Home რუბრიკები პოლიტიკა ნეოლიბერალური ენურეზი და არარსებული ქსენოფობია

ნეოლიბერალური ენურეზი და არარსებული ქსენოფობია

1359
იმედი

მოძრაობაეროვნულებმადაქართული მიწის დაცვისჯგუფმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, საქართველოდან არალეგალი მიგრანტების გაძევების, პროსტიტუციის ბუდეების მოშლის, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩაბმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქციაქართული მარშისჩატარების შესახებ განაცხადეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში 51 წლის ირანელმა ქართველი მოზარდის გაუპატიურება სცადა, ხოლო თბილისში, ვარკეთილში, 2 ინდოელმა 5 მოზარდი ბინაში მოტყუებით შეიყვანა, გააშიშვლა და ფოტოები გადაუღო.

“ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ყველა უცხოელი, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევს კანონს და ექვემდებარება დაკავებასა და დეპორტაციას, ამას ვითხოვთ ჩვენც. კანონმდებლობით, აგრეთვე, იკრძალება პროსტიტუციის ბუდეების შექმნა, არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკებით ვაჭრობა. ჩვენც ვითხოვთ, რომ აღსრულდეს კანონი _ ეს საეჭვო ტიპის დაწესებულებები დაიხუროს და პასუხისგებაში მიეცნენ მათი მფლობელები; აგრეთვე, ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიხედვით მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლება. ჩვენი ყველა მოთხოვნა ემსახურება მოქმედი კანონების დაცვასა და აღსრულებას”, _ თქვა სანდრო ბრეგაძემ და საპროტესტო აქციის ჩატარების დღედ 14 ივლისი გამოაცხადა.

იმედი
იმედი

“ეროვნულების” ლიდერის განცხადებას ფართომასშტაბიანი აქციის გამართვაზე მყისვე მოჰყვა უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებული ე.წ. ნეოლიბერალური ძალების _ მედიასაშუალებების, არასამთავრობრო ორგანიზაციებისა და “ნაციონალური მოძრაობის” განაყოფი პარტიების წარმომადგენელთა ისტერიკული ვაი-ვიში, რომ ეს არის ქსენოფობია, ფაშიზმი და ყველაფერი რუსეთის მიერ იმართება(?!). ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობდა ტელეკომპანია “იმედი” (ეს ტელეკომპანია, ბევრის აზრით, ანტიქართული გამოხდომებით არაფრით ჩამოუვარდება “რუსთავი 2”-ს), რომელმაც 6 ივლისს ორ გადაცემაში, “იმედის დილა” და “იმედის დღე”, საკმაო დრო დაუთმო ამ საკითხს, თანაც ცალმხრივად, ტენდენციურად გააშუქა _ აქცია “ქართველთა მარშს” ეგრეთ წოდებული უწოდეს ამ მართლაც ე.წ. ჟურნალისტებმა. სანდრო ბრეგაძეს წუთ-ნახევარი დაუთმეს აზრის გამოსახატავად და ალაპარაკეს რუსეთში მიმდინარე აქციის ფონზე (ანუ მათი ჭკუით, თავიდანვე დაუკავშირეს აქცია “ქართული მარში” რუსეთს), სტუდიაში კი მიწვეული ჰყავდათ მხოლოდ “ქართველთა მარშის” მოწინააღმდეგენი: ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და “გირჩის” წარმომადგენელი, ანალიტიკოსი სანდრო თარხანმოურავი. მათ თითქმის ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დაადანაშაულეს აქციის ორგანიზატორები, რომლებიც ამბობენ, რომ ქართველი სამშობლოში არ უნდა იჩაგრებოდეს და მოითხოვენ კანონის აღსრულებას _ ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრებთა გაძევებას.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის “იმედმა” ანალოგიური რამ გაიმეორა გადაცემა “იმედის დღეში”. იგივე სიუჟეტი _ “ქართველთა მარშის” ეგრეთ წოდებულად მოხსენიება, სანდრო ბრეგაძის წუთ-ნახევრით ჩართვა რუსეთში მიმდინარე აქციის ფონზე, ოღონდ ამჯერად სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ფილოსოფის დოქტორი ლაშა ბაქრაძე და საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი. მოკლედ, “იმედის დილისადაიმედის დღისწამყვანები და მათი სტუმრები თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ, თუ 14 ივლისს თბილისში არალეგალების გაძევების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება, ეს იქნება ქსენოფობიის, ფაშიზმისა და რასიზმის გამოვლინება. რაც მთავარია, ეს არის პრორუსული პროპაგანდის შედეგი და ყველაფერი, რაც ცუდი ხდება საქართველოში, რუსული პროპაგანდის შედეგია.

