Home სხვადასხვა დაიჯესტი ოლიმპიური თამაშები პედერასტებისა და სოდომისტებისთვის

ოლიმპიური თამაშები პედერასტებისა და სოდომისტებისთვის

2058
ოლიმპიური თამაშები პედერასტებისა და სოდომისტებისთვის

მომავალი ოლიმპიადა, რომელიც ტოკიოში ივნისში გაიმართება, მთელი რიგი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, გააოცებს მსოფლიოს, რადგან წარმოგვიდგება ყველაზე სკანდალურ ღონისძიებად სპორტული რეკორდების დამყარების მხრივ. სპორტულ ზეიმს დიდების შარავანდედს დაადგამს ახალი წესები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერი სპორტსმენების მიმართ მიიღო.

შეგახსენებთ: სოკმა 2003 წელს ნება დართო ბიოლოგიურ მამაკაცებს, რომლებმაც ქალობაში გადაინაცვლეს, ქალების სპორტულ შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა შემდეგი პირობით: ჩაიტარონ სქესის შეცვლის ოპერაციები (ანუ პრაქტიკულად ტრანსსექსუალებად გარდაიქმნან) პლუს ჩაიტარონ ტესტოსტერონის (მამაკაცურობის ჰორმონის) შესამცირებელი ჰორმონული თერაპიის ორწლიანი კურსი. მიიჩნევდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ტესტოსტერონს აღარ ექნება გადამწყვეტი გავლენა ახალი ქალის ფიზიკურ მონაცემებზე (რაც, ფრიად საეჭვოა), რაც ნიშნავს, რომ ქალთა შორის შეჯიბრის მონაწილე კაცყოფილ სპორტსმენ ქალს არ ექნება კონკურენტული უპირატესობა თავის მეტოქეებზე.

2016 წელს სოკმა გადახედა და გააფართოვა წესები: ტრანსგენდერებს ნება დართო მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, ოლიმპიური თამაშების ჩათვლით, სქესის შესაცვლელი ოპერაციის ჩაუტარებლად, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში არ დაირღვევაო იმ ადამიანთა უფლებები, რომლებმაც რაღაც მიზეზების გამო ვერ მოასწრო სქესის შეცვლა.

მაგრამ ამ შემთხვევაში, მან უნდა დაადასტუროს, რომ ტესტოსტერონის დონე გარკვეულ თამასასთან შედარებით შემცირებულია თუ მომატებული. ამჟამად ეს მოთხოვნაც საეჭვო ხდება, რადგან სოკში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლამ პოლიტკორექტულობის მწვერვალს მიაღწია.

კერძოდ, სოკმა აღიარა, რომ შეჯიბრებებში ბიოლოგიური ქალებისა და ტრანსგენდერების მონაწილეობის სამართლიან უზრუნველყოფას იგი ვერ შეძლებდა, რადგან ამას თვით ბუნება ეწინააღმდეგება. შედეგად ოლიმპიური თამაშების ფუნქციონერებმა წესად დაადგინეს: შეჯიბრების წინმსწრებ მთელი ერთი წლის განმავლობაში ტრანსგენდერმა უნდა ჩააბაროს ტესტი ტესტოსტერონის დონის დასადგენად. მონაცემი არ უნდა აღემატებოდეს 10 ნანომოლს ერთ ლიტრზე.

ამერიკული ჟურნალი American Thinker იანვრის ნომერში წერს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მამაკაცები ხელოვნურად შეიმცირებენ თავიანთ ტესტოსტერონს, მათ, სულ ცოტა, ხუთგზის უპირატესი მაჩვენებელი ექნებათ თავიანთ მეტოქეებთან _ ბიოლოგიურ ქალებთან შედარებით.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ტესტოსტერონის შემცირებასთან ერთად არ მცირდება მამაკაცების ყველა სპორტული უპირატესობა. კერძოდ, აღნიშნავენ, რაც შვედეთის კაროლინგის ინსტიტუტის მიერ არის დადასტურებული, რომ ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა არის მამაკაცის ტიპის ჩონჩხი, ასევე კუნთების აღნაგობა. ფიზიოლოგიის ყველა ეს თავისებურება არ ქრება მაშინაც კი, როცა ადამიანი დაკავებულია თავისი ტესტოსტერონის ხელოვნური შემცირებით მთელ ორგანიზმში.

