1943 წლის შემდეგ ეს პირველად ხდება. მიზეზი მომავალი ლაურეატების საეჭვო რეპუტაცია და სექსსკანდალია, რომელიც შვედეთის აკადემიას შეეხო. სწორედ იგი შეარჩევს ნომინანტებს, _ იუწყება ნობელიის პრემიის ვებგვერდი.
შვედეთის აკადემიის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ნობელის კომიტეტმა. Reuters -ი აზუსტებს, რომ 1943 წელს პრემია არ გაიცა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ლიტერატურის დარგში პრემიის მინიჭება 2019 წელს აღდგება.
სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ფრანგი ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო _ შვედეთის აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის ქმარი. მიიჩნევენ, რომ სწორედ მან გაავრცელა მაკომპრომეტებელი ინფორმაცია მომავალი ლაურეატების შესახებ. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული სექსუალური ძალმომრეობის პაკეტიდანაა.