ამ ორ, საერთო ჯამში, თითქმის საათნახევრიან გადაცემაში აღსანიშნავი იყო 3 ეპიზოდი:

  1. “ნაციონალური მოძრაობის” განაყოფ “გირჩის” “ანალიტიკოსი” სანდრო თარხანმოურავი ამტკიცებდა, რომ რუსეთი პედოფილიის მაჩვენებლებით “ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში”;
  2. “იმედის დილის” “ყველაფრისმცოდნე” (ასე უწოდეს მეორე დღეს “იმედის დილის” ეთერში) წამყვანმა გოდერძი შარაშიამ განაცხადა, რომ ქართველებიც სჩადიან უცხოეთში დანაშაულს, მაგრამ არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს არ უთქვამს, ქართველები უნდა გავაძევოთ ქვეყნიდანო;
  3. უფრო შორს წავიდა ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც მიგრანტების ძალადობა ადგილობრივებზე, რომლებსაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვება ხოლმე, რუსეთის პროპაგანდისა და ე.წ. რუსეთის მეხუთე კოლონის შედეგია. და მაგალითად მოიყვანა გერმანიაში 13 წლის გოგონა ლიზას გაუპატიურების საქმე.

განვიხილოთ თითოეული ეპიზოდი ცალ-ცალკე:

  1. პედოფილია _ ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, ზრდასრული ადამიანის სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი.
ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები
ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები

* მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შექმნილია პედოფილთა ორგანიზაციები. პირველი ასეთი ორგანიზაცია XX საუკუნეში ჩამოყალიბდა ჰოლანდიაში. 2011 წელს კი ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ჰომოსექსუალმა აღიარა, რომ 87 ახალშობილი გააუპატიურა;

* 2008 წელს ნორვეგიაში პოლიციამ 40 ათასამდე პედოფილი გამოავლინა (მოსახლეობის თითქმის 10%). აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელსაც პედოფილიის მხარდამჭერად მიიჩნევენ, 2012 წელს გამოძახებული იყო სასამართლოში თავისი უახლოესი მეგობრისა და თანაპარტიელის, ნორვეგიის მმართველი მუშათა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის _ რუნე ოიეგარდის საქმეზე. ოიეგარდს, რომელსაც ბრალი ედებოდა 12 წლის გოგონას გარყვნა, 4 წლით აღუკვეთეს თავისუფლება;

* ნორვეგიელი ჰომოფილების აზრით, ბავშვებსაც აქვთ სექსის უფლება და ბავშვთან სექსი ძალადობა არ არის;

საპროტესტო აქცია გერმანიაში
საპროტესტო აქცია გერმანიაში

* ბერგენის (სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში) უნივერსიტეტის კვლევის შედეგების მიხედვით, ნორვეგიაში პოპულარულია სექსტურიზმი. ქვეყანაში იწვევენ ე.წ. სექსტურისტებს, რომლებსაც სთავაზობენ ბავშვებთან სექსს. თვითონ ნორვეგიელი პედოფილები კი ბავშვებთან ქორწინების ლეგალიზებისთვის იბრძვიან;

* ამჟამად სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში ოფისები აქვს ბოილავერების ჩრდილოამერიკული ასოციაცია NAMBLA-ს (შეიქმნა ბოსტონში), რომელიც იბრძვის ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობის ლეგალიზებისთვის.

