალებით გადაეცით არმიის ყველა კომისარსა და ბონჩბრუევიჩს, შეაჩერონ ტროცკისა და კრილენკოს ხელმოწერილი ყველა დეპეშა არმიის დაშლის შესახებ. ლენინი. 1918 წლის 12 თებერვალი” (თხზულებანი, . 44, გვ. 21-22).

სტალინს დედამიწის ერთი მეექვსედი მტკიცედ უჭირავს ხელში, იწყებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნას. 1918 წლის 23 თებერვალს სტალინის ინიციატივით სახკომსაბჭოს გამოაქვს დადგენილება მუშურ-გლეხური რეგულარული არმიის შექმნის თაობაზე. 1918 წლის ივნისის დასაწყისში, პარტიის დავალებით, სტალინი მის მიერ შექმნილი წითელი არმიის რაზმით, ორი ჯავშნიანი ვაგონით მიემგზავრება სამხრეთში მოსკოვისა და ლენინგრადის მოსახლეობის შიმშილით ამოწყვეტის საფრთხის სალიკვიდაციოდ, რათა “პური არსობისა” მიაწოდოს რუსეთის ცენტრალურ ქალაქებს.

ადგილზე ჩასულ სტალინს სრული ქაოსი და განუკითხაობა დახვდა არა მხოლოდ პურის დამზადების საქმეში, არამედ ფრონტზეც, სადაც რუსეთის არმია ვერ უმკლავდებოდა თეთრგვარდიელ გენერალ დენიკინს. ოქტომბრის მონაპოვარი საფრთხეში იყო. ტროცკისტებს გაყიდული ჰყავდათ როგორც რუსი ხალხი, ისე მისი ტერიტორიებიც, ამის ორგანიზატორი კი გახლდათ ამერიკიდან მოვლენილი ლევ ტროცკი, რომელსაც გადაბირებული ჰყავდა ლენინი.

მიუხედავად ფრონტზე შექმნილი ვითარების შესახებ არა ერთი საგანგაშო ტელეგრამისა, კრემლმა პასუხი არ გასცა სტალინს. მან ბოლო დეპეშა გაუგზავნა ლენინს:

“სურსათის საკითხი გადახლართულია სამხედრო საკითხთან, საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია სამხედრო რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი, რაკი ასეა, მე ფორმალობის დაუცველად ჩამოვაგდებ იმ სარდლებსა და კომისრებს, რომლებიც საქმეს ღუპავენ. ასე მკარნახობს საქმის ინტერესი და, რასაკვირველია, ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა ვერ შემაჩერებს.

სტალინი. ცარიცინი, 10 ივლისი”.

სტალინი, რომელიც არავის გაუგზავნია სამხედრო საქმეების მოსაგვრებლად და არც აქვს ამის კომპეტენცია, მთავრობის თავმჯდომარის, ლენინის, რევკომის თავმჯდომარისა და სამხედრო მინისტრ ლევ ტროცკის, პოლიტბიუროსა და მთავრობის განკარგულების გარეშე ხელში იღებს სამხრეთ რუსეთის, როგორც პოლიტიკურ და სამეურნეო, ასევე თავდაცვის საქმეს და ბოლომდე მიჰყავს იგი. ვიღაცის “მოწაფე” თურმე უფრო ავტორიტეულია, ვიდრე მისი მასწავლებელი.

აქვე შემოგთავაზებთ სტალინის ანდერძს, რომელიც ალექსანდრა კოლონტაიმ ჩაიწერა სტალინის კაბინეტში. “ჩვენი პარტიისა და ხალხის ბევრი საქმე, _ ამბობდა სტალინი, _ დამახინჯდება და გაილანძღება, უწინარეს ყოვლისა, საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც ასე მოხდება. სიონიზმი, რომელიც მსოფლიოზე ბატონობას ესწრაფვის, სასტიკად იძიებს შურს ჩვენზე წარმატებებისა და მიღწევების გამო. ის რუსეთს ჯერ კიდევ ბარბაროსულ ქვეყნად, ნედლეულის ბეღლად მიიჩნევს და მეც ცილს დამწამებენ, გამთათხავენ. მე ბევრ ბოროტმოქმედებას მომაწერენ. მსოფლიო სიონიზმი ძალღონის დაუზოგავად ეცდება ჩვენი კავშირის განადგურებას, რათა რუსეთი უკვე ვერასოდეთ გაიმართოს წელში. სსრკის ძალა ხალხთა მეგობრობაშია. სიონიზმის მახვილი, უწინარესად, მიმართული იქნება ამ მეგობრობის წინააღმდეგ, სიონიზმი მიზნად დაისახავს რუსეთისგან მისი განაპირა მხარეების მოწყვეტას. ამ მიმართულებით ჩვენ, უნდა ვაღიაროთ, ყველაფერი არ გაგვიკეთებია. ამ მხრივ დიდი სამუშაო სივრცეა გადაშლილი. განსაკუთრებული ძალით წამოჰყოფს თავს ნაციონალიზმი. ის რაღაც დროით შეავიწროებს ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს. ხალხების წიაღში წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. გაჩნდება ერის მოღალატე ბევრი ბელადიპიგმეი. მთლიანობაში განვითარება უფრო რთულად, გააფრთებულადაც კი წარიმართება, მოსახვევები მკვეთრი იქნება. საქმე იქით მიდის, რომ განსაკუთრებით აფორიაქდება აღმოსავლეთი. წარმოიშობა მწვავე წინააღმდეგობები დასავლეთთან”.

