Home სხვადასხვა დაიჯესტი ნეაპოლში მშობიარე ქალი ავტობუსიდან ჩამოსვეს უბილეთოდ მგზავრობის გამო

ნეაპოლში მშობიარე ქალი ავტობუსიდან ჩამოსვეს უბილეთოდ მგზავრობის გამო

554
ნეაპოლში მშობიარე ქალი ავტობუსიდან ჩამოსვეს უბილეთოდ მგზავრობის გამო

მშობიარე ქალი, რომელსაც უკვე დაეწყო ჭინთვები, ავტობუსიდან ჩამოსვეს. ეს არაადამიანური ქმედება ნეაპოლში მოხდა, დიდი ტრადიციების მქონე იტალიურ ქალაქში. საკვირველია, მაგრამ ფაქტია.

ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა გაზეთმა La Republica-მ.

ცხრა თვის ორსული იყო. სეირნობისას იგრძნო, რომ ჭინთვები დაეწყო და სასწრაფოდ ჩაჯდა ავტობუსში, რომელიც სამშობიაროსკენ მიდიოდა, ბილეთის ყიდვა კი დაავიწყდა. ამ დროს ტრანსპორტში იყვნენ კონტროლიორები, რომლებმაც ქალი დააჯარიმეს და ავტობუსიდან ჩამოსვეს პირველივე გაჩერებაზე.

საბედნიეროდ, ქალმა შეძლო საავადმყოფომდე მისვლა და მშვიდობით იმშობიარა. დაებადა გოგონა.

გაეზარდოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here