ანალოგიური ორგანიზაციები არსებობდა დანიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში;

* საუდის არაბეთსა და ყატარში დადგენილი არ არის, რამდენი წლის ადამიანს შეუძლია უარის თქმა სექსუალურ ურთიერთობაზე (გათხოვებაზე). ქორწინების ასაკობრივი ცენზი 12 წელია იემენში, 13 _ ირანში;

* ევროპის საბჭოს 2011 წლის მონაცემებით, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მე-10 ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია;

* 2013 წელს ლოს-ანჯელესის კათოლიკურ ეკლესიაში გამოააშკარავეს იერარქები, რომლებიც ხელს აფარებდნენ პედოფილ მღვდლებს. ეს “სასულიერო პირები” 2 ათეული წლის განმავლობაში ხრწნიდნენ მოზარდებს (ასეთი აღმოჩნდა 500-ზე მეტი), პედოფილებს მფარველობდა ლოს-ანჯელესის იმჟამინდელი არქიეპისკოპოსი როჯერ მაჰონი;

* 2013 წელს დიდი ბრიტანეთის ქალაქ რიჩდეილში სკანდალი ატყდა, როდესაც გაირკვა, რომ მიგრანტების ჯგუფი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა ღარიბი ოჯახების წარმომადგენელ მოზარდ გოგონებზე. პოლიციამ იცოდა ამ დანაშაულის შესახებ, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა, რადგან ეშინოდა, რომ არატოლერანტობაში დაადანაშაულებდნენ;

* 2016 წელს შოტლანდიაში დააპატიმრეს 77 ადამიანი, რომლებსაც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი, მსხვერპლთა შორის ყველაზე უმცროსი 3 წლის იყო;

* 2017 წლის თებერვალში ავსტრალიის კათოლიკე მღვდელმსახურთა 7% პედოფილიაში ამხილეს. მათ 1980-დან 2015 წლამდე 4000-ზე მეტი ბავშვი გარყვნეს. ავსტრალიის კათოლიკურმა ეკლესიამ უკვე გადაუხადა 200 მლნ დოლარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ, რომლებზეც მღვდელმსახურებმა იძალადეს;

* ცოტა ხნის წინათ პედოფილიაში დაადანაშაულეს ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი ჯორჯ პელი, რომელიც ვატიკანის ხაზინადარის პოსტსაც იკავებს;

* რამდენიმე დღის წინათ კი კარდიფის (უელსი, დიდი ბრიტანეთი) სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა ამ ქალაქის მეჩეთის იმამს მოზარდებზე სექსუალური ძალადობის გამო.

საპროტესტო აქცია კელნში. 2016 წლის იანვარი
საპროტესტო აქცია კელნში. 2016 წლის იანვარი

აი ასეთი ვითარებაა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პედოფილია ლამის ცხოვრების ნორმად ქცეულა, დაგირჩისწარმომადგენელიანალიტიკოსისგანცხადება, რომ რუსეთი პედოფილიის მაჩვენებლებით მოწინავეა მსოფლიოში, უბრალოდ, სასაცილოა.

  1. “ყოვლისმცოდნე” გიორგი შარაშიას განცხადების მიუხედავად, რომ ქართველები უცხოეთში დანაშაულს სჩადიან, მაგრამ ქვეყნიდან მათ გაძევებაზე არავინ ლაპარაკობს, ფაქტები საწინააღმდეგოზე მიუთითებს:

2015 წლის მაისის ბოლოს ბერლინში პრესკონფერენცია გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა და ჟურნალისტებს კრიმინალური შემთხვევების 2015 წლის სტატისტიკა გააცნო. დე მეზიერის განცხადებით, გერმანიაში ბევრი არ არის თავშესაფრის მაძიებელი ქართველი, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული აღემატება სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ჩადენილ დანაშაულს. საქართველო თავისი ეჭვმიტანილი მოქალაქეების რაოდენობით მერვე ადგილზე იყო (2015 წ.) იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ქვეშევრდომები გერმანიის პოლიციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, მაგრამ ქართველები ჩადენილი დანაშაულების (ქონების მოპარვა, ბინების გაქურდვა) მიხედვით (3 838 შემთხვევა) მესამე ადგილს იკავებდნენ, კოსოვოელებისა და მაროკოელების შემდეგ.

