Home რუბრიკები საზოგადოება ნაცებო, ქვეყანაში “პოლიტიკური ცეცხლის დანთებით” ეკონომიკა ვერ აყვავდება!

ნაცებო, ქვეყანაში “პოლიტიკური ცეცხლის დანთებით” ეკონომიკა ვერ აყვავდება!

75

რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოს ეკონომიკა, ამაზე ბევრს საუბრობენ; ბევრს კამათობენ, რომელია გზა ხსნისა, ქვეყნის ეკონომიკურად გასაძლიერებლად რა საშუალებებია ეფექტური.

მაგრამ ჩვენი საქმე ისეა, როგორც ივანე კრილოვის იგავარაკში _ გედმა, კიბომ და კალმახმა პირი რომ შეკრეს, ერთი ტვირთი სამივეს ზიარად გადაეტანა. გულმოდგინედ გაებნენ ისინი ერთად მარხილში, სწევდნენ, ექაჩებოდნენ, ოფლში ცურავდნენ, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრეს. მიზეზი?

თურმე ნუ იტყვითმიზეზი

იმათი გაჭირვებისა

უთანხმოება ყოფილა,

ნაყოფი უმეცრებისა.

ვერ ახერხებენ ვერც ერთი

ერთი მეორის შველასა!..

და მჩატე ტვირთი მიჰქონდათ

სხვადასხვა მხრისკენ ყველასა:

თევზს _ წყალში, ფრინველს _ ჰაერში,

კიბოს კი _ უკანუკანა,

და მათმა შრომამ მიტომაც

ნაყოფი ვერ მოიტანა.

უთანხმობაა მიზეზი

საერთო უძლურებისა,

და უძლურება _ ნაყოფი

პირუტყვულ უმეცრებისა”.

ასეთ გენიალურ დასკვნას აკეთებს ცნობილი დიდი მეიგავე.

უთანხმოება რომაა საერთო უძლურების მიზეზი, ეს თვალნათლივ დაგვანახვა ჩვენი ხელისუფლების, ოპოზიციისა და მათი უცხოელიმეგობრების” “მოღვაწეობამჩვენი ქვეყნისსასიკეთოდ”. და მანამ ვიწრიალებთ ამ მოჯადოებულ წრეში, სანამ ამპირუტყვულ უმეცრებასთავს არ დავაღწევთ.

ახლა კი ჩვენს დიდ ილიას მოვუსმინოთ, რომელიც მიიჩნევდა, რომ მაშინდელი საქართველოს წარუმატებლობის ყველაზე დიდი მიზეზი ეკონომიკური პრინციპების დავიწყება იყო. მისი აზრით, მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენი ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის. რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა, ტანში გამართვისა”.

ილია ჭავჭავაძეს ხალხის სიღარიბიდან გამოსვლის მთავარ საწინდრად ეკონომიკური ცოდნა მიაჩნდა. მისი აზრით, ეკონომიკური მეცნიერების დაუფლება დაგვეხმარება თითოეული ადამიანის კეთილდღეობის მიღწევაშიო. “ცოდნა ბევრნაირია. ხოლო აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულში ჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს, სად რა სიმდიდრე უძევს და რა რიგის ხერხით, რა რიგის ოსტატობით შეიძლება იმ სიმდიდრეს ხელი დავაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენის თავის სადღეგრძელოდ”, _ წერდა ერის მამა.

ილია მთელი თავისი ცხოვრება რაციონალური გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებდა ქართველ საზოგადოებას და წერდა: მტერთაგან და უგზოობისგან შინ ჩაკეტილი ქართველობა იძულებული იყო ის მოეყვანა, ის ემუშავნა თავის მიწაზე, რასაც დღეს იეფად სხვაგან ვიყიდით, სხვიდან მოვიტანთ. დღეს რა გვიშლის, მაგალითებრ, ჩვენს მიწათმოქმედებას ის ნაყოფი გამოვაღებინოთ, რაც რუსეთში არ მოდის ბუნებურ გარემოებათა გამო და იქიდამ ის ვეზიდოთ, რაც იქ ბევრი მოდის და უფრო იეფიც არის. ის აუარებელი შრომა და ხარჯი, რაც, მაგალითად, მარტო პურის მოყვანაზე მოდის ჩვენში და ასე ძვირად გვიჯდება, სხვა უფრო ძვირფას საგანს რომ მოვახმაროთ რუსეთში გასატანად და იქიდან პური ვეზიდოთ, მითამ წაგებაში ვიქნებით და არა დიდ მოგებაში?” ილია, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და საქართველოში წარმოებულ ქართულ პროდუქტს მთავრობა ადგილობრივ ბაზარზე უცხოეთიდან შემოტანილით ჩაანაცვლებდა. მაგალითად, როცა გვაქვს ჩვენი ციტრუსები, ყურძენი, ვაშლი და ა.შ., მთავრობამ, უპირველესად, ამ პროდუქტების რეალიზაციას უნდა შეუწყოს ხელი და შემოიტანოს ის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ ცოტას ან საერთოდ ვერ ვაწარმოებთ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ, ილიას ჭავჭავაძის აზრით, ადამიანების შრომას ამსუბუქებს გაცვლის შესაძლებლობა, რაც მათ შექმნილი პროდუქტის რეალიზების და სხვა საჭირო ნივთის შეძენის საშუალებას აძლევს: “გამნაღდებელი ნაშრომისა ბაზარია და იგი ეკონომიკური მოქმედება აღებ მიცემისა, რომელსაც ვაჭრობა ჰქვიან”. გარდა ამისა, რომ არ არსებობდეს გაცვლა, ადამიანები ვერც იმას გაიგებდნენ, რა ქონებას ქნიან შრომის შედეგად: “დღეს ვერავინ იტყვის, რომ კაცს ბევრი პური და ღვინო აქვს და მდიდარიაო, და თუ იტყვის, ეს პური და ღვინო უსათუოდ განაღდებული აქვს, ფულზე აქვს გათვლილი”.