“და მაინც, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, დრო გავა და ახალი თაობები მზერას ჩვენი სოციალისტური სამშობლოს საქმეებსა და გამარჯვებებს მიაპყრობენ. ისინი თავიანთი მამებისა და პაპების დროშას კვლავ მაღლა აღმართავენ და ჩვენ უკლებლივ მოგვიზღვავენ იმას, რისი ღირსნიც ვართ.

თავიანთ მომავალს ისინი ჩვენს წარსულზე ააშენებენ” (ციტატა რ. კოსოლაპოვის სტატიიდან “როგორია ის, სიმართლე სტალინზე?” “პრავდა”, 1998 #55, 2-4 ივნისი).

ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე ფრაგმენტს დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისა”-დან:

* “თვითმპყრობელობის მემკვიდრეობით მიღებულ პორფირთან ერთად სხვადასხვა სამეფოთა გვირგვინებიც მომანდე, უფალო, ხოლო მე ბილწ ვნებებს მონად მივყიდე თავი, რამეთუ კაცი, რისგანაც იძლევა, მისი მონაა სწორედ…

 * კაენური საზრისი, სეთის ძეთა ავხორცობა, ხუთქალაქელთა წაბილწვის მყრალი ლაფი კიდევ უფრო ვამრავლე და ვაძლიერე, ვითარცა აღმართისკენ მიმჩქეფარე ბოროტების მდინარემ

* ეგვიპტური სისასტიკე, ქანაანური ჩვეულებანი, ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა, მისნობა და მარჩიელობა, თმის დალალები და სხვა, რისი არმიბაძვაც შენ ბრძანე, უფალო, უთავხედურესად შევიძინე…

* მე ვარ უფსკრული, რომელშიც გროვდება უწმინდურების ნიაღვარი…

* ურჯულოებს ვბაძავდი, კერპებს ვუკმევდი და ციურ ძალებს თაყვანს ვცემდი…

* ფეხით გავთელე საღმრთო წერილისა და ახალი ჭეშმარიტი კანონები, კანონი გონებისა ცოდვებისა და ხორციელების კანონს დავუმორჩილე

* სოლომონის წურბელასავით გაუმაძღარი, ახალ მხარეებს ვეძებდი დასაპყრობად და ამ სურვილს საქრისტიანოს ფარგლების სიმცირით ვამართლებდი…

* ბოროტად დავარღვიე საზღვრები და შემოვიერთე ახალი სამფლობელოები. სუსტებსა და უმწეოთ წავართვი საკუთარი წილხვედრი და ვესწრაფოდი უმეზობლობას, რათა მხოლოდ მე ვყოფილიყავი მსოფლიო მბრძანებელი

* უმოწყალოდ ვარღვევდი ღვთის მცნებებს, ვმრუშობდი და საძაგელი მაგალითის მიცემით ცოდვებისკენ ვუბიძგებდი ერს…

* მიწასავით დავაგროვე ვერცხლი და შარაგზის ტალახივით _ ოქრო, ანგარების მამონას ისე ვემონე, როგორც ძველები _ ბაალს, ასტარტეს და ქამოსს

* ერთგულთა ნათქვამს ყურად არ ვიღებდი, მლიქვნელთა მზაკვრულ სივერაგეს ვიწონებდი, დამსმენთა ბჭობას ვიზიარებდი და უმართებულო განაჩენი გამომქონდა…

* ქვრივობოლთა გულამომჯდარი ტირილი არ მესმოდა, არ გავეცი მოწყალება გლახაკთა ზედა..

* ვინც ლოყაში გამარტყა, მისთვის მეორე ლოყა არ მიმიშვერია, თუმცა ესოდენ გახრწნილს, შენზე ხელი არ ამიღია და სხვა ღმერთი არ მიწამია.…

მე სტალინს არ განვიხილავ არც ქართველ პოლიტიკოსად და არც ქართველ მოღვაწედ. სტალინმა 1952 წელს უარი განუცხადა კანდიდ ჩარკვიანს თბილისში სტუმრობაზე: “ახლა თბილისში რომ გესტუმროთ, ყველა რესპუბლიკის ხელმძღვანელი თავისთან მიმიწვევს, იქაც რომ არ ჩავიდე, უხერხული იქნება, ამის დრო კი ნამდვილად არ გამაჩნია. არ გეწყინოთ, კანდიდ ნესტორი ძევ”, _ იგონებს ჩარკვიანი.

“ილია ჭავჭავაძე მსოფლიო იმპერატორად გამოდგებოდა. მისთვის საქართველო არწივის გალიაა”, _ ეს სიტყვები სტალინს ეკუთვნის. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რომ სტალინი მსოფლიოს ოლიმპზე იჯდა და თბილისელ კინტოებთან ორთაჭალაში “კინტოურს” ვერ იცეკვებდა.

რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, ეს ის გიგანტია, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ალექსანდრე მაკედონელს, მაგრამ, ამას მე ვფიქრობ და ეს მხოლოდ ჩემი აზრია _ დავით აღმაშენებელმა ვერ გამოანგრია ის რკინის გალია, რომელშიც კავკასიური არწივი იჯდა, მაგრამ, რასაც მისწვდა მისი ჭკუა და გონებ ეყო, ის ბრწყინვალედ გამოიყენა.

მესამე ნაწილში მკითხველს გავაცნობ ზოგიერთი ქართველისა და მათი დამკვეთების მიერ მომზადებულ პროექტს, როგორ თანდათანობით უნდა გამოგვაცალონ ხელიდან მეორე ბუმბერაზი ქართველი _ დავით IV აღმაშენებელი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. გენიალური ჴიროვნებების,, სამჭედლოა მართლაც საქართველო დროის ჴაუზაში ამას ვერვამჩნევთ ხოლმე მაგრამ დრო რისი დროა თუ შემდეგ თავისი არა თქვა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here