“საქართველოდან ჩვენთან ბევრი მოქალაქე ჩამოდის, ითხოვს თავშესაფარს, დახმარებას და, სანამ შესაბამისი ორგანოებიდან პასუხს მიიღებენ, გერმანელთა ბინების ძარცვას იწყებენ. ამ მხრივ მათი ქცევა ყველაზე აღმაშფოთებელია. ამას წინათ ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და მასთან მოლაპარაკებისას ხელი მოეწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის დანაშაულის სფეროში თანამშრომლობს შესახებ. არ გვაქვს პრობლემა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაციის საკითხშიც”, _ განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

* 2016 წლის მონაცემებით, გერმანიის დატოვების ვალდებულება საქართველოს 2 240 მოქალაქეს დაეკისრა, ხოლო 2015 წელს განხორციელდა 300 ქართველის რეადმისია. სულ კი 2015 წელს გერმანიიდან დეპორტირებული იყო სხვადასხვა ქვეყნის 20 888 მოქალაქე;

ჰოლანდიაში სირიელი ლტოლვილების ბანაკის ღობეზე ღორის თავები ჩამოაცვეს
ჰოლანდიაში სირიელი ლტოლვილების ბანაკის ღობეზე ღორის თავები ჩამოაცვეს

* 2017 წლის დასაწყისში ისრაელიდან საქართველოს 23 მოქალაქე გამოაძევეს. ქართველების ჯგუფი ისრაელში 23 იანვარს ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში არ შეუშვეს. საზღვრის დაცვის სამსახურს ეჭვი ჰქონდა, რომ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში არალეგალურად დარჩენას აპირებდნენ. დეპორტაციამდე კი ქართველები გადაიყვანეს ციხეში, სადაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

აი ასე: როცა გერმანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დანაშაულს სჩადის ან ისრაელში არალეგალურად ცხოვრებას ცდილობს, მას ან ციხეში სვამენ ან ქვეყნიდან აძევებენ, მაგრამ ამის დანახვა და გაგონება არ სურსყველაფრისმცოდნეშარაშიას და მხოლოდ ქართველების ქსენოფობიაზე ლაპარაკობს.

  1. წარმოშობით რუსი გოგონას, 13 წლის ლიზას გაუპატიურების საქმეზე გერმანიაში გამოძიება 2016 წელს დაიწყო. თავდაპირველად ლაპარაკი იყო “არაბული გარეგნობის” ახალგაზრდების მხრიდან ძალადობაზე, მაგრამ გაირკვა, რომ გოგონას ურთიერთობა არ ჰქონია ლტოლვილებთან, თუმცა 1 წლით ადრე მას სექსუალური კავშირი ჰქონდა 2 გერმანელ ახალგაზრდასთან, რომლებსაც პირობითი სასჯელი და 3000 ევროს გადახდა აკმარეს. აი ეს ამბავი გამოიყენა ლაშა ბაქრაძემ იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი თავისი პროპაგანდის მეშვეობით დესტაბილიზაციას იწვევს სხვადასხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება მიგრანტების მხრიდან სექსუალურ ძალადობას, ცნობილია, 2016 წლის ახალი წლის ღამეს როგორ დაესხნენ თავს ახლო აღმოსავლელი და ჩრდილოაფრიკელი მიგრანტები ქალაქ კელნში (გერმანია) გერმანელ ქალებს _ აღრიცხულია 1000-მდე შემთხვევა.

კელნის გარდა, მსგავსი შემთხვევა მოხდა გერმანიის სხვა ქალაქებშიც _ ბერლინში, ჰამბურგში, დიუსელდორფში, შტუტგარტში, აგრეთვე, შვეიცარიის ქალაქ ციურიხსა და ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში.

არაბები კოლექტიურ თავდასხმას, კოლექტიურ სექსუალურ ძალადობასთახარუშსუწოდებენ. ანალოგიური რამ, ანუ თახარუში კელნში კვლავ განმეორდა 2017 წლის საახალწლო დღეებშიც _ მიგრანტთა 650-კაციანმა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში ქალებზე იძალადა (სხვათა შორის, ავსტრიის საკურორტო ქალაქ ინსბრუკშიც ათეულობით ქალმა მიმართა პოლიციას მიგრანტის მხრიდან ძალადობაზე). ამის გამო კელნის პოლიციის უფროსი ვოლფგანგ ალბერსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კელნის მერმა ჰენრიეტა რეკერმა კი გერმანელ ქალებს გამაოგნებელი რამ ურჩია _ “ჯგუფ-ჯგუფად ევლოთ” და “ხელის გაწვდენაზე დაეცვათ დისტანცია”. გერმანიის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, მიგრანტების მიერ ჩადენილი მიეჩქმალა, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა კანცლერ ანგელა მერკელის მიგრაციულ პოლიტიკას, მაგრამ აღშფოთებულმა გერმანელებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