ილია ჭავჭავაძეს მიაჩნია, რომ ბაზარი განსაზღვრავს ამა თუ იმ პროდუქციის ფასს, რაც ეკონომიკურ ქმედებას მთავარ აზრს აძლევს: საცა მიქცევ მოქცევაა საქონლის პატრონთა შორის, იმ ადგილს ბაზარი ჰქვიან. საქონელთა ყიდვაგაყიდვას, გაცვლას, მთლიანობაში, საქონელმიმოქცევა ეწოდება, რომელიც საქონლის ფასსს ხან ასწევს, ხან დასწევს”, ხოლო რისკისა და ინიციატივის გარეშე, რასაც მეწარმეები ეწევიან, განვითარება შეუძლებელია. მისი აზრით, უკეთესია, საყოველთაო კეთილდღეობისთვის რესურსები იმ ადამიანის ხელთ იყოს, რომელსაც მისი სწორად გამოყენება შეუძლია: ეკონომიკური ბუნება ქონებისა ის არის _ უძრავი ქონებაა თუ მოძრავი _ რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა”.

ილიას კარგად ესმოდა, რომ ნებისმიერი საქმიანობის მიზანი, მათ შორის სოფლის მეურნეობისაც, მოგება უნდა იყოს, რადგანაც ის უზრდის ადამიანებს მოტივაციას და შრომას სხვა ადამიანებისთვისაც სასარგებლოს ხდის. ამის მაგალითად მას წარმატებული ევროპული ქვეყნები მოჰყავდა. მისი თქმით, მიწის დამუშავება არა თავის გატანაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ მშრომელს მაქსიმალური მოგება უნდა მისცეს და შრომის ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს, ისე როგორც ეს ბელგიაში და ინგლისშია”.

ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გასაღები კონკურენცია და მრავალფეროვნებაა. ილიას მიაჩნია, რომ ცალკეული პირებისა და კომპანიების განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩაყენება მთავრობის მიერ _ პროტექციონიზმი, განწირულია წარუმატებლობისთვის: პროტექციონობის მიზანია, შინაურს საქონელს მოპირისპირე მოაცილოს ბაზარში და თვით სხვა ამ ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოსგრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ასეთი პოლიტიკა ანდერძაგებულია და დაწუნებული”.

ილიას აზრით, წარმატებული სახელმწიფო კარგი პირადი შემოსავლების მქონე ხალხის ქვეყანაა. მას მიაჩნია, რომ მაღალი გადასახადები, რომელთაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით კრეფდნენ, ხელს უშლის თანამშრომლობის განვითარებას და ადამიანების წარმატებას. მისი თქმით, საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას”.

თითქმის ყველა ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, რომ კერძო საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ადამიანთა კეთილდღეობის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის სიტყვები კვლავ აქტუალურია: კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება”.

ეკონომიკის განვითარებისა და ადამიანთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია დოვლათის შექმნა და არა ფულის რაოდენობის ხელოვნური გაზრდა (ინფლაციის ხელშეწყობა), რომელსაც არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს: თუ საქონლის რიცხვი იგივეა, მაშინ რაც ქვეყანაში ფული ტრილებს, ერთიორად რომ იქცეს, საქონლის ფასებიც ერთიორად აიწევს მხოლოდ”.

ილიას აზრით, ფინანსური წარმატება მოაქვს იმ პროდუქციის შექმნას, რომელზეც ბაზარზე მოთხოვნაა: საქონელი შრომით იქმნება და იგი შრომის ნაყოფის ის ნაწილია, რომელიც აღემატება პატრონის პირადი მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობას”. ილიასვე სიტყვებით,ვერავინ იტყვის, რომ კაცს ბევრი პური და ღვინო აქვს და მდიდარიაო, და თუ იტყვის, ეს პური და ღვინო უსათუოდ განაღდებული აქვს, ფულზე აქვს გათვლილი”.

და კიდევ: ქვეყნისთვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემშინაობის განურჩევლად”.

ასე რომ, ნაცებო, ქვეყანაში “პოლიტიკური ცეცხლის დანთებით” ეკონომიკა ვერ აყვავდება!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here