Home სხვადასხვა დაიჯესტი ნიუ-იორკში კოლუმბის ძეგლი დაანგრიეს

ნიუ-იორკში კოლუმბის ძეგლი დაანგრიეს

1669
კოლუმბის ძეგლი

ტელეარხი News 12 იუწყება, რომ ეს ვანდალებმა გააკეთეს. ამერიკის აღმომჩენის, ქრისტეფორე კოლუმბის, ქანდაკება, რომელიც ქალაქის პარკ იონკერსში იდგა, პიედესტალიდან ჩამოაგდეს და დაამსხვრიეს. ძეგლის ნამსხვრევები პარკში მიმობნეული იპოვეს. ადგილობრივთა თქმით, ეს ვანდალური აქტი 26 აგვისტოს მოხდა.

კოლუმბის აღნიშნული ქანდაკება თაბაშირისგან იყო დამზადებული _ ბრინჯაოს ორიგინალი 12 წლის წინათ მოიპარეს.

რამდენიმე კვირაა, რაც აშშ-ის რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისა იბრძვიან სამოქალაქო ომის დროინდელი მოღვაწეების ძეგლების აღებისთვის. ყველაზე მწვავე დაპირისპირება ქალაქ შარლოტსვილში (ვირჯინიის შტატი) მოხდა, სადაც გენერალ რობერტ ლის მონუმენტის დემონტაჟის წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, დაშავდა 15 ადამიანი. მოგვიანებით ულტრამემარჯვენე დემონსტრანტების რიგებში ავტომანქანა შეიჭრა: ერთი ქალი დაიღუპა, 19 ადამიანი დაშავდა.

კოლუმბის სახელის უკვდავყოფის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენას ძირძველი მოსახლეობის ამოწყვეტა, მონათვაჭრობა მოჰყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here