* ბევრისთვის, ალბათ, ცნობილია ერაყელი ლტოლვილის, ვინმე ამირის, მიერ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საცურაო აუზის ტუალეტში, 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ამბავი. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის სასამართლომ მოძალადე გაამართლა;

* ახლახან კი გერმანიის ქალაქ მიულჰაუზენის სასამართლოში 28 წლის ქალმა დაწვრილებით ისაუბრა, როგორ გააუპატიურა სამმა ეთიოპიელმა მამაკაცმა 9-ჯერ.

მიგრანტთა ძალადობას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ საპროტესტო აქციებით უპასუხეს. საპროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთის ქალაქებში _ დუვრსა და კალეში, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში (ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, მხოლოდ სამ თვეში მიგრანტებმა 5000-მდე დანაშაული ჩაიდინეს), საბერძნეთში. ჰოლანდიაში კი სირიელი ლტოლვილების ბანაკის ღობეზე ღორის თავები ჩამოაცვეს წარწერით “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”, წელს უკრაინელი მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა პოლონეთში;

* აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიგრაციული პოლიტიკა გაამკაცრა და ამერიკაში მიგრანტების არალეგალურად შესვლის აღსაკვეთად მექსიკასთან კედლის აშენებას აპირებს. უნგრეთმა კი ასეთი კედელი უკვე ააშენა სერბეთთან საზღვარზე;

* პოლონეთმა, ჩეხეთმა, უნგრეთმა და სლოვენიამ _ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ახლახან საერთოდ უარი თქვეს ევროკავშირის მიერ დაწესებული კვოტებით მიგრანტებს მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მათ სანქციებით დაემუქრა;

* ავსტრიამ და იტალიამ მიგრანტების შესაკავებლად საზღვარზე ჯავშნიანი მანქანები გაგზავნეს…

თავი რომ დავანებოთ 2015 წლის პარიზში და 2016 წელს ნიცაში მოწყობილ საშინელ ხოცვა-ჟლეტას, 2017 წელს ევროპაში თითქმის ყოველ თვეს ხდებოდა ტერაქტები: 22 მარტს ლონდონში, პარლამენტის შენობასთან, ვესტმინსტრის ხიდზე ტერორისტი ავტომობილით შეიჭრა მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფში (დაიღუპა 4 ადამიანი); 22 მაისს აფეთქება მოაწყვეს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში (დაიღუპა 22 ადამიანი); 3 ივნისს ლონდონში შეიარაღებული მამაკაცები დაესხნენ თავს ქუჩაში გამვლელებს (8 დაღუპული); 25 ივნისს ნიუკასლის მეჩეთთან შეკრებილებს ავტომობილი დააჯახა 42 წლის ქალმა

ევროპელები, რომლებმაც 2 წლის წინათ თავაზიანად მიიღეს ახლოაღმოსავლელი და ჩრდილოეთაფრიკელი მიგრანტები, ახლა მათ უკან გაგზავნას აპირებენ. ეს პროცესი უკვე დაიწყო გერმანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და ავსტრიაში _ ქვეყნებში, რომლებსაც მიგრანტები სამოთხედ მიიჩნევენ. მაგალითად, გერმანელებმა უკან გააბრუნეს 80 ათასი ლტოლვილი…

და ეს ყველაფერი, ლაშა ბაქრაძის აზრით, შედეგია რუსეთის პროპაგანდისა, რომლითაც ეს ქვეყანა ცდილობს, მიგრანტების წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ამხედრებით დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.

