Home სხვადასხვა დაიჯესტი ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში წლეულს არ გაიცემა

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში წლეულს არ გაიცემა

993
ნობელის პრემია

1943 წლის შემდეგ ეს პირველად ხდება. მიზეზი მომავალი ლაურეატების საეჭვო რეპუტაცია და სექსსკანდალია, რომელიც შვედეთის აკადემიას შეეხო. სწორედ იგი შეარჩევს ნომინანტებს, _ იუწყება ნობელიის პრემიის ვებგვერდი.

შვედეთის აკადემიის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ნობელის კომიტეტმა. Reuters -ი  აზუსტებს, რომ 1943 წელს პრემია არ გაიცა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ლიტერატურის დარგში პრემიის მინიჭება 2019 წელს აღდგება.

სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ფრანგი ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო _ შვედეთის აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის ქმარი. მიიჩნევენ, რომ სწორედ მან გაავრცელა მაკომპრომეტებელი ინფორმაცია მომავალი ლაურეატების შესახებ. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული სექსუალური ძალმომრეობის პაკეტიდანაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here