ოჰაიოსა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების ფიზიოლოგი ელისონ ჰეტერი აზუსტებს: მამაკაცის ჩონჩხსა და კუნთებს უნდა დავუმატოთ სპორტისთვის აუცილებელი ისეთი ორგანოების დიდი მოცულობა, როგორებიცაა გული და ფილტვები. ტესტოსტერონის სიდიდის შემცირებით მათი მოცულობა არ კლებულობს. ეს კი ტრანსგენდერს საშუალებას აძლევს, სქესის შეცვლის შემდეგაც კი სწრაფად გაზარდოს კუნთების მასა, რაც თავისთავად მას დიდ უპირატესობას მიანიჭებს. ჰეტერი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც კუნთის მეხსიერებას აძლიერებს. მისი დონე კი, როგორც პრაქტიკა გვიდასტურებს, ტრანსგენდერს რეგულარული ორწლიანი თერაპიის შემდეგაც კი უნარჩუნებს ქალზე უპირატესობას.

სპორტული მაგალითების რაოდენობა დიდია. ახლახან სამოაში წყნარი ოკეანის თამაშებზე ძალოსან ქალთა შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა ბიოლოგიურმა მამაკაცმა-ტრანსგენდერმა ნაზი ქალური სახელით _ ლაურა ჰაბარდმა (კაცობის დროინდელი სახელი _ გევინი).

ან, მაგალითად, ცნობილი ავსტრალიერი ხელბურთელი კალუმი, ახალი სახელით ჰანა მუნსი, რომელიც ორ მეტრამდე სიმაღლისაა და ცენტნერს იწონის. იგი ამჟამად ავსტრალიის ხელბურთელთა ნაკრები გუნდის მოთამაშეა.

ან მიანა ბაგერი, _ ავსტრალიელი გოლფისტი ქალების ასოციაციის წევრი, რომელიც ქალად 1995 წელს გარდაიქმნა.

ბუნებრივია, რომ ბიოლოგიურად ქალი სპორტსმენები ასეთი სქესობრივი გაუკუღმართების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან ამ ტრანსფორმირებულთა გამო მათ უმცირდებათ გამარჯვების კვარცხლბეკზე დადგომის შანსი, ოქროს მედლებზე აღარავინ ლაპარაკობს.

ცნობილი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა, რომელიც არ მალავს თავის ლესბოსურ მიდრეკილებას, გაოცებულია: ვის მოუვიდა აზრად ქალებისა და ტრანსგენდერების ერთ კატეგორიაში მონაწილეობა?! იგი ასეთ მაგალითს მოიშველიებს: მამაკაცმა გადაწყვიტა სქესის შეცვლა. ამის შესახებ ყველას გასაგონად განაცხადა. დაიწყო შეჯიბრება ქალებთან, ყველა დაამარცხა, დიდძალი საპრიზო ფული მოიგო… შემდეგ გადაიფიქრა და კვლავ გამამაკაცდა. განა ეს სამართლიანია?!

ამ აზრზე დგას სპორტსმენ ქალთა უმრავლესობა. მოცურავე, ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი შერონ დევისი დარწმუნებულია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ უნდა მისცენ მათ, ვისაც თვით ბუნებამ მიანიჭა უპირატესობა. მას მიაჩნია, რომ არსებობს დიდი განსხვავება ბინარულ სქესსა, რომლითაც დაბადებული ხართ, და გენდერს შორის, რომელსაც თავს მიაკუთვნებ”. მას ეთანხმება ოლიმპიური ჩემპიონი, ცნობილი მძლეოსანი პოლა რედკლიფი. იგი დარწმუნებულია, რომ სოკის ახალი წესები, რომლებიც ტრანსგენდერებისთვის დაამტკიცეს, ქალთა სპორტის არსებობას გაქრობის საშიშროების წინაშე აყენებს.

ამ პოზიციას აშშ-ში აქტიურად უჭერენ მხარს ფემინისტების მოძრაობის მონაწილენი. ისინი აღშფოთებულები არიან იმით, რომ ამ ახალმა ტენდენციამ უკვე გავლენა იქონია წინასაოლიმპიადო შეჯიბრებებზე. ქალთა აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ტოკიოს ოლიმპიადის დროს მთელი მსოფლიო დარწმუნდება, რომ ტრანსგენდერები მართავენ სიტუაციას, როგორც იტყვიან, “რულავენ”. ჯილდოების უმეტესობა შეიძლება მათ მოიპოვონ.

ამ ფონზე განსაკუთრებით უცნაურია ხელოვნურად აგორებული დოპინგსკანდალი რუსეთის სპორტსმენების წინააღმდეგ, რომლებსაც აუკრძალეს ტოკიოს ოლიმპიადაზე თავიანთი ქვეყნის დროშით გამოსვლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here