ისე, იქნებ რუსეთის პროპაგანდის შედეგი იყო I და II მსოფლიო ომებიც, აშშ-ის მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოყრა, ომი ვიეტნამში ან მართლმადიდებელი სერბეთის დაბომბვა აღდგომის დღესასწაულზე? ან იქნებ აყვავებული ლიბიის მიწასთან გასწორება იყო რუსეთის პროპაგანდის შედეგი, ან ტერორისტული ორგანიზაციების, როგორიცაა “ალ ქაიდა” და “ისლამური სახელმწიფო”, შექმნა და ავღანეთის, ერაყისა და სირიის დანაწევრება-გაპარტახება? ან გუანტანამოსა და აბუ გრეიბის საშინელებები? ან იქნებ ეს არის “ვარდების რევოლუცია”, რომლის შედეგადაც 9 წლის განმავლობაში თავზე გვაჯდა “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი?

თუ ეს ყველაფერი, რაც დღეს ევროპაში ხდება, ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და ქრისტიანობისგან განდგომამ და .. მულტიკულტურიზმის დამკვიდრების მცდელობამ გამოიწვია?

შეუძლებელია, ეს არ იცოდეს ფილოსოფიის დოქტორმა ან ითქვას, რომ მეხსიერება ღალატობს. თუმცა, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების დაცვას ცდილობ მართლაც ტოლერანტი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, სადაც არასოდეს ყოფილა ქსენოფობიური განწყობა, და ყველაფერი უცხოური გიყვარს, ანუ ქსენოფილი ხარ, სხვის თვალში ქსენოფობიასაც დაინახავ და ბეწვსაც, საკუთარში კი დირესაც ვერ შეამჩნევ…

ნიკა კორინთელი

P.S. “დღის შოუსწამყვანმა ბრიტანელ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს ჰკითხა: “უკვე წლებია, საქართველოში ცხოვრობ და ქართველებს შენ მიმართ ქსენოფობია თუ გამოუმჟღავნებიათ?” სმიტმა უარყოფითად უპასუხა და, ცხადია, ამით უნდა დასრულებულიყო კამათი საკითხზე _ არის თუ არა ქსენოფობია საქართველოში, მაგრამ დასრულდა ლაშა ბაქრაძის კომენტარით: “ეს იმიტომ, რომ თეთრკანიანია, აბა, შავკანიანი ყოფილიყო, მერე ნახავდით ქსენოფობიასო”…

ცნობისთვისსამართალდამცველებმა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით თბილისში, რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარე რამდენიმე ბარიდან, იდენტიფიცირების მიზნით, 147 სექსმუშაკი პოლიციის შენობაში მიიყვანეს. 145 პირიდან 91 ქალია, 56 _ მამაკაცი. შსს ინფორმაციით, 91 ქალიდან, 71 ქართველია, 20 _ უცხოელი. 56 მამაკაცი სექსმუშაკიდან 15 – ქართველი, 41 კი _ უცხოეთის მოქალაქე.

1 COMMENT

  1. საინტერესოა რა ხდება ლაშა ბაქრაძის და სხვა ნაციონალების თავში, დემოგრაფია ფეხებზე კიდია ლაშა ბაქრაძეს, არგს ჭამს კარგს სვამს, ნაციონალ-ნაძირლებს კოჭს უგორებს. აივსო თბილისი შავი, ინდოელ-სირიელ-სინხ და სხვა ემიგრანტებით. მიუმატეთ სისხლიანი დესპოტის “მიშიკოს” 40 000 მოქალაქეობა მინიჭებულები და რა გამოდის, გაურკვეველი ეთნოსის ემიგრანტები ჩვენს ბავშვებზე ძალადობენ, აღმაშენებლის პროსპექტის და ვარდების მოედნის ქვეშ ბორდელები გახსნეს, ქუჩაში ჩვენს ქალებს ღიათ, სექსუალურ მოთხოვნებს თავაზობენ და ამ ბაქრაძეებს არაფერი აღელვებთ თავის ჯიბის გარდა. საინტერესო იყო გვარამია-ჩორგოლეიშვილის კამათი, მე ევროსაბჭო 10 000 ევროს მიხდიდაო თვეში და გვარამიას 60 000 ლარი აქვსო ხელფასი. აი ამ ფულის მიტრფიალე ხალხს გარყვნილი მიშას დრო ენატრება. ლაშა ბაქრაძეს ერთი სიტყვა თუ აქვს ამოღერღილი “ნაცმკვლელების” რეჟიმის საწინაჭმდეგოთ. სანამ ეს მეგროვენი ქართ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here